საქართველოს ფუტსალის ლიგის XIII ტურის შეხვედრები ორ დღეზე გადანაწილდა. უხვგოლიანი და დაძაბული დაპირისპირებების შემდეგ ფუტსალის ლიგის სატურნირო ცხრილს ახალი ლიდერი ჰყავს.

სასტარტო დაპირისპირება 13 მარტს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა. ადგილობრივმა "მართვემ" ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "კოლხი-გულრიფში" მიიღო და 7:13 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში ოთხი გატანილი გოლით ომით ნაბათალიზადე გამოირჩა. ჰეთ-თრიკია მისი თანამემამულის, ჰამედ ჰოსეინზადეს ანგარიშზე.

ტურის დარჩენილი შეხვედრები 16 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

სათამაშო დღემ სტარტი "აფხაზეთისა" და "თბილისის" შეხვედრით აიღო. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირება "დედაქალაქელების" გამარჯვებით, 8:3 დასრულდა. გამარჯვებულებს ხუთი გატანილი გოლით კახაბერ გოგოხიამ ულიდერა.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

კახა გოგოხია, თბილისი: "არ იყო მარტივი შეხვედრა. მატჩის პირველ ნახევარში ვერ შევძელით ბევრი საგოლე მომენტის რეალიზება, თუმცა გავიმარჯვეთ და ანგარიშით კმაყოფილი ვარ, ჩემ მიერ გატანილ გოლებზე მნიშვნელოვანი ანგარიშია. ძალიან მცირე შანსი გვაქვს ოთხეულში მოხვედრის, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ, დასაკარგი არაფერი გვაქვს".

წარმატებული სერია შეწყვიტა ბსუ-მ. "სტუდენტები" მიმდინარე ტურში "ტატიშვილს" დაუპირისპირდნენ და უმძიმეს ბრძოლაში 4:7 დამარცხდნენ. განსაკუთრებით საინტერესო მატჩის პირველი ნახევარი გამოდგა, როდესაც "მედიკოსების" ხუთბურთიანი უპირატესობიდან პირველ ტაიმშივე თითქმის არაფერი დარჩა და შესვენებაზე გუნდები მინიმალური ჩამორჩენით გავიდნენ. მეორე ტაიმში ფავორიტმა უკეთესი ფიზიკური მომზადების და კლასის ხარჯზე კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო და დამსახურებული სამი ქულაც იზეიმა, რაც, როგორც შემდგომ გაირკვა, სატურნირო ცხრილის სათავეში მოსაქცევად საკმარისი აღმოჩნდა.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

ამირან ასამბაძე, ბსუ: " ჩვენი მთავარი მინუსი საკადრო პრობლემები იყო, ძირითადის ოთხი ფეხბურთელი გვაკლდა, რაც თამაშზეც აისახა. ბიჭები ბოლოს ძალიან დავიღალეთ. მაყურებელი ალბათ კმაყოფილი დარჩა ამ თამაშით, რადგან 5:0-დან შეხვედრაში ანგარიში 5:4 გავხადეთ და ძალიან ცოტა დაგვაკლდა სასურველ შედეგამდე. ძალიან გართულდა ბრძოლა 4 ადგილისთვის. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მეტოქეს კარგი თამაშისთვის, ისევე, როგორც ჩემს გუნდს".

გიორგი ლუკავა, ტატიშვილი: "ბსუ-სთან გვქონდა თამაშის გამოცდილება და დავმარცხდით. დღესაც 5:0-დან 5:4 გაგვიხადეს ანგარიში. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ჩვენი დღევანდელი მეტოქე ნამდვილად ძლიერი გუნდია. ალბათ ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენც მოვდუნდით, თუმცა მეორე ტაიმში გამოვედით მობილიზებულები და მოვახერხეთ გამარჯვება. ბურთს ვიჭერდით, რამაც ჩვენთვის სასურველი ანგარიში განაპირობა".

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "სტუ-თელასი" და გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი "აგორა" დაუპირისპირდნენ. "ენერგეტიკოსების" საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, მატჩის ფავორიტად "ფინანსისტები" ითვლებოდნენ, თუმცა ასათიანის შეგირდებმა, საოცარი თავდადების და მონდომების ხარჯზე, შეძლეს საჭირო სამი ქულის მოპოვება - 7:4. ამ გამარჯვებით "თელასი" პლეი-ოფისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, ბსუ-ს ექვსი ქულით დაშორდა და ოთხეულში ადგილი გაიმყარა. "აგორას" კი სეზონში მესამე მარცხი ცხრილში პირველობის დათმობად დაუჯდა.

მატჩისშემდგომი კომენტარი:

ავთანდილ ასათიანი, "სტუ-თელასის" მოთამაშე-მწვრთნელი: "პირველ რიგში, მინდა ჩემს ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. რთულია თამაში მაშინ, როცა სათადარიგოთა სკამი არ გყავს. ბიჭები დაღლილები იყვნენ პირველი ტაიმის შემდეგ, ფეხები ეკეცებოდათ, თუმცა მონდომების ხარჯზე მოვახერხეთ მოგება და ჰაერივით საჭირო სამი ქულა ავიღეთ.

მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ოთხეულში შევიდეთ. ტრავმების მხრივ, ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. რაც მალე დაგვიბრუნდებიან ბიჭები, უკეთესია. იმედი გვაქვს, შოთა თოფურია პლეი-ოფებზე დაგვეხმარება, გიორგი სოზაშვილი კი, სავარაუდოდ, მესამე წრეში შემოგვიერთდება. მოხარულები ვიქნებით, თუ გავძლიერდებით და მოთამაშეები დაგვემატებიან. სურვილი გვაქვს, ვმუშაობთ ამ თემაზე და იმედია, გამოგვივა, თორემ თუ არ გავძლიერდებით, ისე ძალიან გაგვიჭირდება პლეი-ოფში გასვლაც კი".

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე adjarasport.com-მა XII ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს, მკითხველთა გადაწყვეტილებით, "კოლხი-გულრიფშის" ფეხბურთელი გოგლა ჭოხონელიძე გახდა.

13.03.2018. ფუტსალის ლიგა. XIII ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)

მართვე (ქუთ) - კოლხი-გულრიფში 7:13 (2:5)

გოლები: 02:08’ ხაჭაპურიძე (1:0), 05:40’ ალავერიქჰანი (1:1), 11:41’ ნაბათალიზადე (1:2), 12:09’ ნაბათალიზადე (1:3), 13:10’ გოგსაძე (ს.კ 1:4), 15:22’ ბერეჩიკიძე (2:4), 15:27’ დარჩია (2:5), 20:11’ ბერეჩიკიძე (3:5), 21:26’ ნაბათალიზადე (3:6), 23:24’ ალავერიქჰანი (3:7), 26:12’ გოგსაძე (4:7), 26:46’ დარჩია (4:8), 27:45’ რეხვიაშვილი (4:9), 28:28’ ხაჭაპურიძე (5:9), 32:56’ ბერეჩიკიძე (6:9), 35:06’ ნაბათალიზადე (6:10), 36:37’ ჰოსეინზადე (6:11), 37:05’ ჰოსეინზადე (6:12), 37:54’ ჰოსეინზადე (6:13), 38:01’ გორგოძე (7:3)

გაფრთხილება: 13:38’ ჰოსეინზადე (კოლ)

16.03.2018. ფუტსალის ლიგა. XIII ტური (ოლიმპიური სასახლე)

აფხაზეთი - თბილისი 3:8 (2:2)

გოლები: 09:04’ მუმლაძე (1:0), 11:26’ გოგოხია (1:1), 19:28’ ს.ლომიძე (2:1), 19:41’ გოგოხია (2:2), 22:01’ გოგოხია (2:3), 22:15’ კუხიანიძე (3:3), 24:42’ კიკვაძე (3:4), 30:21’ გოგოხია (3:5), 38:14’ სანიკიძე (3:6), 38:47’ ჯოხაძე (3:7), 39:14’ გოგოხია (3:8)

გაფრთხილება: 23:10’ კუხიანიძე (აფხ), 38:57’ კვანტალიანი (თბ)

ბსუ (ბთ) - ტატიშვილი 4:7 (4:5)

გოლები: 07:12’ ლუკავა (0:1), 08:17’ სილაგავა (0:2), 12:48’ ონიანი (0:3), 13:28’ მურცხვალაძე (0:4), 13:45’ ლუკავა (0:5), 14:08’ ასამბაძე (1:5), 14:58’ ჯალაღონია (2:5), 15:12’ გაბუნია (3:5), 18:43’ ასამბაძე (4:5), 31:14’ თოთლაძე (4:6), 33:40’ ლუკავა (4:7)

გაფრთხილება: 09:42’ ლუკავა (ტატ), 18:43’ ბუკია (ტატ), 18:43’ ასამბაძე (ბსუ), 18:43’ ბროლაძე (ბსუ), 24:13’ კეკელია (ტატ), 27:44’ ექიზაშვილი (ტატ), 31:02’ მურცხვალაძე (ტატ)

სტუ-თელასი - აგორა 7:4 (4:2)

გოლები: 07:30’ კობაიძე (0:1), 08:31’ ასათიანი (1:1), 08:47’ სიგუნავა (1:2), 10:29’ ჯამბურია (2:2), 11:25’ ჭუმბურიძე (3:2), 19:10’ წვერავა (4:2), 28:21’ დანელია (4:3), 29:19’ ჩიმაკაძე (4:4), 32:56’ წვერავა (5:4), 35:50’ ასათიანი (6:4), 38:33’ წვერავა (7:4)

გაფრთხილება:34:24’ გეგეშიძე (თელ)

გაძევება: 17:46’ ალი ასლანი (აგო)

ცამეტი ტურის შემდეგ 30 ქულით სატურნირო ცხრილს "ტატიშვილი" ლიდერობს, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება "კოლხი", ხოლო მესამე ადგილზე ჩამოქვეითებულ "აგორას" 28 ქულა აქვს და სამი ქულით უსწრებს მეოთხე პოზიციაზე მყოფ "თელასს".

ბომბარდირები: კახაბერ გოგოხია (თბილისი), ჰამედ ჰოსეინზადე (კოლხი) - 18, გიგა დანელია (აგორა), გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) - 17, ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი), ლაშა სიგუნავა - 15.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ფუტსალის ლიგა: პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება "ტატიშვილის" გამარჯვებით დასრულდა
ფუტსალის ლიგა: "თელასი" და "აგორა" ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდნენ
ფუტსალის ლიგა სეზონის მთავარი მატჩის მოლოდინში!
ფუტსალის ლიგა: უკვე ოფიციალურად, ოთხეული გარკვეულია!
ფუტსალის ლიგის ფინალური მატჩის პრომო [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: XVII ტური "საყაიმო თრილერით" დასრულდა