რუსეთთან მატჩისთვის მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნებში" სამი ცვლილება განახორციელა
მერაბ კვირიკაშვილი და კახა ასიეშვილი 2018 წელს თავიანთ პირველ სანაკრებო მატჩს 10 მარტს კრასნოდარში, რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია "იმედის" და "რაგბი თივის" ეთერით გაიმართება.

გასულ შაბათს ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში ბრუნდება ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც წელს ნაკრების კვართს პირველად მოირგებს და საკუთარ მონაგარს 109-მდე გაზრდის. სოსო მათიაშვილი, რომელმაც მანამდე სამივე თამაში 15 ნომერზე დაიწყო ფრთაზე გადაინაცვლებს, სადაც სანდრო თოდუას ჩაანაცვლებს.

პირველ ხაზში ლევან ჩილაჩავას ნაცვლად თამაშს ანტონ ფეიქრიშვილი იწყებს. ის გერმანიასთან შეცვლაზე შევიდა, სასტარტოში კი ბოლოს შარშან ივნისში, კანადის წინააღმდეგ იდგა.

ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში და შალვა სუთიაშვილის ნაცვლად გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს ნოდარ ჭეიშვილი შუწყვილდება, რომელიც ძირითადში ბელგიასთან და გერმანიასთან იდგა.

სუთიაშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა, სადაც კიდევ ერთი სიახლეა და ზურაბ ჟვანიას ნაცვლად თამაშში კახა ასიეშვილი ჩაერთვება.

10 მარტს მე-80 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს გუნდის კაპიტანი გიორგი ნემსაძე; 50-ეს 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე, ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი; მონაგარს 40-მდე დაამრგვალებს ლაშა ლომიძე.

სტატისტიკა

რუსეთს ვეთამაშებით 1993 წლიდან. მათ პოლონეთში პირველი თამაში მოგვიგეს, მას შემდეგ კი ‘დათვები’ (რუსეთის ნაკრების თიკუნი) დავამარცხეთ 19-ჯერ და ერთხელაც (2002 წლის 3 მარტი) ფრე იყო. ამ 21 რკენის ჯამური ანგარიშია 528:245, ხოლო ლელოთა ფარდობა 59/16.

ბორჯღალოსნებიდან რუსეთი ყველაზე მეტჯერ - 12, უძლევიათ მამუკა გორგოძესა და მერაბ კვირიკაშვილს.

რუსეთთან დადებული ლელოებით ლიდერობენ ბესო უდესიანი და ირაკლი მაჩხანელი - 5; 4 ლელოა გიორგი ჩხაიძის ანგარიშზე, 3-3 კი გაიტანეს გია ლაბაძემ, მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ;

ღია ვარჯიში

კრასნოდარში გამგზავრებამდე, დღეს დილით ბორჯღალოსნებმა ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან მომავალ მატჩზე ისაუბრეს.

მილთონ ჰეიგს კარგად ესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს მომავალი თამაშს ქართველებისთვის:

„ვემზადებით თამაშისთვის, რომელსაც ისტორიულად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი ქომაგისთვის. ჩვენ მათი კარგად გვესმის, მათ განწყობას სრულად ვიზიარებთ და შესაბამისად მოვემზადეთ. რუსეთთან მატჩს მენტალურად და ფიზიკურად მომზადებულები ვხვდებით. ტრავმების გამო გვაქვს გარკვეული ცვლილებები, თუმცა ეს არაფერს ცვლის, კრასნოდარში მოსაგებად მივდივართ“.

შალვა სუთიაშვილი ამბობს, რომ განვლილ დღეებში გუნდმა ესპანეთთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავა:

„ესპანეთთან მოგებულ მატჩში გვქონდა ხარვეზები და ეს კვირა მათ გამოსწორებას დაეთმო. ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაში მოვიგოთ. რუსეთს პროგრესი აქვს, კარგადაა მომზადებული და მათ ჩვენს პროგრესირებად თამაშს დავუპირისპირებთ. კარგად გვესმის, რომ რუსეთთან მატჩის წინ გულშემატკივრებში განსაკუთრებული მოლოდინია და ამ შეხვედრას ჩვენთვისაც ორმაგი დატვირთვა აქვს“.

თავისი თანაკლუბელების წინააღმდეგ (ენისეი ეს ტე ემ) თამაშს მოუთმენლად ელის მიხეილ გაჩეჩილაძე:

„განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვეცდებით, რომ შაბათს მწვრთნელების დავალებები ზუსტად შევასრულოთ. მოუთმენლად ველი რუსეთთან თამაშს, რომლის ბირთვსაც ჩემი გუნდელები წარმოადგენენ“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

აფხაზი
კაპიტანს რომ შავი სამკლაური ეკეთოს მაგასაც არა უშავს, ეგეც საქმეა ...
მელიტონ
რატომღაც მგონია ხვალ ძაან რთული თამაში გვექნება
Fani
კი მარა პირველი არხიც აცხადებს ამ მატჩის ტრქნსლაციას და მატო იმედი და რაგბი ტივია?
მერაბი გ.
ტატუნაშვილის ხსოვნის აღსანიშნავად ხვალ შავი სამკლაურებით თუ გამოვლენ ბიჭები, ეს იმ მოგებაზე არანაკლებ სასიხარულო იქნება
ასეა ეს
სად ნახეთ მათიაშვილი 15 ნომრად წინა სამივე მატჩში?
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა