სტატისტიკა გვეუბნება - ჯერ არასოდეს მომხდარა ლა ლიგის მდიდარ ისტორიაში, რომ გუნდს ფინიშამდე 11 ტურით ადრე 8-ქულიანი უპირატესობა გაენიავებინოს. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ არც წლევანდელი "ბარსა" გაანიავებს...

სევილია-ბილბაო

ვინჩენცო მონტელას გუნდმა დამსახურებულად დაამარცხა "ბილბაო" და მე-4 ადგილისთვის ბრძოლას არ თმობს. ყველაზე მეტად თავი იტალიელმა ლეგიონერმა ფრანკო ვასკესმა გამოიჩინა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ფაქტები

"ბილბაომ" ზედიზედ მეოთხედ ვერ შეძლო "სანჩეს პისხუანზე" გოლის გატანა. ეს კლუბის ყველაზე დიდი "მშრალი" სერიაა ამ სტადიონზე.

კეპა არიზაბალაგამ (ბილბაო) 6 "სეივი" მიითვალა. მისთვის ეს ლა ლიგის საგარეო მატჩში საუკეთესო მაჩვენებელია.

ფრანკო ვასკესმა (სევილია) 5-წუთიან მონაკვეთში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

რეალი-ხეტაფე

ლა ლიგის შეფებმა გაგვახარეს, რომ მომავალი სეზონიდან ჩემპიონატში ვიდეოგამეორება დაინერგება. ეს ცალსახად კარგია. მხოლოდ ეს მადრიდული დერბი რომ ავიღოთ, 5-6 ისეთი საკამათო სიტუაცია იყო (მათ შორის, ერთ-ერთი გოლის ეპიზოდშიც), დარწმუნებულნი არ ვართ, რომ მსაჯმა სწორი ინტერპრეტაცია მისცა მათ.

კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და მეორე ფეხბურთელი გახდა ლეო მესის შემდეგ, ვინც ლა ლიგაში 300-გოლიან ნიშნულს მიაღწია. რონალდოსთვის ყველაფერი მთლად კარგად არ დასრულებულა, მან მცირე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ანგარიში კი გარეთ ბეილმა გახსნა, რომლისთვისაც ეს მე-8 გოლია სეზონში.

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "რეალმა" არასოდეს არ უნდა იფიქროს, როგორი ამინდია, ის ყველა ამინდში კარგად უნდა თამაშობდეს. "ხეტაფეს" წინააღმდეგ ძალიან კარგები ვიყავით, მაგრამ ახლა სამშაბათის მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ერთი ეგაა, ვერაფერს მოვუხერხებთ ტრავმებს. მზადების ინტენსივობას გავზრდით, თუმცა აქედანვე შემიძლია თქმა - პსჟ-სთან დაპირისპირებისთვის მზად ვართ".

Video

03.03.18 რეალი - ხეტაფე 3:1

ფაქტები

2003/04 წლების სეზონიდან მოყოლებული (როცა ასეთი სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყეს), ყველაზე მეტი გოლი თავით ლა ლიგაში კრიშტიანო რონალდოს (რეალი) აქვს გატანილი - 50.

კრიშტიანო რონალდომ ლა ლიგაში 301 გოლი გაიტანა (286 მატჩში). წინ მხოლოდ ლეო მესია - 372 გოლი.

კრიშტიანო რონალდოს ასისტენტად ქარიმ ბენზემა ლა ლიგაში 23-ედ მოგვევლინა - საუკეთესო მაჩვენებელი "რეალის" ფეხბურთელებს შორის.

გარეთ ბეილმა (რეალი) 117-ედ ითამაშა ლა ლიგაში - ახალი ბრიტანული რეკორდი.

ბოლო 8 მატჩში კრიშტიანო რონალდომ 14 გოლი გაიტანა. მხოლოდ "ლევანტეს" ვერ გაუტანა.

ბარსელონა-ატლეტიკო

ბოლოს დიეგო სიმეონეს სუპერშემტევი შემადგენლობა ჰყავდა - ერთდროულად თამაშობდნენ დიეგო კოშტა, ანტუან გრიზმანი, კევინ გამეირო და ანხელ კორეა, მაგრამ "კამპ ნოუზე" ვერას გახდნენ - ბოლოს 90 356-მა მაყურებელმა შვებით ამოისუნთქა, ლეო მესის სუპერგოლი, რომელიც მისთვის კარიერაში მე-600 გახლდათ, საკმარისი აღმოჩნდა მდევარი "ატლეტიკოს" დასამარცხებლად.

ქულებში სხვაობა 8 გახდა და ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, ფინიშამდე რამდენი ტურით ადრე გაინაღდებს "ბარსელონა" ჩემპიონობას.

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "ეს მატჩი ჰგავდა ჩვენს დაპირისპირებას პირველ წრეში. მხოლოდ ის არის სხვაობა, რომ მაშინ ფრე იყო, ახლა კი ჩვენ დავმარცხდით. მესი ზუსტად ის მოთამაშეა, რომელიც შედეგზე "მუშაობს". თანაბარი თამაში იყო. მესის "ატლეტიკოს" მაისურა რომ სცმოდა, ჩვენ მოვიგებდით. ახლა კი ნაკლებად მჯერა, რომ "ბარსა" სამ თამაშს წააგებს დარჩენილი 11-დან, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება".

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "მესის არავინ ჰყავს ტოლ-სწორი მსოფლიოში. არ ვიცი, რა იქნებოდა, ის რომ "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ყოფილიყო. ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. დღეს ჩვენმა მეტოქემ საგოლე მომენტები ვერ შექმნა. სამი ქულა კარგია და ჩვენ გახარებულები ვართ, მაგრამ ეს დასასრული არ არის, ჩვენ კიდევ არ ვართ ჩემპიონები".

Video

04.03.18 ბარსელონა - ატლეტიკო 1:0

ფაქტები

"ბარსელონას" უკვე 34 ტურია, რაც არ წაუგია ლა ლიგაში. "რეალ სოსიედადის" ლეგენდარულ რეკორდამდე (1980) 4 ტური რჩება.

დიეგო სიმეონე სამწვრთნელო კარიერაში პირველად დამარცხდა ერნესტო ვალვერდესთან.

ლიონელ მესიმ ლა ლიგაში ზედიზედ სამ მატჩში საჯარიმო კარიერაში პირველად გაიტანა.

ლეო მესიმ პროფესიულ კარიერაში მე-600 გოლი გაიტანა ("ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებში ერთად).

გაბიმ "ატლეტიკოს" შემადგენლობაში მე-400 მატჩი ითამაშა.

სხვა მატჩები

"ვილიარეალი" თითქოს გაჩერდა, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ზედიზედ მეორე მატჩი დათმო, ამჯერად, შინ "ჟირონასთან". როგორც იქნა, გაიტანა კლარენს ზეედორფის "დეპორტივომ". ერთი ეგაა, ეს გოლიც "ეიბარელი" დმიტროვიჩის "ანგარიშზეა". "რეალ სოსიედადი" ნელ-ნელა კრიზისიდან გამოდის, ხოლო ასიერ ილიარამენდი ნამდვილ მეგოლედ ჩამოყალიბდა. ბასკურმა კლუბმა ბასკურ დერბიში "ალავესი" 2:1 დაამარცხა.

"ლევანტესა" და "ესპანიოლის" მატჩში სტუმართა მეკარე დიეგო ლოპესმა მოედანზე გონება დაკარგა. 36 წლის გოლკიპერი მეტოქეს შეეჯახა. იგი საავადმყოფოში გააქანეს და ღამე იქ გაატარა.

ფაქტები

კრისტიან სტუანიმ (ჟირონა) სეზონში მე-14 გოლი გაიტანა - მისი საუკეთესო შედეგი კარიერაში.

მაქსიმ კოვალი (დეპორტივო) პირველი გოლკიპერია, რომელიც ლა ლიგის სადებიუტო მატჩში გააძევეს 21-ე საუკუნეში.

"ვალენსია" ლა ლიგის პირველი გუნდია, რომლის სამმა ფეხბურთელმა გაიტანა სეზონში 10 და მეტი გოლი (სანტი მინა, სიმონე ძაძა, როდრიგო მორენო).

სერხიო კანალესი (რეალ სოსიედადი) ლა ლიგის ფეხბურთელებს შორის მე-2 ადგილზეა საგოლე პასებით ყველა შეჯიბრებაში - 11. პირველი, რა თქმა უნდა, ლეო მესია (15). მხოლოდ ლა ლიგაში კანალესის ანგარიშზე 5 საგოლე პასია.

"ლევანტეს" 15 ტურია, რაც არ მოუგია (5 ფრე, 10 წაგება). ეს ვალენსიური კლუბის უცუდესი შედეგია ლა ლიგაში.

სიმონე ძაძამ (ვალენსია) საკუთარი რეკორდი გაიმეორა - 11 გოლი სეზონში ("სასუოლოში" თამაშისას).

ლა ლიგა. XXVII ტური

ვილიარეალი-ჟირონა 0:2

გოლები: 0:1 სტუანი (16), 0:2 ლოსანო (80)

სევილია-ბილბაო 2:0

გოლები: 1:0 ლ. მურიელი (27), 2:0 ფ. ვასკესი (32)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ლაიუნი, მერკადო, ლონგლე (87. კიაერი), ესკუდერო - ბანეგა, ნ'ზონზი - სარაბია, ფ. ვასკესი, ხ. კორეა (90. პისარო) - ლ. მურიელი (68. ნოლიტო)

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ლეკუე, ი. ალვარესი, ი. მარტინესი, საბორიტი - სან ხოსე, იტურასპე (46. ბენიატი) - სუსაეტა, ვესგა (46. ადურისი), კორდობა (46. რაულ გარსია) - ვილიამსი

დეპორტივო-ეიბარი 1:1

გოლები: 0:1 ინუი (11), 1:1 დმიტროვიჩი (33. ს. კ.)

გაძევება: კოვალი (39. დეპორტივო)

ლეგანესი-მალაგა 2:0

გოლები: 1:0 ერასო (55), 2:0 ამრაბატი (62)

რეალი-ხეტაფე 3:1

გოლები: 1:0 ბეილი (24), 2:0 რონალდო (45), 2:1 ფ. პორტილიო (65-პენ), 3:1 რონალდო (78)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ნაჩო, ტ. ერნანდესი (65. მარსელო) - მ. ლორენტე (79. კოვაჩიჩი), კაზემირო, ისკო - ბეილი, ბენზემა, რონალდო (79. ასენსიო)

გაძევება: რემი (47. ხეტაფე)

ლევანტე-ესპანიოლი 1:1

გოლები: 1:0 მორალესი (55-პენ), 1:1 ლეო ბაპტიშტაო (91)

ბარსელონა-ატლეტიკო 1:0

გოლი: 1:0 მესი (26)

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - კოუტინიო (84. პაულინიო), რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა (36. ანდრე გომეში) - მესი, ლ. სუარესი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო (59. ა. კორეა), ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში (75. ლ. ერნანდესი) - საულ ნიგესი, თომასი, გაბი (66. გამეირო), კოკე - დიეგო კოშტა, გრიზმანი

სოსიედადი-ალავესი 2:1

გოლები: 1:0 ე. მორენო (6), 2:0 ილიარამენდი (11), 2:1 ალფონსო (39)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): მოია - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, ე. მორენო, დე ლა ბელია - ილიარამენდი, ზუბელდია - იანუზაი (68. ვილიან ჟოზე), კანალესი, ოიარზაბალი - იონ ბაუტისტა (46. ზურუტუზა)

ვალენსია-ბეტისი 2:0

გოლები: 1:0 როდრიგო (23), 2:0 ძაძა (47)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - მონტოია, გაბრიელ პაულისტა, მურილიო, გაია - სოლერი (74. კოკლენი), პარეხო, კონდოგბია, გედეში - როდრიგო (84. ფ. ტორესი), ს. მინა (37. ძაძა)

ორშაბათი, 5 მარტი

სელტა-ლას პალმასი 23:59

ბომბარდირები: 24 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური

9 მარტი: ჟირონა-დეპორტივო;

10 მარტი: ეიბარი-რეალი, სევილია-ვალენსია, ხეტაფე-ლევანტე, მალაგა-ბარსელონა;

11 მარტი: ესპანიოლი-რეალ სოსიედადი, ატლეტიკო-სელტა, ლას პალმასი-ვილიარეალი, ბილბაო-ლეგანესი;

12 მარტი: ალავესი-ბეტისი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს