ბუნდესლიგაში უკვე ტრადიციაა "ბაიერნის" მუდმივი ფავორიტობა. მოდი, ეს თემა დროებით გვერდით გადავდოთ და ვისაუბროთ მატჩზე, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მონადირეები - "დორტმუნდი" და "აინტრახტი" დაუპირისპირდებიან.

რა თქმა უნდა, "დორტმუნდის" ხილვა ამ მარაქაში მოულოდნელი არ არის. სამაგიეროდ, ბუნდესლიგის მთავარ აღმოჩენა "აინტრახტისგან" ამდენს მართლა არავინ ელოდა.

გამოჩნდა ხორვატი სპეციალისტის ნიკო კოვაჩის ნიჭი. სრულიად რიგით ფეხბურთელებისგან მან მებრძოლი, ამბიციური და ტაქტიკურად კარგად განსწავლული გუნდი ჩამოაყალიბა.

დორტმუნდელებს რაც შეეხება, ამ გუნდის ლაზარეთში არიან ფეხბურთელები, რომლებიც დააკლდებიან ამ მატჩს, თუმცა მაინც არ გვტოვებს იმის შეგრძნება, რომ ეს თამაში სანახაობრივად კარგი უნდა გამოვიდეს.

"ბაიერნი" ამ ბოლო დროს სულ უგებს "ჰამბურგს". წლების წინ ამ დაპირისპირებას სულ სხვა აფიშა ექნებოდა, მაგრამ ახლა ძალთა თანაფარდობა რადიკალურად განსხვავებულია. "რეკორდმაისტერი" მოწინააღმდეგეს, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი ასპექტით სჯობს და სასწაული უნდა მოხდეს, მასპინძლებმა 3 ქულა იოლად რომ ვერ ჩაიწერონ აქტივში. თუმცა, მეორე მხრივ, ყოველთვის საშიშია გუნდი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს...

"ბაიერნს" მოგება არც ტრავმირებულების - კინგსლი კომანისა და ხამეს როდრიგესის გარეშე უნდა გაუჭირდეს. იუპ ჰაინკესი ადვილად შეძლებს ტრავმირებული ფეხბურთელების შეცვლას.

"ბაიერნისთვის" ბუნდესლიგას ერთადერთი დატვირთვა შერჩა. ჩემპიონთა ლიგის საპასუხისმგებლო შეხვედრების წინ როგორმე შეინარჩუნოს ოპტიმალური სათამაშო ფორმა და ტონუსიდან არ ამოვარდეს. აი, აქამდე მივიდა საქმე.

ასევე მნიშვნელოვანი თამაში იქნება "ლევერკუზენისა" და "გლადბახის" დაპირისპირება. "ფარმაცევტებმა", არცთუ დამაჯერებელი სტარტის შემდეგ, გვარიანად მოუმატეს და მათ თავისუფლად შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაში გასვლა.

ამ მატჩში მასპინძლებს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნებათ - თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. და ეს მაშინ, როცა "გლადბახი" არაერთ მოთამაშეს მოისაკლისებს ტრავმების გამო.

ასევე დიდი ბრძოლა ელით "შალკესა" და "ლაიპციგს". ამ გუნდების მოტივაცია გასაგებია - რა თქმა უნდა, ისინიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე ფიქრობენ და უკან დასახევი გზა

მათთვისაც მოჭრილია.

ფაქტები

"შალკემ" ბუნდესლიგის ბოლო 3 შეხვედრაში დაამარცხა "მაინცი".

"ბაიერნმა" ბოლო 7 ურთიერთდაპირისპირებიდან შვიდივე მოუგო "ჰამბურგს", ამასთან, ბოლო 6 მატჩში მიუნხენელებმა ორჯერ მოიგეს არასაფეხბურთო ანგარიშით - 8:0.

"ჰერტასა" და "ფრაიბურგის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა თითო გოლი მაინც.

"ჰოფენჰაიმისა" და "ვოლფსბურგის" ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ლევერკუზენმა" და "გლადბახმა" ბოლო 4 ბუნდესლიგურ მატჩში ერთმანეთს გაუტანეს თითო გოლი მაინც.

"დორტმუნდისა" და "აინტრახტის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

ბუნდესლიგა. XXVI ტური

პარასკევი, 9 მარტი

მაინცი-შალკე 0:1

გოლი: 0:1 დანიელ კალიგური (55)

შაბათი, 10 მარტი

ბაიერნი-ჰამბურგი 18:30

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 18:30

ჰერტა-ფრაიბურგი 18:30

ჰანოვერი-აუგსბურგი 18:30

ლევერკუზენი-გლადბახი 21:30

კვირა, 11 მარტი

შტუტგარტი-ლაიპციგი 18:30

დორტმუნდი-აინტრახტი 21:00

ორშაბათი, 12 მარტი

ვერდერი-კიოლნი 23:30

ბომბარდირები: 20 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში