„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი რობერტო მანჩინი უსაზღვროდ ბედნიერია, „იუნაიტედის“ თავდამსხმელს ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია რომ მიუსაჯეს
„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი რობერტო მანჩინი უსაზღვროდ ბედნიერია „იუნაიტედის“ თავდამსხმელ უეინ რუნის ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია რომ მიუსაჯეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში მეტოქეს თავისი უძლიერესი ფორვარდი არ ეყოლება. შეგახსენებთ, რომ ბედმა თასის ნახევარფინალში მანჩესტერული დერბი ინება, რუნის კი სიხარულისგან ტელეკამერაში გინებისთვის სასჯელი ერგო - წინა ტურში, „ვესტ ჰემთან“, „იუნაიტედის“ ვარსკვლავმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

„ბოლო ხანს რუნი თავისი შესაძლებლობების ას კი არა, ორას პროცენტს ავლენს - თქვა მანჩინიმ და, რასაკვირველია, არ დააკვირდა, რომ ბუნებაში 200 პროცენტი არ არსებობს - ის გახლავთ ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის ბედის შემოტრიალება ნებისმიერ წამს შეუძლია. გახსოვთ, რა გაგვიკეთა მან ამ სეზონში „ოლდ ტრეფორდზე“? იმ დღეს ჩვენ გამარჯვებას თუ არა ფრეს მაინც ვიმსახურებდით, მან კი ფანტასტიკური მაკრატელა დარტყმით გამარჯვება თავის გუნდს მოუტანა“.

თუმცა, დიდებულ ფეხბურთელობასთან ერთად რუნი, როგორც ჩანს, სულელიცაა - ასე დაწერა, მაგალითად „დეილი მეილმა“ და სიტყვა სულელის სათაურში გამოტანაც არ დაიზარა. რატომ არის რუნი სულელი? განა მარტო იმიტომ, რომ სიხარულის გამოსახატავად კამერაში გინებაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, არამედ იმიტომაც, რომ დასჯილიც არ ცხრება და ფეხბურთის ასოციაციას ვერდიქტს უკრიტიკებს. ასე ხომ შეიძლება ახალ ხიფათში გაჰყოს თავი.

რუნიმ თქვა: „მე ორი თამაშის გამოტოვება მომისაჯეს. მათგან ერთი ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალია, რომელიც „უემბლიზე“ უნდა გაიმართოს. გარწმუნებთ, მე არც პირველი ვარ, ვინ კამერაში შეიგინა და არც ბოლო. გარდა ამისა, მე დაუყოვნებლივ მოვიხადე ბოდიში, მაგრამ მაინც ერთადერთი ადამიანი ვარ ვინც კამერაში გინებისთვის დასაჯეს. ეს არ ჰგავს სამართლიან გადაწყვეტილებას, მაგრამ რას ვიზამ? სხვა გზა არ დამრჩენია, ვერდიქტს უნდა შევეგუო“.

ფეხბურთის ასოციაციის სამართალი რუნის კლუბმაც დაიწუნა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სადისციპლინო კომისიის დასკვნა საოცრად გულდასაწყვეტი აღმოჩნდა. ფორვარდს მხარი დაუჭირეს თანაგუნდელებმაც. რიო ფერდინანდმა, რომელიც სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურობს, „ტვიტერზე“ ასე დაწერა:

„იმ ფეხბურთმა, რომელიც რუნიმ ჩემპიონთა ლიგაში, „ჩელსის“ წინააღმდეგ ითამაშა ყველას კიდევ ერთხელ აჩვენა თვალნათლივ თუ რა დონის ვარსკვლავია ის. მისით ინგლისი უნდა ამაყობდეს, მაგრამ უცნაურიც სწორედ ის არის, რომ უეინს მოწინააღმდეგე მეტი ჰყავს. ხალხი მის დასჯას ითხოვდა. პირადად მე, როდესაც ვიხსენებ თუ რა გააკეთა რუნიმ ამ ბოლო დღეებში, უპირველეს ყოვლისა თვალწინ მისი თამაში მეხატება და არა გინება. გაიხსენეთ ჰეთ-თრიქი „ვესტ ჰემთან“, მაგრამ მას კამერაში გინება რომ არ დაეწყო, ხალხი ერთ შეხვედრაში სამი გოლის გატანას ყურადღებას არც მიაქცევდა.

ხანდახან ასეთ რამეებს რომ ჩავუფიქრდები, შიში მიპყრობს. ლიბიასა და კოტ დ’ივუარში ადამიანები იხოცებიან, გაზეთების პირველ გვერდზე კი რუნის გინება გამოაქვთ“!

და მაინც, რობერტო მანჩინის კარგად ესმის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ რინის გარეშეც ძალიან ძლიერი გუნდია:

„რუნის არყოფნა ჩვენს შანსებს თუ ზრდის? არა მგონია. გარწმუნებთ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მის გარეშეც ძალიან ძლიერი გუნდია“.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა