საქართველოს ნაკრებმა მარტის პირველ ამხანაგურ მატჩში ლიტვა 4:0 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მარტის პირველ ამხანაგურ მატჩში ლიტვა 4:0 დაამარცხა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვლადიმირ ვაისის შეგირდები ბალტიისპირულ გუნდს დიდი ანგარიშით ამარცხებენ, 2017 წლის შემოდგომაზე მათ ლატვია 5:0 გაანადგურეს.

5:0 და მეტი - საქართველოს ნაკრებისგან დაჩაგრულები [VIDEO]

Sportall.ge გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებას ქართულ-ლიტვური დაპირისპირებიდან.

გიორგი ლორია 7.0 - ჩვენი ნაკრების დარაჯს მატჩის განმავლობაში საქმე არ ჰქონია, ერთ-ორ მომენტში ჩაერთო შეხვედრაში და ისიც ყოველგვარი ხიფათის გარეშე.

ოთარ კაკაბაძე 8.5 - ოთარ კაკაბაძე ნაკრების ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტად ვითარდება. მარჯვენა ფლანგი "ხიმნასტიკის" მცველს სრულად ებარა და მეტოქეს არაფრის უფლებას არ აძლევდა. მისი მონაგარი ამ მატჩში საგოლე პასი იყო, პენალტიც მისი აქტიური თამაშის შედეგი იყო.

საბა კვირკველია 7.5 - ლიტველთა შეტევა ბურთს თითქმის ვერ იღებდა. ეს საბა კვირკველიას დამსახურებაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რიგ მომენტებში საკმაოდ ეუხეშებოდნენ, საპასუხოდ კი ქართველის აგრესიას იღებდნენ.

გურამ კაშია 7.0 - "ვიტესის" მცველი თითქმის უსაქმოდ იყო, მხოლოდ სივრცეებს კეტავდა და ფიზიკური ბრძოლები ნაკლებად უწევდა.

გიორგი ნავალოვსკი 6.5 - მისი ფლანგი ბევრად უფრო წყნარი იყო, ვიდრე თუნდაც კაკაბაძის. ნავალოვსკის არც ბევრი გარჯა და არც ბევრი სირბილი უწევდა. თუმცა ერთ მომენტში მის ძალიან კარგ პასს გიორგი პაპუნაშვილის გოლი მოჰყვა.

ჯაბა კანკავა 7.0 - რამდენიმე შეტევის ჩაშლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეს შეტევები არ ყოფილა მაინცდამაინც რთული. 60 წუთი დაჰყო მოედანზე და საერთო ჯამში, ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

ვაკო გვილია 7.5 - ბატედან წასვლის შემდეგ "ლუცერნში" იდეალურ ფორმაში შევიდა. მოედანზე ვაკოს აჩრდილის ნაცვლად თვით ვაკო იყო დაბრუნებული. კარგად იწყებდა შეტევებსაც და ერთი გოლიც მისი წყალობით გავიდა. ფაქტია, რომ გვილია ნაკრების მომავალია და მისი პროგრესი ნაკრების წინსვლის გარანტორია.

გიორგი ჩაკვეტაძე 7.5 - ქართველ ტალანტს იდეალური დებიუტი გამოუვიდა და ერთი გოლიც მის ანგარიშზეა. პირველი ტაიმის განმავლობაში საკმაოდ აქტიური იყო და ცდილობდა შეტევების გამწვავებას. თუმცა მეორე ტაიმში ცოტა დაიკარგა, რასაც მისი შეცვლა მოჰყვა.

ვაკო ყაზაიშვილი 6.5 - შეიძლება ცოტა კრიტიკული შეფასებაა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ყაზაიშვილი პროგრესს ვერ განიცდის და ეს სანაკრებო თამაშებსაც ეტყობა. მისი მონაგარი ამ შეხვედრაში პენალტიდან გატანილი გოლია. სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ მოედანზე არ ჩანდა.

გიორგი პაპუნაშვილი 7.5 - ჯანო ანანიძის ნაცვლად მოედანზე გიორგი პაპუნაშვილი გამოვიდა, რომელმაც სადებიუტო გოლი გაიტანა და მუდმივად ცდილობდა შეტევების გამწვავებას. ზოგჯერ ზედმეტსაც იღებდა საკუთარ თავზე, რის გამოც რამდენიმე შეტევა გააფუჭა. ეს, ძირითადად, მეორე ტაიმში ხდებოდა.

გიორგი ქვილითაია 7.0 - მთავარი არჩევანი თავდამსხმელებში ნიკა კაჭარავასა და გიორგი ქვილითაიას შორის გვაქვს, ვაისმა კი ამ მატჩისთვის სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან ქვილითაია ბევრს მოძრაობდა და კარგად ეხსნებოდა ფეხბურთელებს საჭირო მომენტში. ერთი გოლიც გაიტანა, თუმცა ეს უფრო ავტოგოლს ჰგავდა, მაგრამ პენალტი მან გამოიმუშავა.

ვლადიმირ ვაისი 8.0 - საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სწორი მიდგომითა და შესაბამისი ტაქტიკით ახალი ისტორია დაწერა. პირველად მოხდა, როცა საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა და თანაც, გოლიც არ გაუშვია. ვაისმა აღნიშნა კიდეც პრესკონფერენციაზე, რომ მთავარი მიზანი მეორე ტაიმში გოლის არგაშვება იყო, რაც ზუსტად გააკეთეს და მისი თავკაცობით ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო. თუ სლოვაკის ხელმძღვანელობით ნაკრები ასე გააგრძელებს, ნამდვილად არ იქნება რთული ერთა ლიგის გუნდებთან გამკლავება.

ირაკლი
ჩაკვეტაძეს ქონდა დებიუტი, ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა და გოლიც მშვენიერი გაიტანა. კაკაბაძეც მაგარი იყო იფრინა მთელი თამაში. ეს ორი იმსახურებდა უმაღლეს შეფასებებს და რატო დაუწერეთ თითქმის იგივე შეფასება ჩაკვეტაძეს რაც ლორიას ან კანკავას?
vaso
კაკაბაძე-8.5, პაპუნაშვილი და ჩაკვეტაძე-8.0, ქვილითაია-გვილია-7,5, ნავალოვსკი და კაშია-7, ამ ბიჭებმა, საერთოდ უშეცდომოდ ითამაშეს. ლორია-კვერკველია-კანკავა-6,5, რადგან თითოეულმა მათგანმა, კარგ თამაშთან ერთად მაინც დაუშვეს შეცდომები, რომელსაც, თუნდაც კაზახეთი, არ გაპატიებს. ვაკო ყაზაიშვილი-6, იგი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ზამენებზე კომენტარს არ გავაკეთებ. ვაისი-7.5, რადგან ვერადა ვერ გამოვაძახებინე ნაკრებში ებრალიძე, რომელიც ზედგამოჭრილი იქნება ნავალას პოზიციაზე, ასევე ჭანტურიშვილი, რომელსაც ყაზაიშვილის და ზოგიერთებისიც ჩანაცვლება შეუძლია და სხირტლაძე-ლობჟანიძე, რომელებიც საგრძნობლად გაზრდიან კონკურენციას და საბოლოოდ გადაჭრიან თავდასხმის ხარვეზებს. სხვა მხრივ მატჩი ნამდვილად ჩაეწერება პოზიტივში ვალოდიას, რომელიც მართლაც ცდილობს გუნდის დაყენებას და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ცუდი სპეციალისტი ნამდვილად არაა, ვნახოთ შემდეგი თამაში, რას მოუტანს. წარმატებები და არ მიწყინოთ თუ კრიტიკული ვარ. ეს მხოლოდ ჩემი აზრია
georgian
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა ფეხბურთელი, მთლიანად ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე იდგა. თუ მაინც უნდა გამოვარჩიოთ, ალბათ ჩაკვეტაძე და კაკაბაძე. ბრავო და წარმატებები ესტონეთთან.
ლეო
კარგი შეფასებებია. კაჭარავა იმსახურებს ძირითადს. ჩაკვეტაძეს მეტ ქულას დავუწერდი მე პირადად
Tbiliseli
ჩაკვეტამ მაგრად ითამაშა მაგრამ პაპუნაშვილს ჩემი ხმა. ერთი მინუსი ის აქვს რომ ბურთთან განშორება უჭირს, მაგრამ ამ თამაშში კარგად თამაშობდა პასებს.
roma
ოთარ კაკაბაძეს დავუჭირე მხარი, მაგრამ ჩაკვეტაძისთვისაც მინდოდა ხმის მიცემა. წარმატებები საქართველოს ნაკრებს. ისე საერთო ჯამში 10 ბალიანი სისტემით 8 ქულას დავუწერდი მთელ ნაკრებს და იმედი მაქვს მომდევნო მატჩში ორციფრიან რიცხვს გამოვიყენებ. ეხლა ესტონეთის განადგურების ჯერია.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა