ლეო მესი და კომპანია "ბილბაოს" მასპინძლობს, რომელიც ცხრილის შუაში უმოტივაციოა.

შეგახსენებთ, რომ ერნესტო ვალვერდე სწორედ "ბილბაოს" ექსთავკაცია. ვალვერდემ უკვე მოუგო ერთხელ ყოფილ გუნდს - "სან მამესზე" "ბარსამ" მესისა და პაულინიოს გოლებით ბასკები 2:0 დაამარცხა.

"ატლეტიკო" სტუმრად "ვილიარეალს" ხვდება, რომელიც დიეგო სიმეონეს ეპოქაში, რატომღაც, უხერხული მეტოქე გახდა მადრიდული კლუბისთვის. "ყვითელ წყალქვეშა ნავს", ალბათ, ამჯერადაც აქვს მოფიქრებული უსიამოვნო სიურპრიზი "ლოს კოლჩონეროსისთვის".

"რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" შურისძიებას აპირებს - პირველ წრეში ზინედინ ზიდანის გუნდმა "ჟირონასთან" დათმო და ეს ამბავი ჯერაც ვერ მოუნელებია. თანაც, "ვალენსია" მესამე ადგილისთვის კვლავ აქტიურად იბრძვის - მეტიც, "ლოს ჩე" "რეალზე" უკეთესი "გრაფიკით" მიიწევს წინ.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ "ღამურებს" "მესტალიაზე" პრობლემები შეექმნათ "ალავესთან", რომელმაც უბრალოდ არ იცის სტუმრად თამაში.

ფაქტები

"ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 25 საშინაო მატჩიდან 23 მოიგო.

ბილბაოს "ატლეტიკმა" ლა ლიგაში ბოლო სამ საგარეო მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.

"ბილბაოს" ბოლო 8 ტურიდან 7-ში მატჩში 2 გოლზე მეტი გადიოდა.

"ბილბაომ" "ბარსელონას" ბოლოს 2017 წლის იანვარში თასზე მოუგო - 2:1.

"რეალმა" ლა ლიგის ბოლო 29 საშინაო მატჩიდან 24-ში სულ მცირე, 22 გოლი გაიტანა.

"რეალი" ჩემპიონატში ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 34-ში დაუმარცხებელია.

პირველ წრეში "ჟირონამ" "რეალს" 2:1 მოუგო.

"ატლეტიკო" ლა ლიგის ბოლო 32 მატჩიდან 30-ში დაუმარცხებელია.

"ატლეტიკომ" ბოლო 8 ტურიდან 6-ში კარი "მშრალად" შეინახა.

"ატლეტიკომ" "ვილიარეალს" ბოლოს 2015 წლის აპრილში მოუგო - 1:0.

"ლეგანესმა" ბოლო 8 ტურიდან 6-ში გოლი ვერ გაიტანა.

"ესპანიოლმა" ბოლო 3 დაპირისპირება მოუგო "ბეტისს".

"ესპანიოლმა" ბოლო 3 საგარეო ტური ფრედ დაასრულა.

"ვალენსიამ" "ალავესს" შინ ბოლო 4 მატჩი მოუგო.

"ვალენსიამ" ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.

"ალავესმა" ლა ლიგაში ბოლო 6 საგარეო მატჩიდან 5 წააგო.

"ხეტაფეს" სტუმრად 11 ტურია, რაც არ მოუგია.

ლა ლიგა. XXIX ტური

პარასკევი, 16 მარტი

ლევანტე-ეიბარი 2:1

გოლები: 1:0 მარტი როჯერი (25), 1:1 ჩარლზი (63), 2:1 მანუელ ბოატენგი (64)

შაბათი, 17 მარტი

დეპორტივო-ლას პალმასი 16:00

ვალენსია-ალავესი 19:15

სოსიედადი-ხეტაფე 21:30

ბეტისი-ესპანიოლი 23:45

კვირა, 18 მარტი

ლეგანესი-სევილია 15:00

ბარსელონა-ბილბაო 19:15

სელტა-მალაგა 21:30

ვილიარეალი-ატლეტიკო 21:30

რეალი-ჟირონა 23:45

ბომბარდირები: 24 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 21 - ლუის სუარესი (ბარსელონა), 18 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"