"საფერავი", "ტვიში", "წინანდალი", "ციცქა", "ქინძმარაული", "რქაწითელი", "ხვანჭკარა", "მუკუზანი", "ქისი" და "მწვანე" - სწორედ ასე გამოიყურება ქართული ღვინის რჩეული სახეობები, რომლებიც ფართო საზოგადოებისა და ღვინის ექსპერტების მონაწილეობით გამოვლინდა.

პროექტის "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" ორგანიზატორის, "პალიტრა მედია ჰოლდინგის" წარმომადგენლებმა ღვინოები "ბიბლუსი გალერეაში" სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებსა და ღვინის ექსპერტებს წარუდგინეს.

ახლა კი პროექტის მეორე ეტაპის, რჩეული ღვინოების საუკეთესო მწარმოებელი კომპანიების გამოვლენის პროცესი დაიწყება.

როგორც "პალიტრა მედია ჰოლდინგის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი საამიშვილმა განაცხადა, პროექტის მეორე ეტაპი მარტის ბოლოს დაიწყება და დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდება.

"პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროექტში ძალიან ბევრმა ადამიანმა, 250 000-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა. გამოვავლინეთ ღვინის 10 სახეობა, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ.

ახლა გადავდივართ პროექტის მეორე ეტაპზე, სადაც გამოვლინდება ის კონკრეტული ღვინის კომპანიები, რომლებიც ამ 10 სახეობიდან საუკეთესოების არჩევაში მიიღებენ მონაწილეობას.

დეგუსტაციები დაგეგმილია მარტის ბოლოს-აპრილის დასაწყისში. როგორც კი დასრულდება დეგუსტაციები, დავიწყებთ პროექტის პრომოუშენს და ვვარაუდობთ, რომ აპრილის ბოლოს ბაზარზე გამოჩნდება რჩეული 10 ღვინოც თავისი განსაკუთრებული შეფუთვით", - აღნიშნა ირაკლი საამიშვილმა.

მისივე განმარტებით, ხალხის მიერ არჩეული ღვინის სახეობებითა და სომელიეების მიერ გამოვლენილი საუკეთესო ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5-ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება და ფართო გაყიდვაში იქნება.

როგორც ღვინის ექსპერტმა კახა ჩოტიაშვილმა განაცხადა, საუკეთესო ღვინოების შერჩევა მნიშვნელოვანია როგორც ქართველი მომხმარებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

"ძალიან მალე ჩატარდება ამ პროექტის მეორე ნაწილიც და მე და ჩემს კოლეგებს - ღვინის ექსპერტებს მოგვიწევს უკვე შერჩეული ღვინის 10 სახეობიდან გამოვარჩიოთ, რომელია საუკეთესო ღვინოები. ეს ძალიან დაეხმარება როგორც ქართველ ღვინის მოყვარულებს, ასევე უცხოელ ტურისტებს", - განაცხადა ღვინის ექსპერტმა.

ღვინის სახეობების წარდგენას ღვინის კომპანიის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ისინი პროექტს დადებითად აფასებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ინიციატივა დადებითად იმოქმედებს როგორც თავად კომპანიების, ისე ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე.

"ძალიან კმაყოფილები ვართ პრეზენტაციით. მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ჩვენი კომპანია აწარმოებს ყველა პროდუქტს იმ ათეულიდან, რომელიც პროექტის ფარგლებში შეირჩა. რჩეული ღვინოების მწარმოებელი კომპანიების შერჩევაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. გვაქვს პრეტენზია, რომ ვაწარმოებთ საკმაოდ ხარისხიან ქართულ პროდუქტს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთი, თუ რამდენიმე არა, მაინც მოხვდება ამ ათეულში. ჩვენ "საფერავს", "ქისს", "ტვიშს" და "ქინძმარაულს" წარმოვადგენთ", - განაცხადა ღვინის მწარმოებელი კომპანია TWC-ის გენერალურმა დირექტორმა დურმიშხან თიგიშვილმა.

"ძალიან საინტერესო პროექტია. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ გამოვლინდეს საუკეთესო ღვინო და მიეცეს ყველას საშუალება, მათ შორის, მცირე მეწარმეებს, რომ საკუთარი ნაწარმი სათანადოდ წარმოაჩინონ. ჩვენი კომპანია - "ძმები ხუციშვილები" აპირებს პროექტის მეორე ეტაპში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ წარვადგენთ "საფერავს", "რქაწითელს" და "ქისს", - განაცხადა ღვინის მწარმოებელი კომპანია "ძმები ხუციშვილების" დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა.

"ვფიქრობ, ჩვენი "მუკუზანით" დავაინტერესებთ მომხმარებელს, რაც კომპანიისთვის ცალსახად დადებითი ფაქტია. ზოგადად კი, საინტერესო პროექტია. ქართული ღვინის და ღვინის კომპანიების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ღვინის მწარმოებელი კომპანია "შატო ნეკრესის" გაყიდვების მენეჯერმა გივი ჩიქოვანმა.

პროექტი "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" 15 ოქტომბერს "ქართული ღვინის ფესტივალზე" დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა შესაძლებელი იყო ონლაინრეჟიმში, ღვინის ონლაინმაღაზიის ვებგვერდზე allwine.ge-სა და ambebi.ge-ზე, სადაც ხმა 160 000-მდე ადამიანმა მისცა საკუთარ რჩეულს.

პარალელურად, პროექტის ფარგლებში საჯარო თავშეყრის ადგილებში მოეწყო არაერთი ღონისძიება, სადაც ღვინის ბრმა დეგუსტაცია და ფარული კენჭისყრა მიმდინარეობდა.

სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო. ასევე, გამოკითხვის ფორმა და პროექტის საიმიჯო კომუნიკაცია იბეჭდებოდა გაზეთ "კვირის პალიტრისა" და ჟურნალ "გზის" ყოველკვირეულ გამოცემებში. საერთო ჯამში, პროექტში საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. რჩეული 10 ღვინის სახეობა სწორედ ხალხის შერჩეულია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე