„ბენფიკას“ ნახევარმცველმა მისით დაინტერესებული მიუნხენის „ბაიერნის“ საკითხზე სპეკულაციებს ბოლო მოუღო
პორტუგალიელ გარემარბ ფაბიო კოენტრაუს მოთმინების ფიალა აევსო. „ბენფიკას“ ნახევარმცველს ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ეკითხებიან მიუნხენის „ბაიერნის“ შესახებ - როგორც იცით, გერმანულ გრანდი სერიოზულადაა დაინტერესებული. გუშინ კოენტრაუმ სპეკულაციებს ბოლო მოუღო.

„უკვე ნერვები დამაწყდა! არ მინდა, რომ დამიკავშირდნენ, ტელეფონს არ ვპასუხობ და უკვე აუტანელია ყოველდღე იმის მოსმენა ან წაკითხვა, რომ „ბაიერნს“ ვუნდივარ. ნერვები მეშლება იმის გამოც, რომ ყოველ დღე მიწევს გამეორება: „ბენფიკაში“ ვრჩები!“ - უთხრა კოენტრაუმ პორტუგალიურ სპორტულ გაზეთ „ა ბოლას“, რითაც 23 წლის მარცხენა გარემარბმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ლისაბონიდან წასვლას არ აპირებს.

„მხოლოდ „ბენფიკაზე“ ვარ კონცენტრირებული, ამ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე მაკავშირებს და აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, - აგრძელებს პორტუგალიელი და იქვე დასძენს, - წასვლა არ შემიძლია, „ბენფიკას“ ასეთ რამეს ვერ გავუკეთებ. ამ გუნდის გულშემატკივრებისა და ხელმძღვანელების მადლიერი ვარ.“

როგორც ხედავთ, კოენტრაუ ხაზგასმით ამბობს, რომ „ბენფიკადან“ წასვლა არ სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელები იძულებულები არიან, ამ ტრანსფერზე ხელი ჩაიქნიონ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რეკორდმაისტერი კონცენტრაციას სათადარიგო ვარიანტისკენ, „აიაქსის“ მარჯვენა მცველ გრეგორი ვან დერ ვილისკენ მიმართავს. მართალია, ჰოლანდიელი კოენტრაუსგან განსხვავებით, მარჯვენა მცველია, მაგრამ მიუნხენელებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მარჯვენა მცველს იყიდიან, თუ მარცხენას, რადგან ფილიპ ლამს დაცვაში ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

კოენტრაუსა და ვან დერ ვილის შემდეგ, მიმომხილველებმა „ბაიერნში“ გადასვლა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს უწინასწარმეტყველეს. ინგლისური პრესის ინფორმაციით, რეკორდმაისტერი „სანდერლენდის“ განელ თავდამსხმელს, ასამოა გიანს უმიზნებს, თურქეთში კი არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ბავარიელებს შოთა არველაძის „ქაისერისპორის“ ცენტრალური მცველის, სერდარ კესიმალის გადაბირებაც უნდათ. ეს უკანასკნელი გერმანიაში, კერძოდ, ვუპერტალშია დაბადებული.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"