სერია A-ს მორიგ ტურში ერთი დიდი მატჩია. "ინტერი" საშინაო ასპარეზზე დაუხვდება "ნაპოლის" და ყველანაირად ეცდება, ბოლოდროინდელი ჩავარდნის შემდეგ ნამუსი მოიწმინდოს.

ნეაპოლელთათვის კი ამ შეხვედრას მართლაც რომ ოქროს ფასი აქვს. "რომასთან" საშინაო კოშმარის შემდეგ გუნდს მხოლოდ მოგებაზე მართებს ფიქრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, იტალიის ჩემპიონობაზე ოცნებას გამოეთხოვოს.

"ინტერს" შეიძლება ისევ დააკლდეს მაურო იკარდი, მაგრამ სხვა ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან. რაც შეეხება "ნაპოლის", ვნახოთ, მოახერხებს თუ არა მაურიციო სარის გუნდი "რომასთან" შეხვედრის მალე დავიწყებას. წესით, ამის გაკეთება ძალიან რთული უნდა იყოს.

"იუვენტუსს", რომელმაც ოთხშაბათს უმძიმესი გასვლითი მატჩი მოუგო "ტოტენჰემს" და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, ისევ არ ჰყავს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის მიერ გაწვრთნილ გუნდს "უდინეზეს" ძლევა დიდად არ უნდა გაუჭირდეს.

"მეამაყება, რომ ვარ ისეთი გუნდის მწვრთნელი, როგორიცაა "იუვენტუსი". 180 წუთის მიხედვით, მეოთხედფინალში გასვლას ჩვენ ვიმსახურებდით. პირველ ტაიმში ჩვენმა შესანიშნავმა მეტოქემ უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. მეორე ნახევარში ჩვენ გავაძლიერეთ ფლანგები და ამან შედეგი გამოიღო. ეს გამარჯვება შექმნეს ფეხბურთელებმა. გაამართლა მინდორზე ასამოასა და ლიხტშტაინერის შესვლამ. ვეცდებით, რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე", - თქვა ალეგრიმ "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ.

დავუბრუნდეთ სერია A-ს და გავიხსენოთ, რომ "იუვენტუსმა" წინა ტურში, პაულო დიბალას საფინალო შედევრით, სასწაული მატჩი მოუგო "ლაციოს" და ახლა აუცილებლად უნდა განამტკიცოს ეს წარმატება. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "ბებერ ქალბატონს" კონკურენტ "ნაპოლიზე" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სანახაობრივ მატჩს უნდა ველოდოთ რომში, სადაც ეუსებიო დი ფრანჩესკოს "რომა" "ტორინოს" დაუპირისპირდება. ნეაპოლური სპექტაკლის შემდეგ ქომაგები "ჯალოროსისგან" კვლავ შედეგიან თამაშსა და გამარჯვებას ელიან.

ამაზე არანაკლებ საინტერესოა, როგორ ითამაშებს რომაელთა ახალგაზრდა თურქი ლეგიონერი ჩენგიზ იუნდერი. ბოლო შეხვედრებში მას ზედიზედ გააქვს გოლები და "ტორინოს" მცველებს ამ მხრივ დიდი ყურადღება მართებთ.

წესით, "იუვენტუსთან" განცდილი მარცხის სიმწარე ამ ტურშივე უნდა დაივიწყოს "ლაციომ". ყოველ შემთხვევაში, "კალიარი" ნამდვილად არ მიეკუთვნება დაუმარცხებელი გუნდების კატეგორიას, თუნდაც საშინაო შეხვედრებში.

სერია A-ს ამ ტურის ყველა თამაში წუთიერი დუმილით დაიწყება. მიზეზის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ - საფეხბურთო სამყარო პატივს მიაგებს "ფიორენტინას" 31 წლის კაპიტნის, დავიდე ასტორის ხსოვნას...

ფაქტები

"რომამ" და "ტორინომ" ბოლო 5 შეხვედრიდან ოთხში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.

"ვერონასა" და "კიევოს" შორის უკანასკნელ 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა თითო გოლი მაინც.

"სამპდორიამ" პირველ წრეში "კროტონეს" 5:0 მოუგო, ხოლო წინა ჩემპიონატში შინ 1:2 დამარცხდა.

"იუვენტუსისა" და "უდინეზეს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა თითო გოლი მაინც.

"ჯენოასა" და "მილანს" შორის უკანასკნელი 3 მატჩიდან სამივეში ერთ-ერთმა ვერ მოახერხა გოლის გატანა.

"ინტერისა" და "ნაპოლის" ბოლო ხუთ მატჩში ორივე გუნდს გოლით არ გამოუჩენია თავი.

სერია A. XXVIII ტური

პარასკევი, 9 მარტი

რომა-ტორინო 23:45

შაბათი, 10 მარტი

ვერონა-კიევო 23:45

კვირა, 11 მარტი

ფიორენტინა-ბენევენტო 15:30

ბოლონია-ატალანტა 18:00

კალიარი-ლაციო 18:00

კროტონე-სამპდორია 18:00

იუვენტუსი-უდინეზე 18:00

სასუოლო-სპალ 18:00

ჯენოა-მილანი 21:00

ინტერი-ნაპოლი 23:45

ბომბარდირები: 23 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - პაულო დიბალა (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო