ჩეხმა მენეჯერმა დალიბორ ლაჩინამ მალხაზსა და ოთარს ერთ-ერთ ევროპულ კლუბში გადასვლა უკვე შესთავაზა
მალხაზ ასათიანი მოსკოვში სავიზო პრობლემებს აგვარებს. მას "სპორტ-ექსპრესმა" ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან განაცხადა, რომ ახალ გუნდში ჩარიცხვას ზაფხულში იმედოვნებს. ახლა სატრანსფერო ფანჯარა ყველგან დახურულია (თუ არ ჩავთვლით ფინეთს), კლუბები დაკომპლექტებულია და მოუმზადებელი ფეხბურთელის დამატებას ამიტომაც ერიდებიან.

მალხაზმა დაადასტურა "ლელოში" გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მის მიმართ ინტერესს მახაჩყალის "ანჟი" იჩენდა, თუმცა იქვე განაცხადა, ამ წინადადებაზე უარი ვთქვიო.

საქართველოს ნაკრების 29 წლის ცენტრალური მცველი თავისუფალი აგენტია, რაც, წესით, კლუბის მოძებნას უნდა უადვილებდეს, კლუბებსა და მენეჯერებს კი - ინტერესს უზრდიდეს.

მალხაზ ასათიანი ამბობს, ევროპული კლუბებიდან წინადადებები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან რუსეთის პრემიერლიგას მივეჩვიე და დარჩენა ძალიან მსურსო.

საქმე ისაა, რომ მალხაზს კვლავ ამბიციურ კლუბში თამაში და ისეთი კონტრაქტის გაფორმება სურს, როგორიც "ლოკომოტივში" ჰქონდა. დღემდე შეთავაზებებზე თავს ამიტომ იკავებდა. ევროპულ ფეხბურთში კი ძველებური ფინანსური სახსრები აღარ არის. რუუდ გულიტის სიტყვებია, ჰოლანდიური კლუბები ევროპაში ძველებურად წარმატებებს იმიტომ ვერ აღწევენ, რომ ფინანსურად ძალიან გაუჭირდათო. ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. სხვათა შორის, მერაბ ჟორდანიამ სწორედ ამით ისარგებლა და არნემის "ვიტესი" ფინანსური კრიზისის დროს ბევრად იაფად შეიძინა, ვიდრე ეს 2007-08 წლებში იყო შესაძლებელი.

ამიტომ მიდიან ცნობილი ევროპელი მოთამაშეები რუსეთისა და უკრაინის წამყვან კლუბებში, სადაც ეკონომიკურ სარგებლიანობაზე მაღლა ქვეყნის, საკუთარი ლიგებისა და კლუბების პრესტიჟს აყენებენ და საამისოდ მილიონებსც არ იშურებენ.

ასათიანმა კი თქვა, რუსეთში დარჩენა მიჯობსო, თუმცა ამჟამად მის ერთ-ერთ ევროპულ კლუბში გადაყვანაზე ჩეხი მენეჯერი დალიბორ ლაჩინა მუშაობს. უკვე ვწერდით, რომ მან ასათიანთან ხანმოკლე კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ექვსი თვის განმავლობაში კლუბი უნდა მოუძებნოს.

"ასათიანი "ლოკომოტივის" საკვანძო ფეხბურთელი იყო და ძალიან კარგი პირობებიც ჰქონდა. ამის გამო რუსეთიდან წასვლა ბევრს არ სურს. ამის მიუხედავად, ის თავისუფალი აგენტია და კლუბის მოძებნას ვცდილობ", - ეს თავად ლაჩინამ გვითხრა.

ჩვენი ინფორმაციით, ჩეხმა მენეჯერმა ქართველ მცველს ევროპის ერთ-ერთ კლუბში გადასვლა უკვე შესთავაზა. ჩვენთან ლაპარაკში "ვოლფსბურგი" ახსენა, რომლის გენერალური მენეჯერიც მისი პარტნიორი და მეგობარია - არა მგონია, ეს კლუბი რომელიმე ქართველისთვის უინტერესო იყოსო. მართალია, "მგლები" ამჯამად ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზე არიან, მაგრამ სახელიანი კლუბია და ლიგაში დარჩენა სავსებით ხელეწიფება.

ლაჩინას თქმით, საქართველოში, მარგალიტების აღმოსაჩენად ჩამოვიდა, საქართველო-ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრას დაესწრო და სწორედ ამ შეხვედრაში მოეწონა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე - ძალიან სწრაფი და უხერხული თავდამსხმელია, არაფრისგან მომენტებს ქმნის და თანაც, 26 წლისაა, რაც ძლიერი ევროპული გუნდების დასაინტერესებლად საუკეთესო ასაკიაო. ლაჩინა კლუბში გადასვლას არა მხოლოდ ასათიანს, ოთარ მარცვალაძესაც სთავაზობს.

თუმცა ასათიანისა და მარცვალაძის გადასაბირებლად "ვოლგას" მენეჯერთან, მამუკა ჯუღელთან შეთანხმება დასჭირდება, რომელიც ასათიანს გუნდის მოძებნას რუსეთში ჰპირდება, მარცვალაძისთვის კი მენეჯერია. თანაც, მარცვალაძეს "ვოლგასთან" სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ნიჟნი ნოვგოროდელები გვარიან თანხას მოითხოვენ. თუმცა ჩეხი იმედოვნებს, რომ დაინტერესებული კლუბი ამ თანხას გადაიხდის.

eddy
ეს სტატია უფრო სრულკოფილი იქნებოდა, ტუ ავტორი ლაჩინას და ასათიანთან საუბრისაც იმასაც იტკოდა თუ როგორ ფეხბურთელებს გაუკეთა საქმე ამ აგენტმა (ე.ი. რამდენად გამოცდილი, და დიდი საქმეების გამკეთებელია იგი, ტორემ აგენტების მეტი რა არის).
beka
საღოლ მერაბ .კარგად მუშაობ .შაბათობით მკვდარი იყო ხოლმე საიტი.
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია