ლეგენდარული იტალიელი მოთხილამურე ალბერტო ტომბა საქართველოს ინვესტორებისა და ექსპერტების ჯგუფთან ერთად ეწვია
საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით, კომპანია "სილქნეტის", "სილქ როუდ ჯგუფის" და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს გამთენიისას საქართველოში ცნობილი მოთხილამურე, მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ზამთრის ოლიმპიადების გამარჯვებული - ალბერტო ტომბა ჩამოვიდა.

ლეგენდარულ მოთხილამურესთან ერთად, საქართველოს უცხოელი ინვესტორები და სამთო-სათხილამურო სპორტის და ინფრასტრუქტურის ექსპერტები ეწვივნენ. დელეგაციას ასევე თან ახლავს ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ვიზიტის უცხოურ მედიაში გაშუქებას უზრუნველყოფს.

ამ ვიზიტის მიზანია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია სვანეთს ესტუმრება. ექსპერტთა ჯგუფი დაათვალიერებს ადიშის, უშბის მყინვარის და ჰაწვალ-ზურულდის სათხილამურო ტრასებს, შეაფასებს უშბის მთაზე საზაფხულო სათხილამურო სეზონის მოწყობის შესაძლებლობას.

"ტომბა ლა ბომბა"

იტალიელი სამთო მოთხილამურე ალბერტო ტომბა 1966 წლის 19 დეკემბერს დაიბადა. ტომბა სამგზის ოლიმპიური, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მფლობელია. გამოდიოდა სლალომსა და გიგანტურ სლალომში. მისი სპორტული მეტსახელი "ტომბა ლა ბომბა" იყო.

ალბერტო ტომბა 1988 წელს კანადაში სლალომსა და გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 1992 წელს ალბერვილში (საფრანგეთი) გიგანტურ სლალომში ოქროს და სლალომში ვერცხლის მედალი მოგიო. მაშინ ტომბას ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იტალიის დროშის ტარების პატივიც არგუნეს.

კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ტომბამ 1994 წელს ლილეჰამერის (ნორვეგია) ტრასაზე მოიგო. ნაგანოს 1998 წლის ოლიმპიადა კი მედლის გარეშე დაასრულა. ტომბა საერთო ჩათვლაში სამთოსათხილამურო სპორტის 1994-95 წლების სეზონის მსოფლიოს თასის მფლობელია.

იტალიელი მოთხილამურე დიდი სპორტიდან 1998 წელს წავიდა, როდესაც ჯამში მსოფლიოს თასზე 50 მოგება (35 სლალომი, 15 გიგატური სლალომი) დაუგროვდა. მსოფლიოს თასზე მოგებული ეტაპების რიცხვის მიხედვით ტომბა მხოლოდ ინგემარ სტენმარკს (86) და ჰერმან მეიერს (54) ჩამორჩება.

2000 წლის მარტში "მისი სახელგანთქმული სპორტული კარიერისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის" აღსანიშნავად ოლიპმიური ორდენით დააჯილდოვეს.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"