სერია A-ს მორიგი ტურის ცენტრალური შეხვედრა მილანში გაიმართა, სადაც "ინტერი" "ნაპოლის" დაუპირისპირდა.
სანამ ამ თამაშზე ვისაუბრებდეთ, დანარჩენ მატჩებს მივხედოთ. იქაც არანაკლებ საინტერესო ორთაბრძოლები იყო...
დავიწყოთ "რომას" საშინაო ჩაუქობით. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა მეორე ტაიმში შანსი აღარ დაუტოვა "ტორინოს". არადა, პირველ 45 წუთში ვერავინ იფიქრებდა, თუ მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდებოდა. "ჯალოროსის" ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის დონეცკის "შახტართან".
ამის გათვალისწინებით, რომაელთა სამწვრთნელო შტაბმა გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა. ტურინელებს მასპინძელთა კარის აღების რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლეს.
ამის შემდეგ რომაელებმა საკუთარი თამაში მოახვიეს თავს მეტოქეს და 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ ბერძენი მცველის, კოსტას მანოლასის გარჯა, რომელმაც ჯერ გოლი გაიტანა, მერე კი არაერთხელ აარიდა საფრთხე "რომას" კარს.
თითქოს, ძველი დროება გაიხსენაო, შესანიშნავი იყო დანიელე დე როსი. იტალიის ნაკრების ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა გოლი ხომ გაიტანა და, მთელ რიგ ეპიზოდებში უაღრესად სასარგებლოდაც გაისარჯა. საბოლოო ჯამში, "რომამ" აბსოლუტურად დამსახურებულად ჩაიწერა აქტივში 3 ქულა.
10.03.18. რომა - ტორინო 3:0
როგორც წესი, სხვა მიმოხილვაში ნაკლებად გავამახვილებდით ყურადღებას "ფიორენტინას" მატჩზე, მაგრამ ახლა ასე ვერ გამოვა. ცალკეა სათქმელი იმ ატმოსფეროზე, რომელიც გუშინ "არტემიო ფრანკიზე" სუფევდა.
სამარისებური დუმილით ხალხმა პატივი მიაგო დავიდე ასტორის ხსოვნას. ამ არენაზე ხომ მას არაერთხელ დაუმსახურებია აპლოდისმენტები... შექმნილმა ვითარებამ ერთხელაც გაგვახსენა, რომ ფეხბურთი დიდ სიხარულთან ერთად დიდი ტკივილიცაა...
ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი "იუვენტუსი" საშინაო შეხვედრაში "უდინეზეს" დაუხვდა და 2:0 მოიგო.
მატჩის მთავარი გმირი პაულო დიბალა გახდა. ზოგადად, ტურინული გრანდი ყველაზე დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობს სერია A-ში. მას შემდეგ, რაც "იუვემ" ჩემპიონთა ლიგიდან "ტოტენჰემი" გამოთიშა, ეჭვს არ იწვევდა, რომ ისინი წარმატებულ სვლას გააგრძელებდნენ შინაურ ფრონტზეც და ასეც მოხდა.
ერთხელაც დამტკიცდა, რომ როცა არგენტინელი დიბალა თამაშის იშტაზეა, მისი შემჩერებელი ბევრი არ არის. გონსალო იგუაინს კი სანანებლად მხოლოდ ის თუ დარჩება, რომ 11-მეტრიანი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მეორე გოლის ეპიზოდში ლანგრით მიართვა პასი დიბალას.
"ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და ვფიქრობ, გამარჯვებაც დავიმსახურეთ. "იუვენტუსისთვის" ამ ეტაპზე პრიორიტეტები არ არსებობს. ვიბრძვით ორივე ფრონტზე. გვჯერა, შეგვიძლია წარმატების მიღწევა როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაში. ძალიან მახარებს დიბალას პროგრესი. მე სულ ვამბობდი, რომ მას კიდევ შეეძლო მომატება და გუნდისთვის მნიშვნელოვანი გოლების გატანა", - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ.
11.03.18 იუვენტუსი - უდინეზე 2:0
რომ არა ჩირო იმობილეს გვიანი ყოჩაღობა, "ლაციო" ვერანაირად ვერ იხსნიდა ქულას "კალიარისთან" გასვლით შეხვედრაში. სერია A-ს ბომბარდირის გოლი ერთ რამედ ღირდა - უკანასკნელ წამზე მან მოედნის სიღრმიდან მიიღო ბურთი და კარისკენ ზურგით მდგომმა, დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან, ქუსლით გაახვია ბადეში!
რომაელებს მიმდინარე ბატალიებში ერთადერთი რამ აკლიათ და ესაა სტაბილურობა. გუნდი, რომელსაც სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდეს, აუცილებლად უნდა უგებდეს "კალიარის" დონის მოწინააღმდეგეს, არადა, ასე არ მოხდა. ეს შეხვედრა შეიძლებოდა ნებისმიერი შედეგით დასრულებულიყო. არავინ იცის, რა მოხდებოდა, მასპინძელთა ფეხბურთელს საკუთარ კარში რომ არ ჩაეჭრა ბურთი. რომაელებს თამაშის გაუმჯობესება მართებთ, თორემ ჩემპიონთა ლიგა აუხდენელ ოცნებად დარჩება.
ჯენარო გატუზო და "მილანის" ფანობა ძალიან გაახარა ანდრე სილვამ, ვისმა გვიანმა თავურმა "როსონერის" "ჯენოასთან" ურთულესი საგარეო მატჩი მოაგებინა. ევროპალიგაზე "არსენალთან" განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ მილანელებს რეაბილიტაციისთვის მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ და ამას მიაღწიეს კიდეც.
გატუზოს გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას. მილანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ არ ეტყობოდათ "არსენალთან" წაგების კვალი. თუ ასე გააგრძელა, "მილანი" აუცილებლად ჩაერთვება რაღაც მნიშვნელოვნისთვის ბრძოლაში და სერია A-ს ეს დამატებით ინტრიგას შემატებს.
"ჩვენ ვიწვით წარმატების სურვილით და ეს დღესაც გამოჩნდა. რაღაც გამოვიდა, რაღაც - ვერა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენმა ჩანაფიქრმა ნაყოფი გამოიღო და მივაღწიეთ სასურველ შედეგს. ახლა "მილანის" მიზანია, მოიგოს რაც შეიძლება მეტი მატჩი და დაიკავოს ის ადგილი სატურნირო ცხრილში, რომელიც ეკადრება", - განაცხადა გატუზომ.
11.03.18 ჯენოა - მილანი 0:1
საერთაშორისო ასპარეზზე ამას ჯერ ვერ ვიტყვით, მაგრამ ის კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მილანი" აშკარად ბრუნდება იტალიურ საფეხბურთო ელიტაში.
გასაგებია, რომ გუნდის თამაშის ხარისხი იდეალური არ არის, მაგრამ არც იმის უთქმელობა იქნება, რომ გატუზო შედეგს არცთუ გამორჩეული ფეხბურთელებით აღწევს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანდრე სილვას გოლი. პორტუგალიელი ტალანტი თავის დროზე თვით კრიშტიანო რონალდომ დაასახელა თავის მემკვიდრედ. მას შემდეგ სილვას კარიერაში რთული პერიოდი იდგა. იქნებ ეს გოლი იყოს მისი აღმავლობისა და ავანსების გამართლების დასაწყისი...
დაბოლოს - "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატის უკვე ნაღდი ლიდერია. "ინტერმა" საშინაო ასპარეზზე არაფერი დაუთმო (0:0) "ნაპოლის" და გვარიანად გაურთულა ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა.
თამაში უფრო "ინტერის" იყო, ვიდრე "ნაპოლის". სტუმართა მხრიდან ლორენსო ინსინიეს ჰქონდა საუკეთესო საგოლე შანსი. "ინტერიც" არ იყო გულხელდაკრეფილი და ორჯერ კარის ძელიც "მოიკითხა".
ფაქტია, "ნაპოლის" არ ჰყოფნის ის, რაზეც მთელი სეზონის განმავლობაში აპელირებს მაურიციო სარი - ეს არის შემადგენლობის სიღრმე. როცა "ნაპოლის" დამრიგებელს თამაშის გაძლიერება დასჭირდა, მას ამისთვის დიდი არჩევანი ნამდვილად არ ჰქონდა.
ნეაპოლური კლუბი რომ ფორმიდან ამოვარდა, ეს ჯერ კიდევ წინა ტურში, "რომასთან" საშინაო მარცხით (2:4) დამტკიცდა. არადა, ნეაპოლელებმა სკუდეტოს ხათრით ევროპალიგაც კი გაწირეს. ცხადია, ამ ტურნირის მოგება იოლი საქმე არ არის, მაგრამ ამ გადასახედიდან ვეღარც სკუდეტო ჩანს მისაწვდომად.
გვესმის, რომ ბევრის სიმპათია სწორედ სარის გუნდისკენაა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ დროისთვის "იუვე" უფრო სრულყოფილი მექანიზმია. ჩვენ რა, ამას თავად "ნაპოლის" დამრიგებელი აღიარებს...
11.03.18 ინტერი - ნაპოლი 0:0
ფაქტები
2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული, გონსალო იგუაინმა სერია A-ში 17 პენალტიდან ვერ გაიტანა 5. ერთით მეტი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა - დომენიკო ბერარდიმ.
2013 წლის მარტის შემდეგ "მილანმა" პირველად მოახერხა სერია A-ში ზედიზედ 4 მატჩის მოგება ისე, რომ გოლი არ გაუშვა.
პაულო დიბალამ "იუვენტუსის" მაისურით 8 გოლი გაიტანა პირდაპირი საჯარიმო დარტყმით - ყველაზე მეტი სერია A-ს ბოლო სამ გათამაშებაში.
"სამპდორიას" მეკარე ემილიანო ვივიანომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მე-4 პენალტი მოიგერია - ყველაზე მეტი ევროპის 5 მთავარი ლიგის მეკარეებს შორის.
"კიევომ" წააგო სერია A-ს ბოლო 7 საგარეო მატჩი. ეს არის ამ გუნდის ყველაზე გრძელი წარუმატებელი სერია იტალიის მთავარი ლიგის მასშტაბით.
ანტონიო კარაჩოლომ ("ვერონა") სერია A-ში 2 გოლი მხოლოდ 2 დარტყმით გაიტანა.
რაჯა ნაინგოლანმა ("რომა") პირველად შეძლო სერია A-ს ერთ მატჩში 2 საგოლე პასის გაკეთება.
სერია A. XXVIII ტური
რომა-ტორინო 3:0
გოლები: 1:0 მანოლასი (56), 2:0 დე როსი (73), 3:0 პელეგრინი (90+3)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ჟეზუში, კოლაროვი - სტროოტმანი (89. გონალონი), დე როსი (84. პელეგრინი), ნაინგოლანი - იუნდერი (76. ჟერსონი), ელ შაარავი, შიკი.
ვერონა-კიევო 1:0
გოლი: 1:0 კარაჩოლო (52)
ფიორენტინა-ბენევენტო 1:0
გოლი: 1:0 იუგო (25)
ბოლონია-ატალანტა 0:1
გოლი: 0:1 დე როონი (83)
კალიარი-ლაციო 2:2
გოლები: 1:0 პავოლეტი (25), 1:1 კაპიტელი (35-საკ. კარში), 2:1 ბარელა (74-პენ), 2:2 იმობილე (90+5)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - რამოს მარკი, დე ვრეი (76. ნანი), რადუ - ბასტა, პაროლო (65. ანდერსონი), ლუკას ლეივა, ლულიჩი, ლუკაკუ (64. მილინკოვიჩ-სავიჩი) - ლუის ალბერტო - იმობილე.
კროტონე-სამპდორია 4:1
გოლები: 1:0 ტროტა (6), 2:0 სტოიანი (23), 3:0 ტროტა (37), 3:1 საპატა (70), 4:1 სილვესტრი (85-საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: ტროტა (23. კროტონე)
იუვენტუსი-უდინეზე 2:0
გოლები: 1:0 დიბალა (20), 2:0 დიბალა (49)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, რუგანი, კიელინი, ასამოა - ხედირა (63. მატუიდი), მარკიზიო, სტურარო - დუგლას კოშტა (88. ბენტანკური), დიბალა, იგუაინი (73. მანჯუკიჩი).
გამოუყენებელი პენალტი: იგუაინი (38. იუვენტუსი)
სასუოლო-სპალ 1:1
გოლები: 0:1 ანტენუჩი (27), 1:1 ბაბაქარი (31-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (45. სასუოლო)
ჯენოა-მილანი 0:1
გოლი: 0:1 ანდრე სილვა (90+4)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - ბორინი, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბილია, ბონავენტურა (80. კალაბრია) - სუსო, ჩალჰანოღლუ (68. ანდრე სილვა), კალინიჩი (60. კუტრონე).
ინტერი-ნაპოლი 0:0
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, შკრინიარი, მირანდა, დ"ამბროზიო - ბროზოვიჩი, გალიარდინი - კანდრევა (79. ბორხა ვალერო), რაფინია (64. ედერი), პერიშიჩი (86. კარამო) - იკარდი.
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი (89. როგი), ჟორჟინიო, ჰამშიკი (70. ჰამშიკი) - კალიეხონი, მერტენსი (87. მილიკი), ინსინიე.
ბომბარდირები: 24 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დრის მერტენსი (ნაპოლი), პაულო დიბალა (იუვენტუსი).
გამოტოვებული მატჩი
14 მარტი: იუვენტუსი-ატალანტა
მომდევნო ტური
17 მარტი: უდინეზე-სასუოლო, სპალ-იუვენტუსი
18 მარტი: სამპდორია-ინტერი, მილანი-კიევო, ბენევენტო-კალიარი, კროტონე-რომა, ტორინო-ფიორენტინა, ვერონა-ატალანტა, ლაციო-ბოლონია, ნაპოლი-ჯენოა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
"ფიორენტინას" ახალი მწვრთნელი ეყოლება - გროსო ფლორენციაში მიდის
"ეს მამარდაშვილისთვის მისაღები არ იქნება" - This Is Anfield-ი განმარტავს, რა უშლის ალისონის "იუვენტუსში" გადასვლას ხელს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი