დღეს-ხვალ კიდევ ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობას შევიტყობთ. დღეს ჯერი "ოლდ ტრეფორდსა" და "ოლიმპიკოზეა". ორივე დაპირისპირება მართლაც საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან პირველმა მატჩებმა ვერაფერი გადაწყვიტა.

სამშაბათი, 13 მარტი, 23:45

მანჩესტერი-სევილია

პირველი მატჩი 0:0

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, იანგი - მაკტომინეი, მატიჩი - მატა, ა. სანჩესი, რაშფორდი - ლუკაკუ

არ ითამაშებს: როხო, ჯონსი, ბლინდი, ანდერ ერერა

საეჭვოა: პოგბა, იბრაჰიმოვიჩი

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მერკადო, კიაერი, ლონგლე, ესკუდერო - ნ'ზონზი, ბანეგა - სარაბია, ვასკესი, ხ. კორეა - მურიელი

არ ითამაშებს: ხესუს ნავასი, კორშია

საეჭვოა: კარისო

"იუნაიტედი" შინ ლიგის მატჩებში - 9 მოგება, 10 ფრე, 4 წაგება.

"სევილია" ჩემპიონთა ლიგაზე (თასზე) მეოთხედფინალში 60 წელია, რაც არ ყოფილა.

მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 16 მარტს გაიმართება.

ევროპალიგის ამჟამინდელი გამარჯვებული "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ტიტულის წინა მფლობელს, "სევილიას" მასპინძლობს. ანდალუსიური 0:0-ის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება. ჟოზე მოურინიოს უპირატესობა "ოლდ ტრეფორდია", ვინჩენცო მონტელას კრებულის კი - სტუმრად გატანილი გოლის მეტი ფასი.

მაგრამ ამ გოლს ხომ გატანა უნდა? "სევილიამ" შინაურ პირველობაზე მიზანს ვერ მიაღწია - 10 ტურით ადრე "ვალენსიას" 11 ქულით ჩამორჩება და სასწაული უნდა მოხდეს, რომ გუნდმა გაისადაც ლიგაზე იასპარეზოს. ვფიქრობთ, საამისოდ, ლიგის მოგება უფრო ნაკლები უტოპიაა, ვიდრე 10 ტურში 11 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა.

2014 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ პირველად, "იუნაიტედი" ლიგის პლეი-ოფის მატჩს თამაშობს მშობლიურ სტადიონზე. ჟოზეს გუნდი კარგ ხასიათზეა "კრისტალ პალასთან" გმირული გამარჯვებისა და "ლივერპულთან" ჩრდილო-დასავლური დერბის მოგების შემდეგ. მონტელას ბანაკში კი ასეთივე განწყობა ვერ იქნება, "სანჩეს პისხუანზე" "ვალენსიასთან" 0:2 მარცხის შემდეგ.

"მანჩესტერ იუნაიტედს" შესაძლოა, დაუბრუნდეს ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ეს უთუოდ დიდი მოვლენა იქნება. პოლ პოგბას თამაში საეჭვოა, ხოლო ანტონი მარსიალმა ტესტები ჩააბარა და თამაშისთვის მზად არის. "სევილიას" არ ეყოლება ხესუს ნავასი, რომელმაც ინგლისური ფეხბურთი ყურმოკვრით არ იცის. არ იქნება არც სებასტიან კორშია. მოკლედ, მარჯვენა ფლანგზე ანდალუსიელებს პრობლემები აქვთ, ეს კი შესანიშნავი შანსია მარკუს რაშფორდისათვის.

წინა მატჩი

"სანჩეს პისხუანზე" არცთუ უინტერესო 0:0 ვიხილეთ. ის, რომ მატჩი ამ ანგარიშით მორჩა, დავიდ დე ხეას დამსახურებაა, რომელმაც სასწაულებრივი "სეივები" აჩვენა.

სახალისო იყო "სევილიას" "ტვიტერის" მიმართვა დე ხეასადმი - "ჰეი, დე ხეა, მოდი, შენი საუკეთესო თვისებები მუნდიალისთვის გადაინახე, ამჯერად".

პრესკონფერენცია

ჟოზე მოურინიო ("მანჩესტერის" მწვრთნელი): "ხვალ ძალიან ძნელი დაპირისპირება გველის. ვეთამაშებით გუნდს, რომელიც ორ მატჩში ერთხელაც არ დამარცხდა "ლივერპულთან", საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ "სევილია" ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, შევძლებთ თუ არა ამ თამაშში პოგბას გამოყენებას. ახლახან მან ცოტ-ცოტა ივარჯიშა. ვნახოთ, რა იქნება ხვალ".

ვინჩენცო მონტელა ("სევილიას" მწვრთნელი): "ვიცით, რა რთულია "მანჩესტერთან" დაპირისპირება, მით უფრო, ამ სტადიონზე. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, ხვალ ჩემი გუნდი ყველაფერს გაიღებს საბოლოო წარმატებისთვის, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედი მაქვს, რომ გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლოდ მოხდება. ხვალ იქნება მომენტები, როცა უნდა შევუტიოთ და როცა უნდა დავიცვათ საკუთარი კარი. მომენტები, როცა ტემპი უნდა დავაგდოთ ან პირიქით, მოვუმატოთ".

სამშაბათი, 13 მარტი, 23:45

რომა-შახტარი

პირველი მატჩი 1:2

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი - იუნდერი, ჯეკო, პეროტი

არ ითამაშებს: კარსდორპი, პელეგრინი

საეჭვოა: დეფრელი

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, ორდეცი, რაკიცკი, ისმაილი - ფრედი, სტეპანენკო - მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი - ფერეირა

არ ითამაშებს: კრივცოვი, მალიშევი, სრნა (დისკვ.)

საეჭვოა: -

ათი წელია, რაც "ჯალოროსი" ლიგის მეოთხედფინალში ვერ გადის.

ამ ეტაპზე "რომამ" ზედიზედ ბოლო 5 მატჩი დათმო, მათ შორის, "შახტართან" წინა დაპირისპირება.

"შახტარმა" "რომა" 2010/11 წლების სეზონში გამოაგდო მერვედფინალიდან.

რომში გუნდთან ერთად გაფრინდა "შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავაც. ძნელი სათქმელია, ის ითამაშებს თუ ორდეცი, თუმცა, ამჯერად, ხოჭოლავა მატჩის განაცხადში იქნება და შესაძლოა, 10-წლიანი პაუზის მერე პირველი ქართველი გახდეს, ვისაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში უთამაშია.

იტალიაში უკრაინული გუნდი 1-გოლიანი უპირატესობით ჩადის. "რომა" შესანიშნავ განწყობაზეა ზედიზედ "ნაპოლისა" და "ტორინოს" დამარცხების შემდეგ. "შახტარს" კი შინაურ პირველობაზე სულ არ უჭირს, იოლად ამარცხებს მეტოქეებს.

წინა მატჩი

"რომა" ხარკოვში ჯენგიზ იუნდერის გოლის წყალობით იგებდა, მაგრამ ფერეირამ და ფრედმა თამაში "შახტარის" სასარგებლოდ შემოატრიალეს - 2:1.

პრესკონფერენცია

ეუსებიო დი ფრანჩესკო ("რომას" მწვრთნელი): "ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს. ჯერ მხოლოდ დაპირისპირების ნახევარია გასული, ყველაფერი წინაა. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ფეხბურთს ვითამაშებთ, შედეგი მთავარია. მსურს, დავინახო ჩემი გუნდის მიზანსწრაფვა. თუ წინ გავალთ, მაინც არ უნდა დავარღვიოთ ბალანსი და არ უნდა გავცდეთ გეგმას. პირველ მატჩში შევცდით, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. ეს აღარ უნდა გამეორდეს, თუ მეოთხედფინალში გასვლა გვსურს".

პაულუ ფონსეკა ("შახტარის" მწვრთნელი): "რომამ" ის ჯგუფი მოიგო, სადაც "ჩელსი" და "ატლეტიკოც" თამაშობდნენ. ხვალ ძალიან გაგვიჭირდება. თავიდანვე ზეწოლას ველით, დაცვაში კარგი თამაში უმნიშვნელოვანესია. ჩემი გუნდი ბრწყინვალე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაშია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"