გერმანიაში სუპერმატჩია, რომელიც საერთოდ ევროუიქენდის ერთერთ გამორჩეულ რკენად უნდა ჩავთვალოთ. "ალიანც არენას" "დორტმუნდი" სტუმრობს. ბოლო წლებში მხოლოდ ეს კლუბი ცდილობს, როგორღაც ხელი შეუშალოს "რეკორდმაისტერის" ჰეგემონიას გერმანულ ფეხბურთში.

მართალია, ამ დროისთვის გერმანიის ჩემპიონის ვინაობა თითქმის გარკვეულია და "ბაიერნს" ოქროს მედლებში ვეღარავინ შეეცილება, მაგრამ ორი საუკეთესო გერმანული კლუბის შეხვედრას თან მაინც სდევს განსაკუთრებული შარმი.

რომელ ადგილზეც უნდა იყვნენ ეს გუნდები, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ყველა ფაქტორი, მათ შორის სატურნიროც კი, უკანა პლანზე ინაცვლებს. ასე იქნება ამჯერადაც. ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ფიცხელი უნდა გამოდგეს.

დაშავებული ფეხბურთელები ორივე გუნდის შემადგენლობაში არიან. დავიწყოთ "ბაიერნით". იუპ ჰაინკესის გაწვრთნილ გუნდს მანუელ ნოიერი და კინგსლი კომანი რომ ვერ დაეხმარებიან, ეს ისედაც ვიცით. საკითხავია, არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგი თუ შეძლებენ მოედანზე გასვლას. მათ გარეშე "ბაიერნის" დანაკლისი სერიოზული იქნება.

ტრადიცია არ ირღვევა და ტრავმების კუთხით არც "დორტმუნდს" ულხინს. ამ გუნდის ლაზარეთი ადრინდელივით გატენილი აღარ არის, მაგრამ მასში მაინც არიან კარგი ფეხბურთელები. ასე მაგალითად, გამორიცხულია მინდორზე შინჯი კაგავასა და ანდრეი იარმოლენკოს გასვლა. საეჭვოა მარკო როისის მდგომარეობაც, არადა, მან ახლახან განაახლა საფეხბურთო ცხოვრება და იმედი აქვს, რომ იოახიმ ლიოვის სამუნდიალო სიაშიც მოხვდება...

ეს გუნდები ბუნდესლიგაში ერთმანეთს პირველად 1965 წელს დაუპირისპირდნენ. თავიანთი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ დღევანდელი ბაიერნელები რობერტ ლევანდოვსკი და მატს ჰუმელსი. მარიო გიოტცეც თავის დროზე "დორტმუნდიდან" "ბაიერნში გადავიდა, მაგრამ მერე უკან დაბრუნდა. ბუნდესლიგური ბალანსი "რეკორდმაისტერის" სასარგებლოდაა. მათი გამარჯვებით დასრულდა 44 მატჩი, "დორტმუნდმა" კი 24 თამაში მოიგო.

სატურნირო თვალსაზრისით თუ მივუდგებით, მთავარი ინტრიგა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდების გარკვევაა. ამ მხრივ, ჯერ ძალიან ბევრი რამ არის ბურუსით მოცული. თანაც, სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ბუნდესლიგაში ყველა გუნდი, თითქოს უმოტივაციოც კი, ბოლომდე იბრძვის.

ასე რომ, იოლი შეხვედრა არცერთ მათგანს არ ელოდება. საკმარისია აღინიშნოს, რომ თვით მეშვი

დე ადგილზე მყოფ "ჰოფენჰაიმსაც" აქვს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი.

ფაქტები

"აუგსბურგს" ბუნდესლიგაში არასოდეს მოუგია "ლევერკუზენისთვის".

"ჰოფენჰაიმს" მიჯრით ოთხი ბუნდესლიგური მატჩი არ წაუგია.

"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ბოლო 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ თითო გოლი.

"ვერდერისა" და "აინტრახტის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"მაინცმა" "გლადბახი" ბოლოს 2016 წელს დაამარცხა.

ბუნდესლიგა. XXVIII ტური

შაბათი, 31 მარტი

ჰოფენჰაიმი-კიოლნი 17:30

შალკე-ფრაიბურგი 17:30

ლევერკუზენი-აუგსბურგი 17:30

ჰანოვერი-ლაიპციგი 17:30

შტუტგარტი-ჰამბურგი 17:30

ბაიერნი-დორტმუნდი 20:30

ჰერტა-ვოლფსბურგი 22:30

კვირა, 1 აპრილი

ვერდერი-აინტრახტი 17:30

მაინცი-გლადბახი 20:00

ბომბარდირები: 23 რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 პიერემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა