„ნიუკასლის“ გიჟმაჟმა ფეხბურთელმა ჯოი ბარტონმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ გარეთ ბერის შეუტია
„ნიუკასლის“ გიჟმაჟმა ფეხბურთელმა ჯოი ბარტონმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ გარეთ ბერის შეუტია. ბერი, მოგეხსენებათ, ინგლისისა და განის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს კაპიტნობდა, ბარტონმა კი საერთოდ ცივი წყალი გადაასხა - ეგ კაცი ნაკრებისთვის საერთოდ არ ვარგაო. ბარტონი ის კაცია თავს ინგლისის საუკეთესო ნახევარმცველად რომ მიიჩნევს. მან თქვა:

„გახსოვთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანელებთან შეხვედრა? მეოთხე გოლის დროს ერთმანეთის პირისპირ იოზილი და ბერი შერჩნენ. ეს იყო კუ კურდღლის წინააღმდეგ. ბერი საერთოდ თავშეკავებული, უკანდამხევი ადამიანია. ის ყველას ყოველთვის ეთანხმება. ბერი იმ მოსწავლეს ჰგავს, წინა რიგში ჯდომა რომ უყვარს. როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობ, შემიძლია დავიძინო.

ჯერარდი სახიფათოა, მასთან ყურადღებას წუთით ვერ მოადუნებ, ბერი კი საერთოდ არ არის სახიფათო“.

ეს ყველაფერი ბარტონმა ფრანგულ საფეხბურთო ჟურნალ So Foots-ს უთხრა. მას არც ტრაბახი დავიწყებია: „ვფიქრობ, საუკეთესო ინგლისელი ნახევარმცველი მე ვარ. უილშირს არა უშავს, ლემპარდი დაღმა მიდის, ჯერარდი კი სულ დაშავებულია“.

ასეთი ინტერვიუს წაკითხვამ „მანჩესტერ სიტის“ თავკაც რობერტო მანჩინის თავისი მოთამაშის დაცვის სურვილი გაუჩინა. იტალიელმა თქვა: „გარეთი დიდებული ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია. ცუდი ფეხბურთელი არც ჯოი ბარტონია, მაგრამ გარეთი ფანტასტიკურია“.

ჯოი ბარტონი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასაც გადაწვდა და თქვა, რომ მის ქვეყანას შანსი არ აქვს გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი: „ხალხს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციას უდგას სათავეში, ჰქონია, რომ დღესაც შეიძლება გუნდი 1966 წლის მეთოდებით გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი“.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა