მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა, არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ჟურნალისტებს ამ სეზონის მთავარი მიზანი გაუმხილა
მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ამ სეზონის მთავარი მიზანი გაუმხილა ჟურნალისტებს. როგორც არგენტინელი ჩოგბურთელი ამბობს, წელს განსაკუთრებულ ყურადღებას ბალახის კორტებზე წარმატებით გამოსვლას დაუთმობს, კერძოდ, უიმბლდონზე მაქსიმალურად შორს გასვლას ეცდება.

დღეისთვის დელ პოტროს ბალახზე მხოლოდ 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან ათი მოიგო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ხუან მარტინი უიმბლდონზე მეორე წრეზე შორს არასოდეს გასულა.

"ბალახის კორტებზე სერიოზული წარმატებისთვის არასოდეს მიმიღწევია, მაგრამ წელს შემიძლია გამოვასწორო მდგომარეობა Queen’s Club-ის ტურნირსა და უიმბლდონზე. ჯერ ბევრი რამ უნდა ვისწავლო იმისთვის, რომ დამაჯერებლად ვიგრძნო თავი ამ საფარზე, თუმცა მზად ვარ ამ გამოწვევისთვის.

ნებისმიერ ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვთამაშობ და ვფიქრობ, კარგი ჩოგბურთის ჩვენების შემთხვევაში შემიძლია მოგება. წელს ჩემი პრიორიტეტი უიმბლდონი უნდა გახდეს", - განაცხადა დელ პოტრომ.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს