დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" ბენეფიციარები ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში უფასოდ ისწავლიან
ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და ა(ა)იპ "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" ბენეფიციარებისთვის პილოტურ პროექტს იწყებს.

შესაბამისი თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი აკადემიის სპორტდარბაზში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა თათია ხოჭოლავამ, საკალათბურთო აკადემიის დირექტორმა გიორგი ალავიძემ და "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" ეროვნულმა დირექტორმა ზვიად ბერძენიშვილმა. პილოტურ პროექტში 14 წლამდე ასაკის 15 ბავშვი ჩაერთვება.

თანამშრომლობის მიზანია დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებზე მორგებული სპორტული აქტივობების დანერგვა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი არასრულწლოვნების ჯანსაღ, წარმატებულ და მიზანდასახულ პიროვნებებად აღზრდა.

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ერთვება არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერაში; სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში 2014 წელს დაფუძნდა "დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველო", რომლის ფუნქციად რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება განისაზღვრა. მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. ცენტრი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. 2014-17 წლებში მედიაციის სახლის სერვისებით 1286-მა არასრულწლოვანმა ისარგებლა, რომელთაგან 228 ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვია.

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" ორი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს. პირველი, ეს არის ოჯახის გაძლიერების პროგრამა, რომლის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ 18 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები. ამ სერვისით ქვეყნის მასშტაბით 1024 ბავშვი სარგებლობს. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის ალტერნატიული ზრუნვა, რომელიც საშუალებას აძლევს მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ოჯახთან მიახლოებულ გარემოში იცხოვრონ.

გიორგი ალავიძე (ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის დირექტორი): "აღნიშნული თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების სპორტულ, ამ შემთხვევაში, საკალათბურთო დატვირთვას, ქვეყანაში კიდევ ერთ სოციალურ ფენას დაეხმარება. აკადემიის ახალ პარტნიორებთან ერთად ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი სპორტული აქტივობა მოვარგოთ არასრულწლოვნებს. ჩვენთვის ეს ახალი გამოწვევა და პატივია".

თათია ხოჭოლავას განცხადებით, მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერა კერძო სექტორის მხრიდან. "ზაზა ფაჩულიას აკადემიამ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, პირველმა გამოთქვა მზადყოფნა, თავისი საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანად განხორციელებაში, რაც ძალიან მისასალმებელია. აკადემიის ხელმძღვანელობა ადასტურებს ამ მიმართულებით სპორტულ ღონისძიებებში კერძო სექტორის ჩართულობის მაღალ მნიშვნელობასაც. ამ შეთანხმებით ხელს შევუწყობთ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ჩვენი ბენეფიციარების რესოციალიზაციას", - განაცხადა თათია ხოჭოლავამ.

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ