დრამატულ და ფიცხელ ბრძოლაში "სეტონ ჰოლი" "ბატლერთან"დამარცხდა და "ბიგ ისთის" კონფერენციის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. აღნიშნული კონფერენციის პლეი-ოფს ნიუ-იორკის ცნობილი "მედისონ სკვერ გარდენი" მასპინძლობს და მეოთხედფინალში ერთმანეთს ზემოხსენებული გუნდები შეხვდნენ.

რეგულარულ ჩემპიონატში "სეტონ ჰოლმა" "ბატლერზე" 1 გამარჯვებით მეტი მოიპოვა, თუმცა ეს სხვაობა პლეი-ოფში არაფერს ნიშნავდა. ერთმატჩიანი ბრძოლა "ბატლერმა" ბოლო წამებზე 75:74 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე მოიპოვეს ადგილი "ვილანოვამ", "ქსავიერმა" და "პროვიდენსმა".

მატჩის პირველი ნახევარი "სეტონ ჰოლმა" 43:35 მოიგო, ხოლო საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე 7 ქულით - 64:57 ლიდერობდა. დარჩენილ დროში "ბატლერს" უშველა კამარ ბალდვინმა, რომელმაც მისი გუნდის ბოლო 18 ქულიდან 14 პირად ანგარიშზე ჩაიწერა, ხოლო გამარჯვების ბურთი ბალდვინმა საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ააცილა, თუმცა მხსნელად თანაგუნდელი ტაილერ ვაიდმანი მოევლინა, რომელმაც ბურთი მოხსნა და დასრულებამდე 4 წამით ადრე ჩააგდო. "სეტონ ჰოლმა" მოასწრო ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა, თუმცა მაილს პოუელის განწირული სამქულიანი "ბატლერის" კალათს ასცდა.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 13 წუთით გამოჩნდა. მამუკელაშვილმა თამაშიდან განხორციელებული ერთადერთი სროლა - სამქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 4 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა. 17 ქულითა და 7 პასით სეტონჰოლელთაგან საუკეთესო იყო ხადინ კარინგტონი. ეინჯელ დელგადომ შეხვედრა 13 ქულით და 9 მოხსნით დაასრულა.

"სეტონ ჰოლისთვის" კონფერენცის თამაშები დასრულდა. რამდენიმე დღეც და გაირკვევა იმ 64 გუნდის ვინაობა, რომლებიც სტუდენტური ლიგის ჩემპიონატში - ეგრეთ წოდებულ "მარტის სიგიჟეში" მიიღებენ მონაწილეობას და დიდი შანსია, მათ შორის იყოს მამუკელაშვილის გუნდი. NCAA-ს ფინალური ტურნირისთვის ლიგის საუკეთესო გუნდები ირჩევიან. ტურნირში ადგილი გარანტირებული აქვს თითოეული კონფერენციის გამარჯვებულს (ანუ 32 გუნდს), ხოლო დანარჩენები რეიტინგის მიხედვით დაემატებიან.

"მარტის სიგიჟე" 15 მარტს დაიწყება და ჩემპიონი 2 აპრილს გამოვლინდება. ჩემპიონატი 1/32-ფინალიდან დაიწყება და პლეი-ოფის ყოველ სტადიაზე გამარჯვებული 1 მატჩის შედეგად გამოვლინდება.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
სანდრო მამუკელაშვილმა კონფერენციის ჩემპიონობა დაკარგა და NCAA-ის საგზური მოიგო
სანდრო მამუკელაშვილის საპლეიოფო ამბები: ორმაგი დუბლი, თამაშიდან გაძევება და ფინალის საგზური
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი ოვერტაიმში
სანდრო მამუკელაშვილმა სეზონის ბოლო მატჩში "უოფორდთან" 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
სანდრო მამუკელაშვილმა ჩემპიონთან მატჩში 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში და დასანანი მარცხი კონფერენციის ლიდერთან [VIDEO]