ინდიან უელსის ტურნირის ბელარუსმა ჩემპიონმა, ესპანელი ლაურა პოის ტიოს ძლევით, მარბელას ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია
მორიგი სათამაშო დღის მოკლე მიმოხილვას მარბელიას ტურნირით დავიწყებთ, სადაც ინდიან უელსის ტურნირის ჩემპიონი ვიქტორია აზარენკა ზედიზედ მეორე ტიტულს უმიზნებს.

ბელარუსის მორიგი მსხვერპლი გახდა ესპანელი ლაურა პოუს ტიო. ვიქტორიამ ზუსტად საათნახევარი მოანდომა მეოთხედფინალში გასვლას. სამაგიეროდ, ტურნირის მეოთხე ნომერს, რუმინელ ალექსანდრა დულგერუს მოუწია ესპანეთის მეორე წარმომადგენელთან - ანაბელ მედინა გარიგესთან სამსაათიანი მატჩი. პირველ პარტიაში რუმინელი 4:1-ს იგებდა, მაგრამ მომდევნო შვიდ გეიმში მხოლოდ ერთი მოიგო და უკვე მატჩის ფავორიტი ავტომატურად ესპანელი იქცა. მაგრამ მეორე და მესამე სეტები ერთნაირი სცენარით განვითარდა - მედინა გარიგესმა ორ-ორი ბრეიკი აიღო, დულგერუმ კი სამ-სამჯერ აიღო გეიმი მეტოქის მოწოდებაზე და მეოთხედფინალში გავიდა.

ჩარლსტონშიც ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა. აქ განთესვის ორივე ლიდერს გაუჭირდა. ერთმა რთული მომენტი გადაიტანა, მეორემ - ტურნირი დატოვა.

კაროლინ ვოზნიაცკიმ ორი ტაი-ბრეიკი ითამაშა ჩეხი ბარბორა ზახვალოვას წინააღმდეგ. თამაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დანიელმა პირველ სეტში სეტბოლი მოიგერია, მეორეშიც იგივე გააკეთა, თუმცა მანამდე ხუთი მატჩბოლი გაანიავა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მეექვსე ცდაზე მაინც დაუსვა წერტილი შეხვედრას და მეოთხედფინალში იანინა ვიკმაიერს შეხვდება.

ამ ტურნირის მეორე ნომერსა და შარშანდელ ჩემპიონს სამანტა სტოსურს არ გაუმართლა. ის უგებდა პირველ სეტში რუს ელენა ვესნინას 4:2-ს, მაგრამ ამის შემდეგ 11 გეიმში მხოლოდ ერთი მოიგო და მეტოქეს თამაში და მეოთხედფინალში გასასვლელი ბილეთი დაუთმო.

არანაკლებ მოულოდნელი იყო კრისტინ მაკჰეილის გამარჯვება დანიელა ჰანტუხოვაზე. სლოვაკმა ჩოგბურთელმა 13 ბრეიკ-პოინტიდან 12 ვერ გამოიყენა და ასეთი უპასუხისმგებლობისთვის ლოგიკურად დაისაჯა კიდეც. ასევე აღვნიშნავთ შაარ პეერის გავარდნას იულია ჯორჯესისგან და ელენა იანკოვიჩის ორ სეტში მოგებას შანელ სხეპერსთან.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"