"ბენფიკას" ნახევარმცველის თქმით, მისი გუნდისთვის ევროპის ლიგის ნახევარფინალსა და ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით ადრეა
"ბენფიკას" ნახევარმცველმა ფაბიო კოენტრაუმ "პსვ"-თან (4:1) ევროპის ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ჯერ ტურნირის ნახევარფინალსა და ფინალზე ფიქრი ნაადრევია.

"ნახევარფინალისკენ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. შესანიშნავი თამაში გამოდგა. "პორტუსთან" კვირის მატჩის შემდეგ სწორედ ასე უნდა გვეთამაშა. იმ წაგების შემდეგ ხომ ჩვენს მხარდასაჭერად 60 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. არც კი მჯერა. ასეთი გამარჯვებებით ჩვენ გულშემატკივრებისთვის მადლობის გადახდა შეგვიძლია. ისინი ჩევნთან არიან, როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს.

ვფიქრობ, "ბენფიკას" ფინალამდე მისვლა შეუძლია. ამისთვის ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა ჯერ ძალიან შორეულ მომავალში გახედვა არ ღირს. ჩვენთან გუნდში ამბობენ, რომ ჯერ ფინალზე ფიქრი ნაადრევია. ჩვენ მხოლოდ მეოთხედფინალში ვართ და ნახევარფინალისგან მხოლოდ ერთი მატჩი გვაშორებს", - განაცხადა კოენტრაუმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"