სათასო ბატალიების გამო პრემიერლიგის მორიგი ტური "სეკვესტრში" მოჰყვა, განსაკუთრებით - გრანდთა მონაწილეობით გასამართავი შეხვედრები. იმ გუნდებიდან, რომლებიც მიმდინარე პრემიერლიგაში მაღალ მიზნებს ისახავენ, მხოლოდ "ლივერპული" ითამაშებს.

იურგენ კლოპის კრებულს "მანჩესტერთან" განცდილი უსიამოვნო მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მართებს. ერთი შეხედვით, "უოტფორდთან" თამაში იოლი უნდა გამოდგეს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ამ გუნდების ბოლო ჯახი, რომელიც 3:3 დასრულდა.

ეგაა, ხვალინდელი მატჩის წინ "უოტფორდის" არაერთ ფეხბურთელს აწუხებს ტრავმა. შეიძლება ითქვას, გუნდის შემადგენლობა განახევრებულია. ამდენად, კიდევ უფრო გაზრდილია "ლივერპულის" შანსები.

ძალიან უნდა "დაცხეს" "ჰადერსფილდისა" და "კრისტალ პალასის" შეხვედრაში. ეს თამაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, 6-ქულიანთა კატეგორიას განეკუთვნება. ორივე გუნდის მიზანს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმოადგენს და ბრძოლა ფიცხელი ამადაც უნდა გამოდგეს.

ორივე გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლია. ამდენად, ხარისხისა რა გითხრათ, მაგრამ პირველიდან ბოლო წუთამდე მინდორზე დაძაბულობა არ უნდა განელდეს. ველით ხისტ და კონტაქტურ ფეხბურთს.

საინტერესო უნდა გამოდგეს "სტოკისა" და "ევერტონის" შეხლაც. ფაქტია - "სტოკს", არცთუ ურიგო შემადგენლობის მიუხედავად, რეალურად უდგას პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების პრობლემა.

ამ ტურის თამაში გადაუტანეს "საუთჰემპტონსაც", მაგრამ "წმინდანებში" ახალი ამბავია და რაკი პრემიერლიგაზე ვლაპარაკობთ, ბარემ ესეც ვთქვათ - პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი მარკ ჰიუზმა ჩაიბარა.

54 წლის უელსელი სპეციალისტი "საუთჰემპტონს" სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ამ დროისთვის ჰიუზის ახალ გუნდს მე-17 ადგილი უჭირავს და ეს გახდა სწორედ მაურისიო პელეგრინოს გათავისუფლების მიზეზი. შეგახსენებთ, ბოლოს ჰიუზი წვრთნიდა "სტოკს", საიდანაც იანვარში დაითხოვეს.

ფაქტები

"ბორნმუთმა" ბოლო 5 შეხვედრაში გაუშვა და გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ჰადერსფილდისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო სამ მატჩში ორივეს არ გაუტანია.

"სტოკისა" და "ევერტონის" ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XXXI ტური

შაბათი, 17 მარტი

ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ჰადერსფილდი-კრ. პალასი 19:00

სტოკი-ევერტონი 19:00

ლივერპული-უოტფორდი 21:30

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?