სტენ კრონკე მზადაა ლონდონური კლუბის აქციების შესაძენად 731 მილიონი ფუნტი (827 მილიონი ევრო) გადაიხადოს
ამერიკელი მილიარდერი სტენ კრონკე ლონდონის საფეხბურთო კლუბ "არსენალს" იყიდის. გარიგების საერთო თანხა 731 მილიონ ფუნტს (827 მილიონი ევრო) შეადგენს. უახლოეს მომავალში კრონკე "არსენალის" აქციების შესყიდვასთან დაკავშირებით მის ყველა მფლობელს წინადადებით მიმართავს, მათ შორის რუს ალიშერ უსმანოვსაც.

ცოტა ხნის წინ კრონკეს კლუბის აქციების 29.9 პროცენტი ეკუთვნოდა. ლონდონის საფონდო ბირჟის წესებით, მას შემდეგ, რაც ამერიკელის წილი 29.99 პროცენტს გადააჭარბებს, მან კლუბის დანარჩენი აქციების შესყიდვის აუცილებელი პროცესი უნდა დაიწყოს.

კრონკე აქციების შესყიდვის შესახებ დენი ფიშმანს მოელაპარაკა (მისი წილი სხვადასხვა მონაცემებით, 16-დან 17 პროცენტამდეა). ეს ნიშნავს, რომ კრონკე "არსენალის" აქციების 62.89 პროცენტის მფლობელი იქნება. კლუბის აქციების მსხვილი პაკეტის სხვა მფლობელი უსმანოვია (27 პროცენტი).

ადრე უსმანოვი კრონკესთან ერთად, "არსენალის" შესყიდვის პრეტენდენტად მიიჩნეოდა. თუმცა კლუბის რუსის ხელში გადასვლას დირექტორთა საბჭოს წევრები (მათ უსმანოვი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიყვანეს) და პირადად "არსენალის" პრეზიდენტი პიტერ ჰილვუდი აღუდგნენ წინ, რომელმაც უსმანოვის კაპიტალის "საეჭვო" წარმომავლობაზე არაერთხელ ისაუბრა.

ბოლო დრომდე "არსენალი" პრემიერლიგის ლიდერთაგან ერთადერთ კლუბად რჩებოდა, რომელსაც უცხოელები არ ფლობდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ამერიკელ მალკოლმ გლეიზერს ეკუთვნის, "ჩელსი" - რუს რომან აბრამოვიჩს, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი - არაბ შეიხ მანსურს.

კომპანიას, რომლის მფლობელიც კრონკეა, NBA-ს კლუბი "დენვერ ნაგეთსი", ნჰლ-ის გუნდი "კოლორადო ეველანში", ასევე საფეხბურთო კლუბი "კოლორადო რეპიდსი" ეკუთვნის, რომელიც ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგაში (MLS) გამოდის.

მომზადებულია Sky News-ის მიხედვით

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს