ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის მამა მალხაზ პაპასკირი იკითხება. მისი განცხადებით, ბრალდებულთან ადრეც ჰქონდა შეხება, თუმცა მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მერაბ კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის უდანაშაულოა.

"ამნაირი ტრაგედია ყველას შეიძლება მოუვიდეს და გამიჩნდა მის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ უნდა ყოფილიყო აღიარება ამ დანაშაულის ჩემსა და უფლის წინაშე", - განაცხადა მალხაზ პაპასკირმა. მისი თქმით, საქმეზე ექსპერტიზის სამი წინააღმდეგობრივი დასკვნა არსებობს.

"მთავარი არაა, ვინ დაისჯება, მთავარია სიმართლის დადგენა. იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს ამ გარემოებებს და დაადგენს, რომ მოხდა სიჩქარის გადაჭარბება, რის გამოც დაიღუპნენ ადამიანები. მე არ ვაპირებ შურისძიებას, მე მოვითხოვ სამართალს ამ ამბავზე", - განაცხადა პაპასკირმა.

საქმე 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს.

შეგახსენებთ, კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: interpressnews.ge

7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
მესი ნაკრებთან ერთად ბუენოს-აირესში არ გაემგზავრა
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
[PHOTO] ვინისიუსის ცნობა გაგიჭირდებათ - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
დაღუპა არგენტინა - შირერმა ფინალში ფერნანდესის გაძევებას სულელური უწოდა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
WorldRugby-მ მერაბ კვირიკაშვილის ლელო გამოარჩია [VIDEO]
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია