შესაძლოა პრო-ლიცენზიის მისაღებად ქართველმა მწვრთნელებმა საზღვარგარეთ აღარ იარონ და მას სამშობლოშივე, მშობლიურ ენაზე დაეუფლონ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განაგრძობს მწვრთნელთა მომზადებას და სასწავლო პროცესმა დედაქალაქიდან რეგიონებშიც გადაინაცვლა. იმერეთის, კახეთისა და აჭარის მთავარ ქალაქებში B ლიცენზიის კურსები ტარდება და წარმატებული მსმენელები ლიცენზიებს მალე მიიღებენ.

"გავითვალისწინეთ რეგიონებში მცხოვრებ მწვრთნელთა თხოვნა და გადავწყვიტეთ, კურსები მათთვის უფრო მოსახერხებელ ადგილებში ჩაგვეტარებინა. ქუთაისში, თელავსა და ბათუმში. მწვრთნელთა მომზადების დონეს გამოცდები დაგვანახებს, ინტერესი კი მართლაც დიდია. სულ ამ სამი რეგიონიდან კურსებზე დაახლოებით 70 სპეციალისტი დადის", - გვითხრა სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა და მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა გაიოზ დარსაძემ. ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად მწვრთნელებს ფიზმომზადების ფრანგი სპეციალისტი ჟაკ დევიმიც ამზადებს. ალბათ გახსოვთ, რომ დარსაძის მთავარმწვრთნელობისას იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, დღეს კი კოტ დივუარის მთავარ საფეხბურთო გუნდშია.

უახლოეს მომავალში B ლიცენზიის დასაუფლებელ კურსებს, სავარაუდოდ, გორიც უმასპინძლებს. ბუნებრივია, A, B და C ლიცენზიების პროგრამა თბილისშიც გაგრძელდება.

გვაქვს იმის სოლიდური შანსიც, რომ უახლოეს პერიოდში პრო-ლიცენზიის მისაღებად ქართველმა მწვრთნელებმა საზღვარგარეთ კი აღარ იარონ, მას სამშობლოშივე, მშობლიურ ენაზე დაეუფლონ. ბუნებრივია, ეს სიახლე პრო-ლიცენზიის მფლობელ ქართველთა რაოდენობას მკვეთრად გაზრდის, რადგან მსურველებს საქართველოში სწავლა ბევრ ხარჯს აარიდებს.

ქართველი მწვრთნელები სისტემატურად ესწრებიან უცხოურ სემინარებს. ბელგიური ვოიაჟის შესახებ უკვე გიამბეთ, ამას კი იტალიაში, "სკუადრა აძურას" კოვერჩანოს ბაზაზე გავლილი სტაჟირება მოჰყვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ იქ ძირითადად ბავშვთა ფეხბურთში მომუშავე სპეციალისტები მიავლინა. იტალიაში არაერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება და ნოვაციები გაუზიარეს. ქართველებს განსაკუთრებული რეკომენდაციები მისცა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა მიშელ საბლონმა, რომელიც უეფაში ქართული ფეხბურთის კურატორია.

რამდენიმე დღის წინ კი დარსაძე ყაზახეთიდან დაბრუნდა, სადაც უეფამ "გრასრუტსის" (მასობრივი ფეხბურთის) კომისიის წევრის სტატუსით მიავლინა. ქართველ სტუმარს უნდა შეემოწმებინა, რამდენად მზადაა ყაზახეთი აღნიშნულ პროგრამაში ჩასართავად. დარსაძე ნანახით კმაყოფილი დარჩა და მასპინძლებს ერთადერთი რეკომენდაცია მისცა - ჩ კატეგორიის ლიცენზიის კურსების მოწყობა, რაზეც ყაზახებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს. დარსაძე მათ ივლისის დასაწყისში ეწვევა და ნახავს, როგორ შესრულდა რეკომენდაცია.

ზოგადად, ე.წ. საფეხბურთო პირამიდა სამი საფეხურისგან შედგება და "გრასრუტსი" მისი ქვედა საფეხურია. შუალედური რგოლია საფეხბურთო სკოლები და აკადემიები, კენწეროში კი, ცხადია, პროფესიული ფეხბურთია მოქცეული.

"მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე საპრიზო ადგილი ევროპელებმა რომ აიღეს, ეს სულაც არ არის შემთხვევითი. ევროპელთა წარმატების საიდუმლო ისაა, რომ მათ "გრასრუტსის" პროგრამას დიდი ყურადღება დაუთმეს და შედეგიც მოიმკეს. შედარებისთვის, გერმანიაში ყველა ასაკში თუ კატეგორიაში ორივე სქესის 6,5 მილიონი ფეხბურთელია რეგისტრირებული, იტალიაში - თითქმის მილიონნახევარი, მოსახლეობის რაოდენობით ჩვენხელა ნორვეგიაში კი - 400 ათასი. საქართველოში, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ 17 ათასი", - ამბობს დარსაძე.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე