ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სერია A. XXIX ტური: მაურო იკარდის ტური [VIDEO]

სერია A. XXIX ტური: მაურო იკარდის ტური [VIDEO]

სერია A-ს მორიგი ტური ძალიან მოულოდნელად დაიწყო. გრანდთაგან პირველად მინდორზე "იუვენტუსი" გავიდა და დაგეგმილი 3 ქულა ვერ აიღო. ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტურინული გრანდი ლამის ყველაფერს იგებდა. დასასრული ყველაფერს აქვს და ეს სერიაც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ... სპალ-თან?

ნახევარმომენტების ამარა დარჩენილმა "ბებერმა ქალბატონმა" მხოლოდ ქულა მოიპოვა. სპალ-ის ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მართლაც ლომებივით იბრძოლეს. ძალიან ცუდი იყო "იუვესთვის" ჯორჯო კიელინის ტრავმა, ვინც უახლოეს შეხვედრებში იტალიის ნაკრებსაც დააკლდება.

"რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. სამაგიეროდ, შევეცადოთ და საკითხს დადებითი კუთხით შევხედოთ - გოლი არ გაგვიშვია და ეს უკვე კარგია. ჩემი კომპლიმენტები მოწინააღმდეგეს - მათ ბოლომდე იბრძოლეს და ეს ქულა დაიმსახურეს", - თქვა "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ.

"ინტერმა" სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა და გასვლაზე 5 უპასუხო გოლი შეუგდო "სამპდორიას". ვნახოთ, იქნება თუ არა ეს ლუჩანო სპალეტის გუნდის აღმასვლის დასაწყისი. თუ მაურო იკარდიმ ასე გააგრძელა, ალბათ, ეს გარდაუვალია.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არგენტინელი შემტევი მართლაც რომ შეუდარებელი იყო. მას მინდორზე ყველაფერი გამოსდიოდა. შედეგად, ექსსამპდორიელმა "პოკერი" მიითვალა და მთლიანად ტურის უდავო გმირად იქცა.

"ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ესაა ის, რისკენაც მივდივართ. ამასთან ერთად, არ მინდა, კომპლიმენტები დავიშურო იკარდის მისამართით. ის, უბრალოდ, დიდებული გახლდათ", - თქვა ნამატჩევს სპალეტიმ.

Video

18.03.18 სამპდორია - ინტერი 0:5

"მილანმა" პატარა სკანდალის ფონზე რთულად დაამარცხა "კიევო". თამაშის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ჯენარო გატუზოსა და გუნდის ხორვატ თავდამსხმელ ნიკოლა კალინიჩს შორის გაუგებრობა მოხდა და ამის გამო ბალკანელი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. ისიც ითქვა, რომ "როსონერიდან" კალინიჩის წასვლა მხოლოდ დროის ამბავია...

ასე იყო თუ ისე, "მილანმა" 3:2 მოუგო "კიევოს". არადა, პირველი ტაიმი "მფრინავმა ვირებმა" მოიგეს. მატჩის დასრულების შემდეგ გატუზომ, ვისაც მალე ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ, კალინიჩის თაობაზეც ილაპარაკა:

"რაც შეეხება კალინიჩის ამბავს, გუნდში 25 ფეხბურთელი მყავს და თითოეული მათგანის მიმართ ჩემი მოთხოვნები ერთნაირია. საჭიროა, ვარჯიშებზე ყველამ ბოლომდე აჩვენოს თავისი შესაძლებლობები, რადგან ჩვენთვის ახლა ყველა მატჩი გადამწყვეტია. ვინც ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯება, შინ რჩება".

Video

18.03.18 მილანი - კიევო 3:2

"რომამ" ელ შაარავისა და ნაინგოლანის გოლებით კლასის ხარჯზე დაამარცხა "კროტონე". ფაქტია, რომაელები თანდათან და გეგმაზომიერად უმატებენ, თან ახლა ყოველ მატჩს "ბარსელონასთან" დაპირისპირებისთვის მზადების კუთხით უყურებენ.

ეს იქნება ურთულესი გამოცდა ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდისათვის. რომაელები სერია A-შიც მაღალ მიზნებს (რა თქმა უნდა, ჩემპიონობას არ ვგულისხმობთ) ისახავენ და მათი თამაშიც ხშირ შემთხვევაში თვალსასეიროა.

Video

18.03.18 კროტონე - რომა 0:2

გვიანდელ მატჩებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა "ნაპოლისა" და "ჯენოას" დაპირისპირება. გამარჯვების შემთხვევაში, მაურიციო სარის გუნდი, რომელიც კარგა ხანს ლიდერობდა, "იუვესთან" სხვაობას ორ ქულამდე შეამცირებდა...

მოლოდინი გამართლდა - "ნაპოლიმ" გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგო და სკუდეტოს შანსი შეინარჩუნა. თუმცა თამაშმა აჩვენა, რომ ბოლოდროინდელი კრიზისი, რომელმაც ნეაპოლელებს ლიდერობა დააკარგვინა, დაძლეული ჯერ არ არის. ამას დაემატა მარეკ ჰამშიკის ტრავმაც, რის გამოც "ნაპოლის" სლოვაკი ლიდერი თამაშს მე-20 წუთიდან გამოეთიშა.

ასეა თუ ისე, ბრძოლა გრძელდება, თუმცა ასეთ "ნაპოლის" ძალიან გაუჭირდება "ქალბატონის" დევნა.

Video

18.03.18 ნაპოლი - ჯენოა 1:0

ფაქტები

2014 წლის აპრილის შემდეგ "მილანმა" პირველად მოიგო სერია A-ს ზედიზედ 5 მატჩი.

ჰაკან ჩალჰანოღლუმ ("მილანი") ამ სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, პირველად მოახერხა ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანა.

ალექსანდარ კოლაროვმა ("რომა") მიმდინარე სერია A-ში 6 საგოლე პასი გააკეთა, რაც ორჯერ მეტია ყველა სხვა მცველის მონაცემებზე.

2014 წლის მარტის შემდეგ "ტორინომ" პირველად წააგო სერია A-ს ზედიზედ 4 მატჩი.

მაურო იკარდიმ "ინტერის" მაისურით 172 მატჩში (ყველა ტურნირის ჩათვლით) 103 გოლი გაიტანა.

სერია A-ში დებიუტის (2012/13) შემდეგ მაურო იკარდიმ მეექვსედ მოახერხა ერთ მატჩში 3 (და მეტი) გოლის გატანა, რაც აღნიშნულ პერიოდში არც ერთ სხვა ფეხბურთელს არ გაუკეთებია.

ასაკის მიხედვით, მაურო იკარდი მეექვსეა იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც სერია A-ში100-გოლიან ზღვარს უწია.

"იუვენტუსმა" სერია A-ს ზედიზედ მე-10 მატჩში შეძლო კარის "მშრალად" შენახვა. ეს არის გამეორება იმ შედეგის, რაც "იუვენტუსს" 2016 წლის მარტისთვის ჰქონდა.

2017 წლის სექტემბრის შემდეგ "იუვენტუსმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, პირველად ვერ შეძლო საგარეო მატჩში გოლის გატანა.

დეკემბრის შემდეგ "სასუოლომ" პირველი მატჩი მოიგო სერია A-ში.

სერია A. XXIX ტური

სპალ-იუვენტუსი 0:0

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დე შილიო, რუგანი, კიელინი (81. ბარძალი), ასამოა (64. მანჯუკიჩი) - პიანიჩი, მატუიდი (84. ბენტანკური) - დუგლას კოშტა, დიბალა, ალექს სანდრო - იგუაინი.

სამპდორია-ინტერი 0:5

გოლები: 0:1 პერიშიჩი (26), 0:2 იკარდი (30-პენ), 0:3 იკარდი (31), 0:4 იკარდი (44), 0:5 იკარდი (51)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, შკრინიარი, მირანდა, დ"ამბროზიო - გალიარდინი, ბროზოვიჩი - კანდრევა (78. ვესინო), რაფინია (80. ბორხა ვალერო), პერიშიჩი - იკარდი (66. ედერი).

მილანი-კიევო 3:2

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (10), 1:1 სტეპინსკი (33), 1:2 ინგზელე (34), 2:2 კუტრონე (52), 3:2 ანდრე სილვა (82)

მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - ბორინი (60. ანდრე სილვა), ბონუჩი, საპატა, როდრიგესი - კესი, ბილია, ბონავენტურა - სუსო, ჩალჰანოღლუ, კუტრონე (83. მუზაკიო).

გამოუყენებელი პენალტი: კესი (90+4. მილანი)

ბენევენტო-კალიარი 1:2

გოლები: 1:0 ბრინიოლა (46), 1:1 პავოლეტი (90+1), 1:2 ბარელა (90+7-პენ)

კროტონე-რომა 0:2

გოლები: 0:1 ელ შაარავი (39), 0:2 ნაინგოლანი (75)

რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, ფასიო, ჟეზუში, კოლაროვი - პელეგრინი (65. სტროოტმანი), გონალონი, ნაინგოლანი - ჟერსონი (71. ფლორენცი), ელ შაარავი (83. იუნდერი), ჯეკო.

ტორინო-ფიორენტინა 1:2

გოლები: 0:1 ვერეტუტი (59), 1:1 ბელოტი (86), 1:2 ტერო (90+4-პენ)

ვერონა-ატალანტა 0:5

გოლები: 0:1 კრისტანტე (2), 0:2 ილიჩიჩი (45+4-პენ), 0:3 ილიჩიჩი (48), 0:4 ილიჩიჩი (69), 0:5 გომესი (71)

ლაციო-ბოლონია 1:1

გოლები: 0:1 ვერდი (3), 1:1 ლუკას ლეივა (16)

ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - რამოს მარკი, დე ვრეი, უოლასი (46. ბასტოსი) - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, ალბერტო, ანდერსონი (83. კაისედო) - ნანი (46. ლუკაკუ), იმობილე.

ნაპოლი-ჯენოა 1:0

გოლი: 1:0 ალბიოლი (72)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (20. ზელინსკი) - კალიეხონი (86. როგი), ინსინიე, მერტენსი (82. მილიკი).

ბომბარდირები: 24 - ჩირო იმობილე (ლაციო); 22 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), დრის მერტენსი (ნაპოლი), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 15 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური

31 მარტი: ბოლონია-რომა, ატალანტა-უდინეზე, კალიარი-ტორინო, ფიორენტინა-კროტონე, ჯენოა-სპალ, ინტერი-ვერონა, ლაციო-ბენევენტო, სასუოლო-ნაპოლი, კიევო-სამპდორია, იუვენტუსი-მილანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს

მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა

"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"

"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს

[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი

"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს

ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა

ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა

ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა

[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა

დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია

[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა

დოვბიკი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა

"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი