საუკეთესო მამაკაცი ჩოგბურთელები მონტე კარლოში შეიკრიბებიან, სადაც წელს დაუმარცხებელი სერბი მუხლის ტრავმის გამო არ იასპარეზებს
ამ კვირას გრუნტის სეზონის პირველი მასტერსი გაიმართება - საუკეთესო მამაკაცი ჩოგბურთელები მონტე კარლოში შეიკრიბებიან, თუმცა ამ ტურნირს ერთი სერიოზული დანაკლისი მაინც აქვს.

ბოლო მომენტში მონაკოში გამოსვლაზე უარი თქვა სეზონის ლიდერმა და 2011 წელს დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბის უარის მიზეზი მუხლის ტრავმა გახდა. შეგახსენებთ, რომ "ჯოკერის" წაუგებელი სერია 26 მატჩამდეა ასული და ამის ხარჯზე მან წელს ავსტრალიის ღია პირველობა, დუბაი, მაიამი და ინდიან უელსი მოიგო.

მონაკოზე უარის გამო ჯოკოვიჩი 360 სარეიტინგო ქულას დაკარგავს, რომელიც შარშანდელი ნახევარფინალის სანაცვლოდ მოიპოვა, თუმცა მის მეორე პოზიციას რეიტინგში არაფერი ემუქრება. როგორც სპორტსმენის ოფიციალური ვებგვერდი წერს, ჯოკოვიჩის მომდევნო ტურნირი ბელგრადის ღია პირველობა იქნება.

"ეს ძალიან ნაღვლიანი მომენტია არა მარტო გულშემატკივრებისთვის, არამედ ჩემთვისაც. მონაკოს მასტერსი ერთ-ერთი უსაყვარლესია ჩემთვის, რადგან მას საშინაო ტურნირად მივიჩნევ. მონტე-კარლო არის ქალაქი, სადაც ტურნირებს შორის შესვენებისას ვცხოვრობ. აქვეა ჩემი კლუბი, სადაც რეგულარულად ვვარჯიშობ უკვე დიდი ხანია. სამწუხაროდ, იძულებული გავხდი ასეთი გადაწყვეტილება მიმეღო და ამის გამო ბოდიშს ვუხდი ტურნირის დირექტორს, ჟელკო ფრანულოვიჩს, რომელიც გაგებით შეხვდა ამ ნაბიჯს", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

მონტე კარლოში (საპრიზო ფონდი - 2 750 00 ევრო) კი უკვე გაიმართა წილისყრა. აქ პირველ ნომრად ესპანელი რაფაელ ნადალია განთესილი, რომელიც პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ან ფინელ იარკო ნიემინენს ან კვალიფიკაციიდან გასულ რომელიმე ჩოგბურთელს შეხვდება.

ნადალის გარდა, პირველი წრისგან თავისუფალი არიან რვა საუკეთესოს შორის შესული ჩოგბურთელები. მათი პირველი მეტოქეები შემდეგ მატჩებში გაირკვევა:

რაფაელ ნადალი (ესპ, 1) - იარკო ნიემინენი (ფინ)/კვალიფიკაცია

როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) - ანდრეი გოლუბევი (ყაზ)/ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)

ენდი მიურეი (ბრიტ, 3) - მარკოს ბაღდატისი (კვიპ)/რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)

დავიდ ფერერი (ესპ, 4) - იანკო ტიპსარევიჩი (სერ)/ფელისიანო ლოპესი (ესპ)

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 5) - ხუან იგნასიო ჩელა (არგ)/კვალიფიკაცია

ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 6) - ტომი რობრედო (ესპ)/ივან დოდიგი (ხორ)

იურგენ მელცერი (ავსტრია, 7) - ნიკოლაი დავიდენკო (რუს)/რობინ ჰაასი (ჰოლ)

გაელ მონფილსი (საფ, 8) - სანტიაგო ხირალდო (კოლ)/დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა