ამ უქმეების ქართული ლეგიონის მიმოხილვის მთავარი გმირები გოჩა ხოჯავა და ნიკა ძალამიძე არიან
ამ უქმეების ქართული ლეგიონის მიმოხილვის მთავარი გმირები გოჩა ხოჯავა და ნიკა ძალამიძე არიან. ასე თუ გაგრძელდა, დიდი შანსია, 29 წლის ზურაბ ხიზანიშვილი ისევ პრემიერლიგას დაუბრუნდეს.

დაიმუქრა და შეასრულა: ზურამ ფორესტი გადაწვა

ინგლისურ ჩემპიონშიპში მოყოჩაღებული "რედინგი" "ნოტინგემ ფორესტს" სტუმრობდა. ეს იყო უშუალო დაპირისპირება კონკურენტთან, რომელსაც ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მატჩამდე 3 ქულით უსწრებდა. "რედინგ პოსტში" სტატიაც გამოჩნდა, ზურაბ ხიზანიშვილი "ფორესტის" გადაწვას აპირებსო. ამ წერილიდან ვიგებთ, რომ რედინგელი თანაგუნდელები ჩვენს თანამემამულეს "საქართველოს მეფეს" ეძახიან.

"ჩვენ ტოპ-6-ში ვართ და გვსურს, 7 დიდი მატჩის შემდეგაც იქ ვიყოთ. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, "ნოტინგემს" კარგი ფორვარდები ჰყავს, კრის ბოიდი მაგარი ბიჭია, მაგრამ ჩვენ იქ ფრეზე სათამაშოდ არ მივდივართ. თუკი ჩვენ ამ ლიგაში წარმატების მიღწევა გვსურს, ასეთი თამაშები უნდა მოვიგოთ", - განუცხადა "რედინგ პოსტს" ქართველმა მცველმა.

თამაში მართლაც ძალიან კარგი გამოდგა, დრამატული და უხვგოლიანი, "რედინგი" აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 4:3 მოიგო და 66 ქულით მე-5 ადგილზეა. ამ ადგილით "როიალსი" საპრემიერლიგო პლეი ოფში ითამაშებს. 62-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, ქართველი მცველის დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ იქვე ჩასაფრებულმა კებემ "რედინგი" დააწინაურა.

იაშვილის საგოლე და სამიანი

ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" II ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს. ამ ბრძოლაში ქართველი კაპიტნის გუნდი სტუმრად ბუნდესლიგაში გადასვლის მსურველ "აუეს" 1:1 ეთამაშა. ის კი არა, ქართველის საგოლე პასით და თინეიჯერი მარკო ტერაზინოს ზუსტი დარტყმით იგებდა კიდეც. 37-ე წუთზე იაშვილმა ფლანგიდან ჩაუწოდა თანაგუნდელს. კაპიტანმა ყვითელი ბარათი მიიღო, 89-ე წუთზე კი შეცვალეს.

იაშვილს "შპორტალმა" 3 ბალი დაუწერა, "კარლსრუე" 29 ქულით მხსნელ მე-15 ადგილზეა. ქართველ ფორვარდს 7 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიეთვლება.

ლევან კობიაშვილის "ჰერტა" დღეს ესტუმრება "ბოხუმს", ბუნდესლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს.

ქართველ მესის ვერ აჩერებენ

კახა კალაძის "ჯენოა" ტურინში "იუვენტუსს" ესტუმრა, "სტადიო ოლიმპიკოზე" ჩვენი კაპიტნის გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ ბოლოს მაინც წააგო ხუთგოლიან თრილერში - 2:3. კალაძემ 90 წუთი ითამაშა და კარგადაც. პირველ ტაიმში ის თანაგუნდელ დაინელის შეეჯახა, რის შედეგადაც დაინელი დაზარალდა. "ოჯი სპორტმა" კახას 6-იანი დაუწერა, "ნოტიციე იტალიანემ" - 5,5. "ჯენოა" 39 ქულით მე-12 ადგილზეა.

სერია ბ-ში "ემპოლი"-"ნოვარას" მატჩში სერიოზული არეულობა მოხდა ტრიბუნებზე (ლევან მჭედლიძის გუნდმა ვერ მოიგო - 0:0), გაგულისებულებმა გულშემატკივრებმა მოედანზე ათასგვარი ნივთი ისროლეს, ერთი მსაჯს მოხვდა, დაამტვრიეს სკამებიც. ჩვენებური მეორე ტაიმში კი გამოვიდა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.

პოლონურ ექსტრაკლასაში კვლავ გაიბრწყინა 19 წლის ნიკა ძალამიძემ. "შლასკთან" საგარეო მატჩში "ვიძევის" შემტევი ქართველი მეორე ნახევარში გამოჩნდა. 73-ე წუთზე მან ორ მცველს აჯობა და მათ მეკარეც მიაყოლა. ამ მომენტში "ვიძევი" 2:0-ს იგებდა, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო - 2:2. ბოლო წუთზე ქართველი გააფრთხილეს, მასპინძლებმა პენალტი 97-ე (!) წუთზე გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ პოლონური მედია ნიკას "ქართველ მესის" უწოდებს [იხილეთ ვიდეო].

ხოჯავას აღზევება და... გაძევება

რუსულ პრემიერლიგაში ჯერ სულ 4 ტური ჩატარდა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ჩემპიონატს 9 ქულით ქართველი მწვრთნელისა და ფეხბურთელების "ვოლგა" ლიდერობს 9 ქულით. ომარ თეთრაძის "ვოლგამ" სტუმრად 3:1 მოუგო "როსტოვს" იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივმა ქომაგებმა მათი ფეხბურთელის, ანრი ხაგუშის გასამხნევებლად და ჩვენების გასაღიზიანებლად აფხაზეთის დროშა გადმოფინეს. ამ თამაშის გმირი და კინაღამ ანტიგმირიც გოჩა ხოჯავა გახდა.

გოჩას ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოუვიდა მცირე კონფლიქტი ხაგუშთან და მის თანაგუნდელებთან, მან ბურთი ესროლა მეტოქეს, რისთვისაც პირველი ყვითელი ბარათი მიიღო. 45-ე წუთზე ქართველმა პლეიმეიქერმა მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი, ოდნავ წინ წაიწია და ძალიან ძლიერად დაარტყა ცაციათი, ბურთი შორეულ "ცხრიანში" ჩაეშვა, მისი აღება შეუძლებელი იყო! [იხილეთ ვიდეო]

სამწუხაროდ, რამდენადაც ნიჭიერია ხოჯავა, იმდენად უჭირს მას ნერვების მოთოკვა მოედანზე - 82-ე წუთზე მან უხეშად მოცელა აფხაზი ხაგუში (რაც სულაც არ იყო სათამაშო აუცილებლობით გამოწვეული) და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. კიდევ კარგი, იმ დროისთვის "ვოლგა" 3:1-ს (მატჩი ასეც მორჩა) უკვე იგებდა.

ამ შეხვედრაში თეთრაძემ სასტარტოში ათამაშა გია გრიგალავა (გააფრთხილეს) და ლაშა სალუქვაძე 83-ე წუთზე მცირე ტრავმის გამო შეცვალეს, ოთარ მარცვალაძე მეორე ტაიმში შემოვიდა და ხაზოვის გასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავური გადაიბარა, მათე ვაწაძე დუბლებში გამოჩნდა, ხოლო გოგიტა გოგუა განაცხადში არ ყოფილა. გოგიტას თურმე ვარჯიშზე მიუღია ტრავმა, ის გუნდს როსტოვში საერთოდ არ გაჰყოლია. ოთარსაც მცირე ტრავმა აწუხებდა და ამიტომ არ იყო სასტარტოში.

ყველა ქართველმა "ჩემპიონატისგან" 5,5 ბალი მიიღო, ხოჯავას გარდა (6).

ბრწყინვალედ თამაშობს კიდევ ერთი დებიუტანტიც - ალეკო ამისულაშვილის "კრასნოდარი". ამ გუნდმა შინ 1:0 დაამარცხა "ამკარი". ქართველი მცველი სტაბილურად კარგად თამაშობს, ის მხოლოდ ერთხელ შეცდა სერიოზულად და მაშინაც "კრასნოდარის" კართან სახიფათო არაფერი მომხდარა. "ჩემპიონატმა" ჩვენებურს 6 ბალი დაუწერა. "კრასნოდარი" მე-2-3 ადგილებს "ზენიტთან" იყოფს.

ერთი და ისიც ტატანაშვილი, მაგრამ ყოჩაღ თარგამაძე

უკრაინული ტურიდან თუ ვინმეს გამოყოფა შეიძლება, მათე ღვინიანიძეა - ტრავმამოშუშებულმა ქართველმა 90 წუთი ითამაშა "ვოლინის" წინააღმდეგ, რომელიც მისმა "სევასტოპოლმა" 4:1 გაანადგურა. სხვათა შორის, მასპინძლები აგებდნენ და 41-ე წუთზე ჩვენებურის საგოლე პასის წყალობით გაათანაბრეს, მათე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და იქ ჟაბოკრიცკი მოძებნა.

"სევასტოპოლი" ჯერ მაინც გასავარდნ ზონაშია, 20 ქულით ბოლოსწინაა.

აღვნიშნავთ უჩა ლობჟანიძის დაბრუნებას "დნიპროში", გამოჯანმრთელებულმა ქართველმა ბოლო 7 წუთი ითამაშა "ვორსკლასთან". უკრაინაში ქართულ ლეგიონს რომ ძალიან უჭირს, ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიყვანთ: ამ სეზონში მხოლოდ ერთი ქართული გოლი გავიდა, ისიც დიმიტრი ტატანაშვილის ანგარიშზეა, რომელიც უკვე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია.

თავი გამოიჩინა პერშა ლიგის ლიდერ "ოლექსანდრიას" გარემარბმა დავით თარგამაძემ. მისი ჩინებული საჯარიმო დარტყმის წყალობით ლიდერმა "ბუკოვინა" დაამარცხა. დიდი შანსია, მომავალი სეზონიდან "ფრაიბურგის" ყოფილი ფეხბურთელი პრემიერლიგაში ვიხილოთ. 21 წლის სწრაფმა ფეხბურთელმა 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

სხვა ლიგებიდან აღვნიშნავთ გიორგი კრასოვსკის დუბლს სომხეთში, მისი წყალობით "ულისმა" სტურმად 3:1 დაამარცხა "შირაკი". ესტონეთში "ფლორას" მთავარ გუნდში დააბრუნეს ზაქარია ბეგლარიშვილი და მანაც პირველივე თამაშში ("აიაქსთან" - 6:0) გოლი გაიტანა. ქართული დუბლი ვიხილეთ ლატვიაშიც, სადაც თამაზ პერტიას "დაუგავამ" 2:0 მოუგო "ოლიმპსს", ორივე გოლი კი მამუკა ღონღაძემ შეაგდო. მოლდოვაში გაიტანა "დაჩიას" ლიდერმა ლევან კორღალიძემ, კიშინიოვის დერბიში მისმა გუნდმა "ზიმრბუ" სწორედ ამ გოლით დაამარცხა.

akaa
ანანიძე განაცხადშიც არ იყო და რატომ ხო არ იცის ვინმემ? ტრამვა ხომ არ გაურთულდა??
gurami
უფრო კარგი სტატია იქნებოდა თან დართული ყოფილიყო გატანილი გოლების ვიდეოებიც
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო