დღეს, ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის ფინალური დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ფინალური ბრძოლაც მოიგო
დღეს, ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის ფინალური დღე გაიმართა და ტოჩინოშინმა ფინალური ბრძოლაც მოიგო.

ტოჩინოშინის მეტოქე კომოსუბი იჩინოჯო იყო, რომელთანაც დადებითი ბალანსი 10:5-ზე ჰქონდა. ორივე მებროლმა თავიდანვე შეძლო ჩაევლოთ ერთმანეთზე მავაშში ხელი, რაღაც მომენტში ფიზიკური უპირატესობით სცადა იჩინოჯიმ ტოჩინოშინის დაძვრა, თუმცა ქართველმა ამით ისარგებლა და მეტოქე დოჰიოდან, იორიკირით გადაიყვანა.

ქართველის გამარჯვების შემდეგ ოსაკას ტანვარჯიშის არენაზე იქუხა ოვაციებმა და ტოჩინოშინს საიმპერატორი ისრები გადაეცა.

Video

ტოჩინოშინი vs იჩინოჯო

ტოჩინოშინს ჯამში ამ ბაშოზე 10 გამარჯვება და 5 მარცხი დაუგროვდა. ქართველი სეკიტორის მთავარი პრობლემა ამ ბაშოზე ტრავმა იყო, რომლის გამო გამაყუჩებლებით უწევდა ასპარეზობა.

ჰარუ ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკუძუნა კაკარიუ გახდა 13 გამარჯვებით და 2 მარცხით, ერთ-ერთი მარცხიც ტოჩინოშინთან იწვნია.

რაც შეეხება გაგამარუს, ჯურიო ლიგის ბოლო შეხვედრაში იორიკირით დამარცხდა ლიგის მეთორმეტე ნომერ ტაკანოივასთან. თეიმურაზ ჯუღელმა ეს ბაშო რვა გამარჯვებით და შვიდი მარცხით დაასრულა. მის დადებით ბალანსს კი აუცილებლად მოჰყვება რაღაცა სახის დაწინაურება.

aburjga
საბოლოო ცხრილი რომ გამოაქვეყნოთ არ იქნება?
მერაბი
On, შემდეგ ბაშოზე 10 მოგებაც საკმარისი უნდა იყოს. მაშინ დაუგროვდება 14+10+10=34 ქულა და ორივე დაუწერელი კანონიც შესრულდება: დააგროვებს 33-ზე მეტ მოგებას და აქედან 10 ექნება ბოლო ბაშოზე. თუმცა ოძეკობის მინიჭების 100%-იანი გარანტია არ არსებობს
გიორგი
არ დაუკარგავს ტიტული, მე მგონი მოემატა თუ არ ვცდები ამ მოგებით!!!
მერაბი
კი, ნახევარი საფეხურით წაიწევს და დასავლეთის ნაცვლად აღმოსავლეთის სეკივაკე გახდება, მომდევნო ტიტულს - ოძეკობას კი ახლა, სავარაუდოდ, არ მისცემენ, რადგან მხოლოდ ერთი ტურნირი იჭიდავა სეკივაკეს რანგში. ეს ალბათ მაშინ მოხდება, მომდევნო ბაშოზე თუ ისევ მინიმუმ 10 მოგებას დააგროვებს. ოძეკობის მინიჭების ზუსტი წესები არ არსებობს, თუმცა პრაქტიკაში ასეა: ბოლო 3 ტურნირზე დაგროვილი მოგებები უნდა იყოს მინიმუმ 33 45-დან და აქედან მინიმუმ 10 უნდა ჰქონეს ბოლო ტურნირზე. ლევანს 10 მოგების შემთხვევაში დაუგროვდება 14+10+10=34 მოგება, მაგრამ ეს მაინც არ არის გარანტია. ითვალისწინებენ სხვადასხვა სიტუაციას: ტურნირის მოგებას, იოკოძუნას დამარცხებას, სუმოს ხარისხს, კეთილსინდისიერ ბრძოლას და ა.შ. ეს ყველაფერი ლევანს აქვს და წესით, მომდევნო ბაშოზე უნდა გახდეს ოძეკი
სოსო
გმადლობთ მეგობრებო.პასუხი ამომწურავია.
On
მომდევნო 2 ბაშოზე 23 გამარჯვება ჭირდება ჯამში, რომ წოდება მოუმატონ
On
სულ რამოდენიმე ბაშოა, იანვრის თვეში ტიტული ამ ასტან არაფერშუაშია, აქ არის წოდებაში დაწინაურება ან დაქვეითება, რომ არ დაქვეითდეს მინიმუმ 8 გამარჯვება ჭირდებოდა, შემდგომ 2 ბაშოზე 23 მოგება თუ დაუგროვდა წოდებას აუწევენ
გიორგი
დადებითი ბალანსი რომ აჩვენა უკვე მაშინ შეინარჩუნა ტიტული, შემდეგ ორ ბაშოზე 22 მოგება თუ ექნება გახდება ოძეკი
სოსო
არა,არ დაუკარგავს.პირიქით.მას დადებითი ბალანსი ჰქონდა და მისი რეიტინგი უფრო აიწევს,თუმცა ეყოფა თუ არა,უფრო მაღალ ტიტულს,ამას გადაანგარიშება სჭირდება.რაც შეეხება იმპერატორის თასს,ის ამ კონკრეტულ ბაშოზე გათამაშდა და ლევანმა გამარჯვებულის წოდება ვერ შეინარჩუნა.გამარჯვებული კაკურიო გახდა.
sumo
სეკივაკედან უფრო ზევით ანუ ოძეკობამდე რომ დაწინაურდე საჭიროა სანიაკუში ზედიზედ სამ ბაშოზე 33 და მეტი მოგება დააგროვო მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდები ოძეკი.ან კიდევ ერთი შანსი ჰქონდა ეს ტურნირიც რომ მოეგო უთუოდ ოძეკი გახდებოდა
სოსო
ლევანი მართლაც საოცრად გამოვიდა ამ ბაშოზე.ნეტავ წოდების მოსამატებლად ეს შედეგი ეყოფა?
anti
გამარჯობათ, დიდად ვერ ვერკვევი ამ სპორტში და იქნებ გამარკვიოთ, დაკარგა ტიტული ტოშინოჩინიმ?
რომა
წესით ტოჩი ოძეკია
zas.
კაცია,კაცი ჩვენი ტოჩი,ღმერთმა გაუმარჯოს.

ლევანი და გოლიათი.....
state
ამ ბაშოზე ტოჩი დააჯილდოვეს პრიზით კარგი პერფორმანსისთვის
irakli Apkhaidze
კაკურიუმ ბოლო ბრძოლაც წააგო (ტაკაიასუსთან) და 13-2 ბალანსით მოიგო
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინი რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა!
ახალი ბანძუკე გამოქვეყნდა - ტოჩინოშინის პოზიცია შეიცვალა
ტოჩინოშინის შანსი - სუმოს ისტორიაში ბაშო მესამედ გაუქმდა
"მუხლში ერთი ხრტილიც აღარ დამრჩა" - გაგამარუ სუმოდან წავიდა
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ჰარუ ბაშო. XI დღე: ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაკარგვის საფრთხის ქვეშაა [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ჰარუ ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინი მიაწვა, მიაწვა და ტამავაში დოჰიოდან გაიყვანა! [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
ჰარუ ბაშო. XII დღე: ტოჩინოშინი VS ჰაკუჰო - შანსი გვქონდა, თუმცა ვერა... [VIDEO]
ბანძუკე განახლდა - ტოჩინოშინის ახალი რეიტინგი ცნობილია
ჰარუ ბაშოს ამბები - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ჰარუ ბაშო. XIII დღე: ტოჩინოშინი VS კაკურიუ - ბრძოლა შედგა, გამარჯვება იოკოძუნას დარჩა [VIDEO]
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
ჰარუ ბაშო. დღე II [LIVE]