საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 24 მარტს, ამხანაგური შეხვედრის ფარგლებში, ლიტვას უმასპინძლებს. საინტერესოა, რა შემადგენლობით ჩამოდის თბილისში ლიტვის მთავარი გუნდი და ვინ არიან მისი ფეხბურთელები.

თავდაპირველად, გაგაცნობთ მოწინააღმდეგის შემადგენლობას და მათ ახლანდელ კლუბებს.

მეკარეები: ერნესტატ სეტკუსი (ჰაპოელი, ისრ), ედვინას გერტომასნი (რენი, ფრა), ვიტაუტას ჩერნისკაუსკასი (ცსკა სოფ, ბულგ)

მცველები: ვლადემარ ბოროვსკი (ტრაკაი, ლიტ), ედვინას გირდვაინისი (ტომი, რუს), ლინას კლიმავიჩიუსი (ჟალგირისი, ლიტ), ვაიდას სლავიჩკასი (სუდევა, ლიტ), ალგის იანსკაუსკასი (სუდევა, ლიტ), იუსტინას იუნისევსკი (ტრაკაი, ლიტ), ეგიდიუს ვაიტკუნასი (მინსკი, ბელ), როლანდას ბარავიკასი (ჟალგირისი, ლიტ)

ნახევარმცველები: ფიოდორ ჩენრიხი (დინამო, რუს), მანტას კუკლისი (ჟეტისტუ, კაზ), არვიდას ნოვიკოვასი (იაგელონია, პოლ), ოვიდიუს ვერბიჩკასი (სუდევა, ლიტ), დანიელ რომანოვსკი (ჟალგირისი, ლიტ), არტურას ზულპა (ტობოლი, კაზ), იუსტას ლასიცკასი (სემუნი, სერბ), სიმონას პაულიუსი (ჟალგირისი, ლიტ), მოდესტას ვორობიოვასი (ტრაკაი, ლიტ)

ფორვარდები: დარვიდას სერნასი (ჰაპოელი, ისრ), ნერიუს ვალსკისი (ბნეი იეჰუდა, ისრ), კაროლის ლაუკზემისი (სუდევა, ლიტ)

როგორც ხედავთ, გუნდის ძირითად ბირთვს ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელები წარმოადგენენ. ვისი გამორჩევა შეიძლება ლიტველთა ბანაკიდან? დავიწყოთ მეკარის პოზიციით.

ბოლო შესარჩევი ეტაპის დროს გუნდის კარს ორი მეკარე - ერნესტას სეტკასი და ემიუს ზუბასი იცავდა, რომელიც ამჟამად გამოძახებული არ არის.

სეტკასი უკვე ვეტერანად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის 32 წლისაა და ისრაელის ჩემპიონატის ბინადარ "ჰაპოელში" ირჯება. აქვე ვთქვათ, რომ სეტკასი ჰოლანდიის ერედივიზიასა და თურქეთის სუპერლიგაშიც ასპარეზობდა.

პირველ შემთხვევაში ის "დენ ჰააგის", ხოლო მეორეში, "სივასპორის"ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს კი საბერძნეთში, კვიპროსსა და ბულგარეთში აქვს ნათამაშები.

ედვინას გერტმონასი კი შეგვიძლია ლიტველთა ერთ-ერთ დებიუტანტად მივიჩნიოთ. 21 წლის მეკარეს მთავარ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ უთამაშია, მაგრამ ის 21-წლამდელთა გუნდის მთავარი კარის დარაჯი იყო.

საინტერესოა, რომ გერტმონასი 2005 წლიდან ფრანგულ "რენში" ირიცხება, თუმცა ძირითად გუნდში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება ვიტაუტას ჩერნისკაუსკას, 29 წლის კარის დარაჯს სოფიის ცსკას რიგებში ბრწყინვალე სეზონი აქვს. მისი გუნდი ბულგარეთის ჩემპიონატში მეორეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

თავად ჩერნისკაუსკასს კი 26 თამაშში მხოლოდ 14 ბურთი აქვს გაშვებული. ამ მაჩვენებლით მხოლოდ "ლუდოგორეცი" თუ დაიტრაბახებს, რომელმაც საკუთარ კარში ბურთი მხოლოდ 13-ჯერ მიიღო.

ვიტაუტასს მთავარი ნაკრების ფორმა 4 შეხვედრაში მოურგია. კარიერის განმავლობაში კი ის ასევე რუმინეთის და კვიპროსის პირველობებზე ასპარეზობდა.

გადავიდეთ მცველებზე: 33 წლის ვალდემარ ბოროვსკი ამჟამად "ტრაკაიში" ასპარეზობს და ლიტვის ჩემპიონატის გარდა არსად უთამაშია. ნაკრების მაისური კი 21 შეხვედრაში მოირგო.

რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ "ტომში" ირიცხება 25 წლის ედვინას გირდვაინისი. გასულ სეზონში ის პოლონეთის ექსტარკლასას ბინადარ "პიასტში" ირჯებოდა. ლიტვის ნაკრებში კი აქამდე 10-ჯერ უთამაშია.

"ჟალგირისის" ღირსებას იცავს 28 წლის ლინას კლიმავიჩიუსი. ეროვნულ ნაკრებში კი 12-ჯერ ითამაშა. ლიტვის კლუბ "სუდევაში" ასპარეზობენ 32 წლის ვაიდას სლავიჩკასი და 35 წლის ალგის იანსკაუსკასი. ორივე ფეხბურთელმა კარიერის ძირითადი პერიოდი ლიტვაში გაატარა.

მთელი კარიერა "ტრაკაიში" აქვს გატარებული 23 წლის იუსტინას იანუსევსკის. ჟალგირისიდან ბელორუსის "მინსკში" ცოტა ხნის წინ გადაბარგდა 29 წლის ეგიდიუს ვაიტკუნასი.

არსად არ გადასულა და "ჟალგირისში" დარჩა 22 წლის როლანდას ბარავიკასი. ის ადგილობრივი კლუბის, "ატლანტასის" აღზრდილია.

გადავიდეთ ნახევარმცველებზე: 26 წლის ფიოდორ ჩენრიხი პოლონური "იაგელონიიდან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოსკოვის "დინამოში" გადავიდა.

ის 2014 წლიდან მოყოლებული პოლონეთის ექსტრაკლასაში ასპარეზობდა. "იაგელონიამდე" კი "ლეჩნას" ღირსებას იცავდა. მან რუსეთის პრემიერლიგაში ორი მატჩი უკვე ჩაატარა და ორივე ძირითადში დაიწყო. ის ლიტვის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. 33 ჩატარებულ შეხვედრაში მეტოქეთა კარი მან 8-ჯერ აიღო.

"ჟეტისუში" ლაშა კასრაძის თანაგუნდელია 30 წლის მანტას კუკლისი. ყაზახეთში ისიც წელს გადაბარგდა, იქამდე კი "ჟალგირისსა" და "ბოჰემიანსში" ირჯებოდა. ის ეროვნულ ნაკრებში 2012 წლიდან ასპარეზობს და 22 მატჩიც ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

ნახევარდაცვის და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კი უდავოდ 27 წლის არვიდას ნოვიკოვასია. ის ამჟამად პოლონეთის "იაგელონიაში" თამაშობს, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ადგილი უკავია.

არვიდასის ანგარიშზე 7 გოლიც ფიქსირდება. სხვადასხვა დროს კი "ბოხუმში", აუეში, "ჰართსსა" და "სენტ ჯონსტონში" უთამაშია.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, აქ მან 37-ჯერ იასპარეზა და 5 გოლი გაიტანა.

იყო პერიოდი, როდესაც ოვიდიუს ვერბიჩკასი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ირიცხებოდა, თუმცა 24 წლის ნახევარმცველს ლიტვაში დაბრუნება მოუხდა და ამჟამად "სუდევაში" ირჯება.

ლიტველთა ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი 19 წლის დანიელ რომანოვსკია, რომელიც რა გასაკვირია და, "ჟალგირისში" ირიცხება.

ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკესკირის თანაგუნდელია 27 წლის არტურას ზულპა. ის "ტობოლში" უკვე მესამე წელია გამოდის. იქამდე კი "აქტობესა" და "ჟალგირისშიც" უთამაშია.

ეროვნულ ნაკრებში შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს 20 წლის იუსტას ლასიცკასს. ის ამჟამად სერბეთის სუპერლიგის კლუბ "ზემუნში" ირჯება.

"ჟალგირისში" თამაშობს 26 წლის სიმონას პაულიუსი. კარიერის ძირითადი პერიოდი მას ლატვიის "ვენტსპილსში" აქვს გატარებული. 22 წლის მოდესტას ვორობიოვასი კი "ტრაკაიში" ირჯება.

გადავიდეთ ფორვარდებზე, სადაც ორი ისრაელის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელი გვხვდება. 33 წლის დარდვიდას სერნას მრავალი კლუბი აქვს მოვლილი, მისი ბოლო ნავსაყუდელი კი "ჰაპოელ ხარ-საბაა". ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 36 შეხვედრაში მან თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

"ბნეი იეჰუდაში"ასპარეზობს 30 წლის ნერიუს ვალსკისი, რომელსაც ასევე ბევრი კლუბი აქვს მოვლილი. ეროვნულ ნაკრებში ვალსკისი არცთუ ისე შედეგიანია და 14 თამაშში საკუთარ ანგარიშზე 1 ბურთი ჩაიწერა.

დაბოლოს, 26 წლის კაროლის ლაუკზემისი ლიტვის "სუდევაში" ირიცხება. იქამდე კი ლატვიის "იელგავაში" და ლიტვის "ატლანტასში" გამოდიოდა.

ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 43 წლის ედგარას იანსკაუსკასია. 2011-12 წლებში ის მოსკოვის "ლოკომოტივში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2012-13 წლებში ანალოგიური მოვალეობა ჰქონდა შოტლანდიურ "ჰართსშიც".

2014 წლიდან 2016 წლამდე ის ლიტვის "ტრაკაის" წვრთნიდა. 2016 წლიდან მოყოლებული კი ეროვნული ნაკრების დამრიგებელია.

ლიტველებს სამი დებიუტანტი ეყოლებათ: იუსტას ლასიცკასი, დანიელ რომანოვსკი და კაროლის ლაუკზემისი.

მათ ბოლო შესარჩევ ჯგუფში, სადაც ინგლისთან, სლოვაკეთთან, შოტლანდიასთან, სლოვენიასა და მალტასთან ერთად ასპარეზობდნენ, ბოლოსწინა, მე-5 საფეხური დაიკავეს.

ლიტველებმა ერთადერთი გამარჯვება საკუთარ მოედანზე მალტასთან (2:0) იზეიმეს, თუმცა ჯუჯა სახელმწიფოს გუნდი გასვლით შეხვედრაში ვერ დაამარცხეს (1:1).

ლიტვის ნაკრები ფიფას რეიტინგში 147-ე პოზიციას იკავებს, საქართველოს კი 101-ე ადგილი უჭირავს.

ლიტვისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს სულ 6-ჯერ დაუპირისპირდნენ და ანგარიში 3-3 მოგებით თანაბარია.

ბოლო ორი მატჩი ლიტველებმა ისე მოიგეს, რომ გოლი არ გაგვატანინეს და ამიტომ რევანშის დრო მოვიდა. ლიტველები თბილისში დღეს ჩამოფრინდებიან.

დავით ხოჭოლავას საქართველოს ნაკრებში ლაშა დვალი შეცვლის [VIDEO]

ლიტვა არა ლიეტუვა.
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია