ტურის ცენტრალურ მატჩში ევროპალიგის მერვედფინალისტები - "ლაიპციგი" და "დორტმუნდი" ხვდებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, ავსტრიელი მწვრთნელების - რალფ ჰაზენჰიუტლის და პეტერ შტიოგერის გუნდებმა გოლები გაცვალეს. "დორტმუნდმა" ზედიზედ მეათედ არ წააგო, მაგრამ ბოლო ორ მატჩში მეორედ ითამაშა ფრედ.

ისევე, როგორც პირველ წრეში ამ გუნდების მატჩში, "ლაიპციგის" რიგებში იუნიორმა ოგუსტენმა გაიტანა. დორტმუნდელებმა როისის ზუსტი დარტყმით უპასუხეს, რომელსაც ბრწყინვალე პასი მიაწოდა დაუდმა. მარკოსთვის ეს იყო 150-ე გოლი კარიერაში და ის გახდა მესამე მოთამაშე მარიო გომესისა და რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ, ვისაც დღეს ბუნდესლიგაში მოთამაშე 18-ივე გუნდისთვის აქვს გოლი გატანილი.

ეს ფრე კონკურენტებისთვის იყო სასარგებლო: "ლაიპციგი" მეექვსე ადგილზე დარჩა, "დორტმუნდმა" კი მეორე ადგილზე გაუშვა თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე "შალკე".

Video

03.03.18 ლაიპციგი - დორტმუნდი 1:1

ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის მებრძოლმა სხვა გუნდებმა შაბათს შეძლეს მოგება. საინტერესოა, რომ 25 ტურის შემდეგ "შალკემ" (43), "აინტრახტმა" (42) და "ლევერკუზენმა" (41) სინქრონულად დააგროვეს იმდენი ქულა, რამდენიც მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში ჰქონდათ.

ვოლფსბურგში მატჩი დასამახსოვრებელი იყო არა მხოლოდ დაძაბული ფინალით, არამედ მინდორზე "ლევერკუზენის" ფორვარდის, შტეფან კისლინგის გამოჩენით. "ბაიერის" ვეტერანმა ბუნდესლიგაში მე-400 მატჩი ჩაატარა და მოქმედ მოთამაშეებიდან მხოლოდ კლაუდიო პისაროს (437) ჩამორჩება, რომელიც 39 წლის ასაკში აგრძელებს "კიოლნში" თამაშს.

გელზენკირხენში "შალკემ" თავიდანვე შეუტია "ჰერტას" მეკარე იარსტეინს, რომელმაც წინა ტურში "ბაიერნს" არ გაატანინა. ნორვეგიელი ისევ ბრწყინვალედ თამაშობდა, მაგრამ, როგორც კი მისი თანაგუნდელები გათამამდნენ და წინ დიდი ძალებით წავიდნენ, მაშინვე დაცვაში სერიოზული ჩავარდნა დაემართათ და ხორვატმა პიაცამ ხელსაყრელი პოზიციიდან გაიტანა.

"შალკემ" ზედიზედ 22-ე მატჩში შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა: ბოლოს ასეთი სერია გუნდს 1984 წელს ჰქონდა - ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, დომენიკო ტედესკოს დაბადებიდან ერთი წლით ადრე.

ტური დასრულდა ლიდერის მატჩით. "ბაიერნი" სტუმრად ხვდებოდა "ფრაიბურგს" და ბოლო წლების ტრადიციას არ უღალატა. "რეკორდმაისტერი" "ფრაიბურგის" წინააღმდეგ ბოლო მატჩებში საშუალოდ ოთხ გოლს იტანდა და ასე მოხდა ამჯერადაც. იუპ ჰაინკესს კი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში "ფრაიბურგისგან" გოლი არ ჰქონდა მიღებული და ეს ტრადიციაც გაგრძელდა.

ამასობაში კი ბავარიელთა უპირატესობა უახლოეს მდევართან 20 ქულამდე გაიზარდა...

Video

04.03.18 ფრაიბურგი - ბაიერნი 0:4

ფაქტები

"გლადბახი" ზედიზედ მესამე მატჩია შინ ვერ იგებს.

"ვერდერს" ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

"გლადბახმა" ამ სეზონში მეშვიდედ გაიტანა გოლი მატჩის საწყის 15 წუთში. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ლიგის ყველა გუნდს შორის.

"შალკემ" ზედიზედ მესამედ მოიგო.

"ჰერტას" სამი ტურია გოლი არ გაუტანია.

პიაცა მეორედ მოხვდა "შალკეს" ძირითად შემადგენლობაში და მეორე გოლი გაიტანა.

დი სანტომ სეზონში პირველი შედეგიანი პასი შეასრულა.

"აინტრახტს" არც ერთი წაგება არ აქვს ამ სეზონში ანგარიშში დაწინაურების შემდეგ - 12 მოგება და 4 ფრე.

"აინტრახტს" შინ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია აქვს - პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში.

"ჰანოვერს" სტუმრად რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

"ჰოფენჰაიმმა" შეწყვიტა სტუმრად რვამატჩიანი მოუგებელი სერია.

"აუგსბურგი" ოთხი ტურია ვერ იგებს და ამ სერიისას სამჯერ დამარცხდა.

კრამარიჩი ზედიზედ ხუთი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს და 2018 წელს, ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

"აუგსბურგს" "ჰოფენჰაიმთან" ბოლო ცხრა მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ბოლო ექვსი მატჩია არ მოუგია - 2 ფრე და 4 წაგება.

"ჰამბურგი" 11 ტურია ვერ იგებს.

"ჰამბურგს" შინ ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

"ჰამბურგს" "მაინცთან" ბოლო ექვსი მატჩია არ გაუმარჯვია - 3 ფრე და 3 წაგება.

"ლევერკუზენი" 10 მატჩია სტუმრად არ მარცხდება.

"ვოლფსბურგი" ხუთი ტურია ვერ იგებს.

"ვოლფსბურგს" შინ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

მხოლოდ "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" აქვთ "ლევერკუზენზე" მეტი გოლი გატანილი ამ სეზონში.

კისლინგმა მე-400 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.

"დორტმუნდი" 10 ტურია არ მარცხდება - 5 მოგება და 5 ფრე.

"დორტმუნდს" სტუმრად ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

"ლაიპციგი" სამი მატჩია ვერ იგებს.

მარკო როისი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ზედიზედ სამი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

როისს ამჟამინდელი ბუნდესლიგის ყველა გუნდისთვის აქვს გოლი გატანილი, მათ შორის, "დორტმუნდისთვის".

ჟან-კევინ ოგუსტენმა ამ სეზონში მეოთხედ გახსნა ანგარიში.

შტიოგერი "დორტმუნდის" ისტორიაში პირველი მწვრთნელია, ვინც ბუნდესლიგაში თავისი პირველი 10 მატჩი არ წააგო - 5 მოგება და 5 ფრე.

"კიოლნს" ზედიზედ 10 საშინაო მატჩია არ მოუგია "შტუტგარტისთვის" - ბოლო გამარჯვება 2000 წლის ოქტომბრით თარიღდება.

39 წლის კლაუდიო პისარო გახდა მეოთხე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც გოლი გაიტანა. მასზე წინ არიან მხოლოდ მიროსლავ ვოტავა, მანფრედ ბურგსმიულერი და მორტენ ოლსენი. პერუელს 192 გოლი დაუგროვდა.

"შტუტგარტმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ხუთი ტურია არ მარცხდება.

"ბაიერნი" 11 მატჩია არ მარცხდება ბუნდესლიგაში - 10 მოგება და 1 ფრე.

თომას მიულერმა 102-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით და გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზე მყოფ დიტერ ჰიონესს. ამ დუეტზე წინ მხოლოდ გერდ მიულერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და როლანდ ვოლფარტი არიან.

ვაგნერს 39 გოლი აქვს გატანილი ბუნდესლიგაში და ყველა მეტოქის საჯარიმოს შიგნიდან დარტყმით.

ბუნდესლიგა. XXV ტური

გლადბახი-ვერდერი 2:2

გოლები: 1:0 ზაკარია (5), 2:0 მოისანდერი (32-საკ. კარში), 2:1 დელენეი (59), 2:2 იოჰანსონი (78)

გლადბახი: ზომერი - ოქსფორდი (82. ჰერმანი), გინტერი, ვესტერგაარდი, ელვედი - კრამერი (62. იანტჩკე), ზაკარია (46. კუიზანსი) - ჰოფმანი, ბობადილია, ტ. აზარი - შტინდლი.

შალკე-ჰერტა 1:0

გოლი: 1:0 პიაცა (37)

შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, მაიერი (89. კონოპლიანკა), ბენტალები, ოშჩიპკა - ემბოლო (80. მაკენი), დი სანტო, პიაცა (67. შიოპფი).

აინტრახტი-ჰანოვერი 1:0

გოლი: 1:0 და კოსტა (39)

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 0:2

გოლები: 0:1 კრამარიჩი (30), 0:2 გნაბრი (51)

ჰამბურგი-მაინცი 0:0

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 1:2

გოლები: 0:1 ალარიო (31-პენ), 0:2 ბრანდტი (78), 1:2 მეჰმედი (79)

ლევერკუზენი: ლენო - ლ. ბენდერი, ტა, ს. ბენდერი (46. იედვაი), ვენდელი - ბაუმგარტლინგერი (88. კისლინგი) - ჰაფერცი, არანგისი - ალარიო, ფოლანდი, ბელარაბი (67. ბრანდტი).

ლაიპციგი-დორტმუნდი 1:1

გოლები: 1:0 ოგუსტენი (29), 1:1 როისი (38)

ლაიპციგი: გულაში - ლემერი, ორბანი, უპამეკანო, კლოსტერმანი - ზაბიტცერი, კამპლი (66. ილსანკერი), კეიტა, ფორსბერგი (61. ბრუმა) - ოგუსტენი (75. პოულსენი), ვერნერი.

დორტმუნდი: ბიურკი, პიშჩეკი, აკანჯი, თოფრაქი, შმელცერი - ვაიგლი, დაუდი - შიურლე, გიოტცე (78. ფილიპი), როისი (88. პულიშიჩი) - ბატშუაი.

კიოლნი-შტუტგარტი 2:3

გოლები: 1:0 პისარო (7), 1:1 გომესი (45), 1:2 გომესი (45+2), 1:3 ბეკი (57), 2:3 იოიჩი (86)

ფრაიბურგი-ბაიერნი 0:4

გოლები: 0:1 შვოლოვი (25-საკ. კარში), 0:2 ტოლისო (28), 0:3 ვაგნერი (54), 0:4 მიულერი (69)

ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი - ტოლისო, ტიაგო ალკანტარა (74. რუდი) - მიულერი (81. რაფინია), ბერნატი - ვაგნერი.

ბომბარდირები: 20 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ნიკლას ფიულკრუგი (ჰანოვერი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური

9 მარტი: მაინცი-შალკე.

10 მარტი: ბაიერნი-ჰამბურგი, ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი, ჰერტა-ფრაიბურგი, ჰანოვერი-აუგსბურგი, ლევერკუზენი-გლადბახი.

11 მარტი: შტუტგარტი-ლაიპციგი, დორტმუნდი-აინტრახტი.

12 მარტი: ვერდერი-კიოლნი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში