ბუნდესლიგის მორიგი ტურის წინ კარგი გრძნობა გვაქვს. "ლაიპციგი" და "ბაიერნი" მთავარი გერმანული ლიგის ყველაზე სანახაობრივი გუნდების კატეგორიას მიეკუთვნებიან და, წესით, მათი უშუალო დაპირისპირება ამოდსაცქერი უნდა გამოდგეს.

ამ შეხვედრას ერთი დიდი დატვირთვა აქვს - სატურნირო თვალსაზრისით "ბაიერნისთვის" ყველაფერი ცხადია. გუნდს ჯიბეში უდევს გერმანიის ჩემპიონის ტიტული. "ლაიპციგი" კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

საქმე სხვა რამეშია - გერმანიის ყველაზე ტრადიციული კლუბი შეეცდება, დაამტკიცოს, რომ იქაური ფეხბურთის ამბიციური ახალმოსახლე მხოლოდ ჯიუტი დებიუტანტია და მეტი არაფერი.

ცნობილია: დაბალი დივიზიონებიდან ბუნდესლიგაში აღზევებული "ლაიპციგი", საკუთარი გულშემატკივრის გარდა, არავის უყვარს. ამდენად, მთელ გერმანიაში ამ გუნდს გაორმაგებული ენერგიით უსტვენენ.

ორივე გუნდმა ითამაშა ევროთასებზე, თუმცა "ბაიერნმა" მეორე შეხვედრაც ისე მოუგო "ბეშიქთაშს", ხეირიანად ოფლიც არ მოუდენია.

საინტერესო უნდა იყოს შეხვედრა "ვოლფსბურგსა" და "შალკეს" შორის. "ხუმარებს" არ აქვთ ცუდი სეზონი. უბრალოდ, მათ ოდნავ მეტი სტაბილურობა არ აწყენდათ. ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მონადირე "შალკე" ამ თამაშშიც ფავორიტად ითვლება და ზურგს კარგი სტატისტიკაც უმაგრებს.

რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსაგებად გავლენ მინდორზე ის გუნდები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურთ. "დორტმუნდს", "ლევერკუზენსა" და "აინტრახტს" სხვა გზა აღარ დარჩენიათ. თანაც, ამ ტურში მათ ისეთი მოწინააღმდეგეები ჰყავთ, საწადელის მიღწევის გვარიანი შანსები აქვთ.

ევროთასები ვახსენეთ და, "ჰანოვერთან" შეხვედრაში გადაღლილი უნდა იყოს "დორტმუნდი", თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ გუნდს დასვენებულზეც ახასიათებს არასტაბილურობა. საერთოდ, შემადგენლობის გათვალისწინებით, "დორტმუნდი" გერმანიის ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს, თუმცა ყველა ვხედავთ, რეალურად რა და როგორ არის წლევანდელ ბუნდესლიგაში.

ინტრიგა კი ბუნდესლიგას სეზონის ბოლომდე არ მოაკლდება, რაკი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და ამ მარაქაში მყოფი გუნდებისთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ფაქტები

"ფრაიბურგისა" და "შტუტგარტის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"აუგსბურგმა" ბოლო 4 თამაში მოუგო "ვერდერს".

"ჰერტამ" ბოლო 10 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გაიტანა.

"ვოლფსბურგმა" "შალკეს" ბოლოს 2015 წელს მოუგო.

"დორტმუნდისა" და "ჰანოვერის" პირველი წრის მატჩი "ჰანოვერის" გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

"კიოლნისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 3 მატჩში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ლაიპციგი" და "ბაიერნი" ბუნდესლიგაში სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე თამაში "ბაიერნის" გამარჯვებით დასრულდა.

ბუნდესლიგა. XXVII ტური

პარასკევი, 16 მარტი

ფრაიბურგი-შტუტგარტი 1:2

შაბათი, 17 მარტი

გლადბახი-ჰოფენჰაიმი 18:30

აინტრახტი-მაინცი 18:30

აუგსბურგი-ვერდერი 18:30

ჰამბურგი-ჰერტა 18:30

ვოლფსბურგი-შალკე 21:30

კვირა, 18 მარტი

დორტმუნდი-ჰანოვერი 16:30

კიოლნი-ლევერკუზენი 18:30

ლაიპციგი-ბაიერნი 21:00

ბომბარდირები: 23 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა