ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ აშშ-ში ყოფნის დროს ახალგაზრდობა და ფინტები მეგობრულ მატჩში გაიხსენა
გროზნოში ჩასვლას ზინედინ ზიდანიც აპირებს. ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ჩეჩნეთის დედაქალაქში ახალი სტადიონისა და სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, რომელიც 9 მაისს გაიმართება.

"ვიმედოვნებთ, რომ გროზნოში ამ დღეს თვით პლატინიც გვესტუმრება, ზიდანმა კი ამ დღესასწაულში მონაწილეობაზე თანხმობა უკვე გამოთქვა", - განაცხადა რესპუბლიკის სპორტის მინისტრმა ხაიდარ ალხანოვმა.

ჩეჩნები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ბრაზიილის ვეტერანთა ნაკრებს უმასპინძლეს, ამით არ კმაყოფილდებიან და დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს რომელიმე ევროპული სუპერკლუბის მიწვევასაც აპირებენ. საუბარია თვით "ბარსელონაზე", "იუვენტუსსა" და " მანჩესტერ სიტიზე". თუმცა, ჯერჯერობით ამ კლუბებიდან თანხმობა ჯერ არც ერთს უთქვამს.

ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, ზინედინ ზიდანი გროზნოს მოედანზე თავისი ტრიუკებით მოხიბლავს თუ არა ჩეჩენ გულშემატკივრებს. თუმცა სულ ახლახან ამერიკაში მყოფმა ზიზუმ მეგობრულ მატჩში ახალგაზრდობა გაიხსენა, თავისი ფინტებით ახალგაზრდა გოლკიპერს თავბრუ დაახვია და წინ და უკან საწყალობლად ახტუნავა.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა