საქართველოს რაგბის კავშირი ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის შესახებ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის მიმართვა

საქართველოს რაგბის კავშირის ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფის შეწყვეტის შესახებ.

გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი არის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე ქართული რაგბის სფეროში არსებული სარაგბო ატრიბუტიკისა და სლოგანის.

საქართველოს რაგბის კავშირის კანონით დაცულ ბრენდს წარმოადგენს საქართველოს რაგბის კავშირთან, საქართველოს ეროვნულ ნაკრებებთან და ზოგადად ქართულ რაგბისთან დაკავშირებული და ასოცირებული სავაჭრო ნიშნები, მათ შორის რაგბის ბორჯღალი, ვაზი, სლოგანი - "რაგბი ჩვენი თამაშია", რაგბის ფერებისა და ნიშნების კომბინაცია და ქართულ რაგბისთან, საქართველოს რაგბის კავშირთან და საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებებთან ასოცირებული სხვა ატრიბუტიკა, ფოტო და ვიდეომასალა.

მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირია უფლებამოსილი, მოახდინოს თავისი სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლების მინიჭება კონკრეტული, რაგბის კავშირთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირებისათვის - საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორებისათვის.

არცერთ პირს ან ორგანიზაციას არა აქვს უფლება, გამოიყენოს საქართველოს რაგბის კავშირის დაცული სავაჭრო ნიშნები, სლოგანი, ბრენდი, ატრიბუტიკა, ვიდეო და ფოტომასალა საკუთარი კომერციული მიზნებისათვის, ასევე საკუთარი კომერციული ატრიბუტიკა, ბრენდი, სლოგანი, ვიდეო და ფოტომასალა და ა.შ. საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ან/და მისი მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებში (რაგბის მატჩები, სტადიონებზე ორგანიზებული ღონისძიებები და სხვა). ასეთი ქმედებების არასანქცირებული განხორციელება მკაცრად აკრძალულია საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით.

ჩვენთვის გახდა ცნობილი სხვადასხვა კომპანიის მიერ საკუთარი კომერციული მიზნებისათვის საქართველოს რაგბის კავშირის სავაჭრო ნიშნების გამოყენების თაობაზე.

გარდა აღნიშნულისა, ადგილი ჰქონდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მონაწილეობით გამართულ საერთაშორისო დონის თამაშზე, აზარტული თამაშების ერთ-ერთი კომპანიის მიერ თავისი კომერციული მიზნებისათვის საკუთარი სახელის/ბრენდის არასანქცირებულ გამოყენებას, რამაც დაარღვია არა მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირის, არამედ დამრღვევი კომპანიის კონკურენტის - რომელიც წარმოადგენს რაგბის კავშირის ოფიციალურ სპონსორს - კანონით დაცული ინტერესები.

აღნიშნული და მსგავსი ფაქტები ჩვენ მიერ ფასდება როგორც არაკორექტული, საქმიან ურთიერთობებში მიუღებელი, საქართველოს რაგბის კავშირის ინტერესებისათვის ზიანის მომტანი ქმედება. ამასთანავე, მსგავსი ფაქტების ნებისმიერი პირის მიერ ჩადენის პრევენციის მიზნით საქართველოს რაგბის კავშირი მზადაა მიმართოს ყველა კანონიერ ზომას დამრღვევის წინააღმდეგ, მათ შორის სამართლებრივ რეაგირებასა და ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას.

გამომდინარე ზემოხსენებულიდან, მოგმართავთ მოთხოვნით, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ქართული სარაგბო ნიშნებისა და საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების კავშირის ნებართვის გარეშე ნებისმიერი სახით გამოყენება.

ამავდროულად, საქართველოს რაგბის კავშირი მზადაა განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც დაკავშირებული იქნება თანამშრომლობასთან და საერთო, მათ შორის - კომერციულ მიზნებთან დაკავშირებულ შეთანხმებებთან.

ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ კეთილსინდისიერი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ინტერაქციის გზით არის შესაძლებელი ხანგრძლივი, მეგობრული, პარტნიორებისათვის, რაგბის კავშირისათვის და ზოგადად, ქართული რაგბისათვის ფასეულობის შემქმნელი ურთიერთობების აწყობა".

ვეტერანი
თუ საძირკველი სიცრუეზეა დაშენებული შენობაც მყიფე და ყანყალა იქნება. თუ ჩვენი თამაშია სახვეწარი 6 ერში მიღება ბრიტანელების სახვეწარი, რატომ გვაქვს? "რაგბი" ჩვენი საყვარელი თამაშია" ეს სიმართლეა და არა სიყალბე.
ლევანი
ძალიან კარგი სლოგანია! "რაგბი ჩვენი თამაშია".
ვეტერანი
"რაგბი ჩვენი თამაშია". "ჩურჩხელა" სომხურია. "ხვანჭკარა" მოლდავურია......
"შავი ლომი" | სამი მატჩი სამხრეთაფრიკულ გუნდებთან
7-ქალა მონაკოს ტურნირზე ითამაშებს
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
კიტეიშვილმა "შტურმი" ორკაცნაკლულ "ლასკთან" მარცხისგან იხსნა
[VIDEO] უკვე დუბლი - ხვიჩამ დიდებული გოლი გაიტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ პენალტით პსჟ დააწინაურა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-0 რუსთავი. სტუმარს მეტი შანსი ჰქონდა...
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
"შავი ლომი" | სამი მატჩი სამხრეთაფრიკულ გუნდებთან
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ოფიციალურად: რებროვი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს
"სწორედ ამიტომ, შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია" - მიქაუტაძემ თავისი მოსაზრება ახსნა
პრემიერ ლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ - "ლესტერი" ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა
Geo Team: ქეცბაია თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გახდება
რა შემთხვევაში გამოვა ირანი მუნდიალზე - ქვეყნის სპორტის მინისტრმა პირობა დაასახელა
მატჩის დღე - კვარაცხელიამ უნდა დაიწყოს!
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
საქართველო ყაზახეთსა და აზერბაიჯანს რაგბის განვითარებაში დაეხმარება
ქართული და ებრაული რაგბი განვითარებისთვის ირაზმებიან
ბოდიშს გიხდით ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო - რაგბის კავშირის განცხადება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება