"ტოტენჰემის" გულშემატკივარი ბრაიან ბაკი სტადიონზე დასწრების რიცხვის, მინიმუმ, 15 ათასამდე გაზრდასაც აპირებს

ბრაიან ბაკის ფეხბურთის სიყვარულს, შესაძლოა, ერთი ნახვით სიყვარულიც ვუწოდოთ. ფეხბურთი მაშინ შეუყვარდა, როდესაც პირველად მოხვდა სტადიონზე. ეს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოხდა, როდესაც ბრაიანი 4 წლის იყო.

ამჟამად, ნისლიანი ალბიონის და შესაძლოა სრულიად პლანეტის ყველაზე თავგამოდებული გულშემატკივრის სიაში 10 ათასი მატჩია, არა - შინ, ტელევიზორთან ნანახი, არამედ - სტადიონზე.

საიუბილეო მეათიათასე მატჩი ბრაიანისთვის რიჯენსის ლიგაში, CRC-ის "ბრანტამთან" მოგება გახდა, ანგარიშით 3:1. საინტერესოა, რომ ის საიუბილეო მატჩს კემბრიჯის სტადიონ "ებბიზე" დაესწრო, იმავე არენაზე, სადაც 1956 წელს ფეხბურთს გაეცნო. მაშინ "კემბრიჯ იუნაიტედი" "კოლჩესტერთან" თამაშობდა.

"სტადიონზე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვივლი, - ამბობს 59-წლიანი სტაჟის მქონე გულშემატკივარი, - იმედი მაქვს, მატჩების რიცხვს 20 ათასამდე თუ ვერა, 15 ათასამდე ნამდვილად გავზრდი!"

ბრაიან ბაკი არამხოლოდ პრემიერლიგის, არამედ პრაქტიკულად მთელი ბრიტანეთის კუნძულის მატჩებზე დადის, ასევე სამოყვარულო გუნდების დაპირისპირებებზე. საერთოდ კი ლონდონის "ტოტენჰემის" გულშემატკივარია. 43 წლის მანძილზე ბაკმა საყვარელი გუნდის მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა. თუმცა ბაკი საუკეთესო მატჩად 1973 წლის 12 მარტს, "ფულჰემსა" და ბრაზილიის "სანტოსს" შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრას მიიჩნევს, რომელშიც ლეგენდარული პელე თამაშობდა.

რა თქმა უნდა, წელიწადში 200 მატჩის ნახვა ადვილი არ არის. განსაკუთრებით რთული იყო 1983 წლის სექტემბრის კვირა. ოთხშაბათს ბაკი თამაშზე შოტლანდიაში გაემგზავრა, ღამით შინ მატარებლით დაბრუნდა, დილით სამსახურში წავიდა, საღამოს კი ისევ სტადიონზე. ასევე მოიქცა ის პარასკევსა და შაბათსაც. ამასთან, სხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა, რადგან მაშინ ავტომობილი ჯერ კიდევ არ ჰყავდა.

ბრაიანმა საკუთარი თავის წინაშე კიდევ ერთი ამოცანა - 5 ათას სტადიონზე სტუმრობა დაისახა. ბრიტანეთში საუკეთესო სტადიონად, "ტოტენჰემის" "უაით ჰართ ლეინის" გარდა, "მანჩესტერ სიტის" სტადიონს, ახალ "უემბლის" და კარდიფის "მილენიუმის" სტადიონს მიიჩნევს.

რა თქმა უნდა, ბრაიან ბაკს არამხოლოდ საყვარელი მატჩები და სტადიონები აქვს, არამედ - გოლებიც. ასეთად ის ჯიმი გრივზის (1968 წელს) და გლენ ჰოდლის მიერ (1987 წელს) გატანილ გოლებს მიიჩნევს.

რაც უნდა უცნაური იყოს. ბრაიან ბაკს ჰყავს ცოლი. ყველაფრის გათვალისწინებით, მისის ბაკს ანგელოზისეული მოთმინება გააჩნია, რადგან ის ფეხბურთით გატაცებული არ არის.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს