ჰოლანდიის ერედივიზიონის არნემის "ვიტესის" წევრი, გურამ კაშიას შემდეგ, დღეს 18 წლის გიორგი ჭანტურია გახდება

ჰოლანდიის ერედივიზიონის არნემის "ვიტესის" წევრი, გურამ კაშიას შემდეგ, დღეს გიორგი ჭანტურია გახდება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 17 წლის თავდამსხმელი ჰოლანდიურ კლუბში ზაფხულიდან ვარჯიშობს, მაგრამ ოფიციალური შეხვედრებში ვერ მონაწილეობდა.

არასრულწლოვან ფეხბურთელს ამის უფლებას ჰოლანდიური კანონმდებლობა არ აძლევდა, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩვეულებრივი ამბავია – კლუბებს არასრულწლოვანი არაევროკავშირელთან კონტრაქტის გაფორმება ეკრძალებათ.

ჭანტურიას პრობლემა დასრულდა – დღეს 11 აპრილს გიორგი 18 წლის გახდა, სრულწლოვანს კი არსებული ბარიერი ვეღარ დააბრკოლებს და დღეს "ვიტესის" სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ეს ამბავი გუშინ თავად გიორგიმ გვითხრა, როდესაც სიახლეების შესატყობად დავუკავშირდით.

- გიორგი, "ვიტესში" დიდი ხანია ვარჯიშობ, მაგრამ კონტრაქტს როდის გააფორმებ?

- ორშაბათს, 11 აპრილს 18 წლის ვხდები და როგორც მითხრეს, ხვალ აქაური დროით თერთმეტ საათზე "ვიტესის" გულშემატკივრებთან და მედიასთან წარმადგენენ და კონტრაქტს ვაფორმებ. ასე რომ, გუნდში თამაშის უფლებას მივიღებ.

- რამდენწლიან კონტრაქტს აფორმებ?

- სამწლიანის გაფორმებაზე შევთანხმდით.

- კონტრაქტის გაფორმება ხომ ზაფხულში იგეგმებოდა?

- დიახ, ასე იყო ნათქვამი, მაგრამ დაბადების დღისთვის სიურპრიზი გამიკეთეს.

- რადგან პრეზენტაცია უკვე დაიგეგმა, გეცოდინება, რა ნომრიან მაისურას გაძლევენ?

- დიახ, ესეც გადაწყვეტილია - 11 ნომრით ვითამაშებ.

- ეს შენი არჩევანი იყო?

- 11 ნომერი მეც მომწონდა და მერაბ ჟორდანიამ დაბადების დღეზე, კონტრაქტთან ერთად, ეს საჩუქარიც გამიკეთა.

- ეს ნომერი თავისუფალი იყო?

- არა, ნომერი დაკავებულია, მაგრამ ის ფეხბურთელი სეზონის შემდეგ "ვიტესიდან" მიდის.

- წელს ითამაშებ თუ ახალ სეზონს უნდა დაელოდო?

- სეზონის დასრულებამდე ვერ ვითამაშებ, რადგან ჯერ კონტრაქტი ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტროში უნდა გადაამოწმონ და დაადასტურონ. ეს პროცედურა უკვე გავლილიც რომ იყოს, გუნდთან კონტარქტი არ მქონდა და, ცხადია, განაცხადში ვერ შემიყვანეს, მაგრამ სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურია დარჩენილი, ახალი სეზონი 4 აგვისტოს დაიწყება და დაცდა მომიწევს. თუმცა პირველი ამხანაგურ შეხვედრას "ვიტესი" 9 ივლისს ჩაატარებს და იმედია, ამ დღეს ახალი კლუბის ფორმით პირველ მატჩს ჩავატარებ. თანაც ვის ვხვდებით? ლონდონის "ჩელსის" და იმედი მაქვს, "ვიტესის" მაისურით პირველ შეხვედრას სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებ.

- ვარჯიშობ, მაგრამ ერთია ვარჯიში და მეორე ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა. ამდენი ხნის უთამაშებლობის შემდეგ, თავს როგორ გრძნობ?

- საკმაოდ კარგად, რადგან ჩვენი მწვრთნელი სერხიო ფერერი ძალიან კარგად გვავარჯიშებს.

- როგორია ფერერის დამოკიდებულება?

- ჩემი ეიმედება და მეც მინდა, რაც შეიძლება მალე ვითამაშო და იმედები გავუმართლო.

- ახალგაზრდულ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანე.

- ეს ძალიან გამიხარდა, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებში არ მითამაშია და თავის გამოჩენა მსურდა. 3 ივნისს ხორვატიასთან გასვლითი შეხვედრა გვაქვს და თუ გამომიძახებენ, იმედია გუნდის დახმარებას შევძლებ. ძალიან რთული შეხვედრა კი გველის.

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა