მე-4 ადგილზე მყოფი "ვალენსია" 11 ქულით უსწრებს მე-5 ადგილზე მყოფ "სევილიას" - ჩემპიონთა ლიგის კვარტეტი (თუ სასწაული არ მოხდა) საბოლოოდ ჩამოყალიბდა ლა ლიგაში...

ეიბარი-რეალი

კრიშტიანო რონალდო სუპერფორმაშია - მის ანგარიშზე უკვე 18 გოლია პრიმერაში, "ეიბართან" სამი ქულა კი პირადად პორტუგალიელმა მოუტანა "სამეფო კლუბს" იპურუაში საკმაოდ რთულ მატჩში. პირველ ტაიმში რაფაელ ვარანს წარბი გაუხეთქეს და ფრანგი მცველი გამოსაცვლელი გახდა.

ერთი სახალისო ფაქტიც - მეორე ტაიმში სერხიო რამოსმა მსაჯს რაღაც უთხრა და გვირაბში გაუჩინარდა. იგი დაახლოებით 5 წუთში დაბრუნდა, მანამდე კი "რეალი" 10 კაცით თამაშობდა. მწვრთნელმა ახსნა, რომ კაპიტანმა ტუალეტში შეირბინა.

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "რონალდო სხვა გალაქტიკიდანაა. ის უნიკალური და განსაკუთრებულია და ამაზე მისი სტატისტიკაც მეტყველებს. როცა ორს გაიტანს, მესამის გატანასაც ცდილობს. ის ძალიან მაგარია. ბეილი და ისკო? ვფიქრობ, კარგად გაისარჯნენ, მაგრამ, როგორც დანარჩენებს, ოფლისღვრა მოუხდათ, რისი მიზეზიც ჩვენი სირთულეები იყო. მათ იბრძოლეს, ბევრი ირბინეს და ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მოდრიჩმაც. ის ჩვენთვის ფუნდამენტური მოთამაშეა".

Video

10.03.18 ეიბარი - რეალი 1:2

ფაქტები

პედრო ლეონმა (ეიბარი) "რეალის" წინააღმდეგ მე-6 საგოლე პასი მიითვალა.

კრიშტიანო რონალდომ იპურუაში ბოლო 3 ვიზიტისას 5 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (4 გოლი, 1 პასი)

"რეალი" სამჯერ ესტუმრა "ეიბარს", სამივე თამაში მოიგო და ჯამში 10 გოლი გაიტანა.

სევილია-ვალენსია

"სევილია" "ვალენსიასთვის" უხერხული მეტოქეა, მაგრამ არა ამ სეზონში - "მესტალიაზე" "ღამურებმა" 4:0 მოიგეს, "სანჩეს პისხუანზე" კი, სადაც ანდალუსიელები ფაქტობრივად, არ აგებენ, 2:0 იმარჯვეს. ორივე გოლი ერთნაირი სიუჟეტით გავიდა - ჟოფრეი კონდოგბიას გამჭოლი პასი და როდრიგო მორენოს დარტყმა. "ვალენსიას" მე-4 ადგილს ძნელად თუ ვინმე შეეცილება.

ფაქტები

როდრიგო მორენოს გოლების წყალობით, "ვალენსიამ" 12 ქულა მიიღო. ლა ლიგაში მეტი საკუთარ გუნდს მხოლოდ იაგო ასპასმა (სელტა, 16) მოუტანა.

ჟოფრეი კონდოგბიამ (ვალენსია) კარიერაში პირველად შეასრულა ორი საგოლე პასი ერთ თამაშში (ლა ლიგაში, ლიგა 1-სა და სერია A-ში).

მალაგა-ბარსელონა

"ბარსას" მესის გარეშეც არ გასჭირვებია, თუმცა კი თავიდან აქტიურ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ლიდერმა უსახური ფეხბურთი აჩვენა. სტუმრები კი ლუის სუარესმა დააწინაურა. შემდეგ იყო ფილიპე კოუტინიოს სუპერგოლი, რასაც სამუ გარსიას გაძევება მოჰყვა და თამაშიც "მოკვდა".

"ბარსელონას" ფეხბურთელებს კარგად ახსოვთ, რომ "ჩელსისთან" გადამწყვეტი დაპირისპირება წინაა. სწორედ ამ ფაქტს უნდა უმადლოდეს უსუსური "მალაგა", თორემ დიდი ანგარიშით მარცხი არ ასცდებოდა. მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ უსმან დემბელემ საუკეთესო თამაში ჩაატარა, რაც "ბარსელონას" ფეხბურთელია.

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "დემბელე ახალგაზრდაა, რომელზეც დიდი ზეწოლაა. არადა, მას ტრავმები აწუხებდა. დღეს მან ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ყველაზე კარგი ის არის, რომ დემბელე მუდამ მოწადინებულია. მისი ადგილი ამ გუნდშია. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადრე გატანა. შემდეგ კი საქმე წითელმა ბარათმა გაგვიიოლა. "ჩელსისთან" დიდი ბრძოლა გველის, თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს".

Video

10.03.18 მალაგა - ბარსელონა 0:2

ფაქტები

უსმან დემბელემ 8 დრიბლინგი (5 წარმატებული) სცადა "მალაგასთან" თამაშში, რაც მისი სარეკორდო მაჩვენებელია "ბარსელონაში".

ჟორდი ალბამ (ბარსელონა) ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 9 საგოლე პასი მიითვალა, ყველაზე მეტი ლა ლიგის მცველებს შორის.

ლუის სუარესმა (ბარსელონა) გაუტანა ყველა გუნდს (25), რომელსაც ლა ლიგაში შეხვდა. კოლექციას "მალაგა" აკლდა.

ატლეტიკო-სელტა

ანტუან გრიზმანის გოლი და საგოლე პასი გადამწყვეტი აღმოჩნდა "სელტასთან" თამაშში, რომელიც "ატლეტიკომ" 3:0 მოიგო. ვიტოლომ "ატლეტიკოს" მაისურით საუკეთესო მატჩი ითამაშა, მან გოლი გაიტანა.

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "იმედი მაქვს, რომ ბოლო 5 ტურს ისე შევხვდებით, რომ კიდევ შეგვრჩება ჩემპიონობის შანსი. ჯერ კიდევ ბევრი მატჩი დარჩა. ჩვენ ტურიდან ტურამდე შევხედავთ. ახლა ჩვენ საკმაოდ რთული მგზავრობა გველის რუსეთში, შემდეგ კი არანაკლებ რთული დაპირისპირება - "ვილიარეალთან".

Video

11.03.18 ატლეტიკო - სელტა 3:0

ფაქტები

ლა ლიგაში "ატლეტიკოს" ბოლო 11 გოლიდან 10-ში ანტუან გრიზმანმა მიიღო უშუალო მონაწილეობა (8 გოლი, 2 პასი).

ანტუან გრიზმანმა ლა ლიგაში ბოლო 11 ზუსტი დარტყმიდან 9 გოლი გაიტანა.

სხვა თამაშები

"ესტადიო მონტილივიზე" ამ სეზონში სასწაულები ხდება - "ჟირონა" ბრწყინვალედ თამაშობს და ევროსაგზურისთვის იბრძვის. "მონტილივიზე" კატალონიურმა კლუბმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო. ასეთი შედეგით ლა ლიგაში კი მხოლოდ "ბარსა" და "სევილია" თუ დაიკვეხნიან ამ სეზონში. თანაც, მაჩინის გუნდი საერთოდ არ უშვებს გოლებს შინ.

ფაქტები

"ჟირონამ" საკუთარ სტადიონზე ზედიზედ 6 მატჩი ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია.

"ჟირონას" ლა ლიგაში 284 წუთია, რაც გოლი არ გაუშვია.

კრისტიან სტუანიმ (15) და პორტუმ (11) ერთად უფრო მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე "დეპორტივომ" (25).

"ლევანტემ" ბოლო 16 ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა.

კოკე ანდუხარმა (ლევანტე) ლა ლიგაში სულ ორჯერ გაიტანა გამარჯვების გოლი და ორჯერვე ეს მადრიდში მოახერხა.

რაულ გარსიამ ბოლოს 2017 წლის აგვისტოში შეასრულა დუბლი ბუქარესტის "დინამოსთან".

"ვილიარეალის" ბოლო 12 მატჩში (სასტარტოში) კარლოს ბაკამ 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ჟერარდ მორენომ "ესპანიოლის" გოლების 46,2% გაიტანა ამ სეზონში.

"ესპანიოლს" ბოლო 6 ტურია, რაც არ წაუგია - 1 მოგება, 5 ფრე.

ლა ლიგა. XXVIII ტური

ჟირონა-დეპორტივო 2:0

გოლები: 1:0 სტუანი (21), 2:0 ხუანპე (57)

ეიბარი-რეალი 1:2

გოლები: 0:1 რონალდო (34), 1:1 რამისი (50), 1:2 რონალდო (84)

რეალი (4-3-1-2): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი (28. ნაჩო), ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (71. ბენზემა) - ისკო (71. ლ. ვასკესი) - ბეილი, რონალდო

სევილია-ვალენსია 0:2

გოლები: 0:1 როდრიგო (25), 0:2 როდრიგო (68)

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ლაიუნი, მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, ბანეგა - სარაბია (71. ბენ იედერი), ფ. ვასკესი, ნოლიტო (63. ხ. კორეა) - მურიელი (81. ს. რამირესი)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - გაბრიელ პაულისტა, გარაი, მურილიო, გაია (84. ლატორე) - კოკლენი, პარეხო, კონდოგბია (77. ფ. ტორესი), გედეში - როდრიგო, ძაძა (67. სოლერი)

ხეტაფე-ლევანტე 0:1

გოლი: 0:1 კოკე (79)

გაძევება: რუისი (83. ლევანტე (მოედანზე არ იყო)

მალაგა-ბარსელონა 0:2

გოლები: 0:1 ლ. სუარესი (15), 0:2 კოუტინიო (28)

ბარსელონა (4-3-1-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო (74. ანდრე გომეში), პიკე, უმტიტი, ალბა (77. დინი) - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - პაულინიო - ლ. სუარესი, დემბელე (85. ა. ვიდალი)

გაძევება: სამუ გარსია (30. მალაგა)

ესპანიოლი-სოსიედადი 2:1

გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (41), 1:1 ლეო ბაპტიშტაო (51), 2:1 ჟ. მორენო (72)

რეალ სოსიედადი (4-3-3): მოია - ოდრიოზოლა, დ. ლორენტე, ე. მორენო, დე ლა ბელია - ზუბელდია, ილიარამენდი, კანალესი (79. იონ ბაუტისტა) - ოიარზაბალი, ვილიან ჟოზე (67. იანუზაი), ხუანმი (57. ზურუტუზა)

გამოუყენებელი პენალტი: ჟ. მორენო (72. ესპანიოლი)

ატლეტიკო-სელტა 3:0

გოლები: 1:0 გრიზმანი (44), 2:0 ვიტოლო (56), 3:0 ა. კორეა (63)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხ. ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - კოკე, საულ ნიგესი, გაბი, ვიტოლო (59. ა. კორეა) - დიეგო კოშტა (80. ფ. ტორესი), გრიზმანი (69. გამეირო)

ლას პალმასი-ვილიარეალი 0:2

გოლები: 0:1 ბაკა (67), 0:2 სანსონე (92-პენ)

გაძევება: გალვესი (91. ლას პალმასი)

ბილბაო-ლეგანესი 2:0

გოლები: 1:0 რაულ გარსია (10), 2:0 რაულ გარსია (17)

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ნუნიესი, ი. მარტინესი, საბორიტი - ბენიატი, სან ხოსე - სუსაეტა (58. იტურასპე), რაულ გარსია (82. ლეკუე), კორდობა (88. საბინი) - ვილიამსი

ორშაბათი, 12 მარტი

ალავესი-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 24 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ლუის სუარესი (ბარსელონა), 18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური

16 მარტი: ლევანტე-ეიბარი;

17 მარტი: დეპორტივო-ლას პალმასი, ვალენსია-ალავესი, რეალ სოსიედადი-ხეტაფე, ბეტისი-ესპანიოლი;

18 მარტი: ლეგანესი-სევილია, ბარსელონა-ბილბაო, სელტა-მალაგა, ვილიარეალი-ატლეტიკო, რეალი-ჟირონა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს