შვეიცარიელი, იტალიელი და ამერიკელი მედიის წარმომადგენლები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას გასწევენ
საქართველოში 3-დღიანი საქმიანი ვიზიტით მყოფმა ლეგენდარულმა იტალიელმა მოთხილამურე ალბერტო ტომბამ მესტიის სტუმრობის შემდეგ, 10 აპრილს გუდაური მოინახულა და საქართველოს სათხილამურო სეზონის თასისა და ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მიმდინარეობას დაესწრო.

ტომბამ თბილისის მერ გიგი უგულავასთან და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ - ვლადიმერ ვარძელაშვილთან ერთად, საქართველოს თასის ერთ-ერთი ეტაპის - "სუხიას თასის" გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა. იტალიელმა მოთხილამურემ მონაწილეობა მიიღო საერთო პრესკონფერენციაშიც, რომელიც გუდაურის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას მიეძღვნა.

ალბერტო ტომბა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სათხილამურო სპორტის ფედერაციისა და კომპანია "სილქ ნეტის" ერთობლივი მოწვევით იმყოფება. ტომბასთან ერთად, გუდაურში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, თბილისის მერი, მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლები და ფედერაციის ხელმძღვანელები ჩავიდნენ.

ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონსა და მსოფლიო ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებულს საქართველოში სამთო-სათხილამურო ექსპერტების, ინვესტორებისა და უცხოელ ჟურნალისტთა გუნდი ახლავს.

შვეიცარიელი, იტალიელი და ამერიკელი მედიის წარმომადგენლები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას გასწევენ და უცხოურ მედიაში საქართველოს სამთო-სათხილამურო ტურიზმისათვის სრულიად ახალ და მიმზიდველ ადგილად წარმოაჩენენ.

ალბერტო ტომბას განცხადებით - საქართველოში ნანახმა მდგომარეობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ასეთი წრაფი განვითრების პირობებში, ქვეყნის ერთ-ერთ სამთო კურორტზე უახლოეს პერიოდში ნამდვილად შესაძლებელი იქნება მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, რაც საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

msy.gov.ge

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე