რევაზ დავითაძემ ევროპირველობაზე 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ევროპის ახალი ჩემპიონი ჰყავს!

19 წლის რევაზ დავითაძემ (85 კგ) 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

საქართველოს ჰიმნი ბუქარესტში კიდევ ერთხელ აჟღერდა!

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოეს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო.

აკვრაში დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა, ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა!

ქალთა შორის აკვრაში ბრინჯაოს პრიზიორი თათია ლორქთქიფანიძე (69 კგ) გახდა.

zaza
უფალმა დაგლოცოს და სულ გამარჯვების გზაზე გატაროს!
არჩილ
უდიდესი სიამოვნება იყო რევაზის გამოსვლისთვის თვალის დევნება ბუქარესტის ფიცარგანზე. ენით აღუწერელი გრძნობა და სიამაყე გეუფლება კაცს. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას და დიდი მადლობა ბატონ კახიაშვილს, ბატონ ასანიძეს და რა თქმა უნდა ყველა იმ პირს ვინც ასეთი კარგი ბიჭები აღზარდეს!
სოსო
რეზოს გამარჯვებას ვუყურე და მივულოცე კიდეც,მაგრამ თათია ლორთქიფანიძის გამოსვლაზე არაფერი ვიცოდი.არადა მისი ბრინჯაოს მედალი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კია,ვიდრე ბიჭების ოქროებია.ანასტასია გოტფრიდი მაინც უკრაინული ძალოსნობის სკოლის აღზრდილია,თათია კი მგონი პირველი ქართველი ქალი პრიზიორი უნდა იყოს ევროპის ჩემპიონატის დონეზე.ასე რომ ვულოცავ თათიასაც და ჩვენს ქალთა ძალოსნობასაც.
მამული
ნუ რა ვთქვა არ ვიცი პირველ რიგში ასანიძეს რო მწვრთნელობა მაგრად გამოდის ეს ხომ არაა სალაპარაკო და ტოკიოს ოლიმპიადაზე ალბათ ფურორი მოხდება ჩვენი ბიჭებისგან.
tngh
გილოცავ რევაზ!!! გაიხარე და იმედია, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ!!!
ზიზუ
მადლობა ამ ახალგზრდა ვაჟკაცს საქართველოს გახარებისთვის, ტოკიოდან ველოდები ამ ბიჭისგან მედალს
giorgi
იქნებ ცოტა უფრო მეტად გავაშუქოთ ქალებში თათია ლორთქიფანიძის წარმატება, ბ ჯგუფიდან ბრინჯაო მოიპოვა, თუმცა კიდევ უფრო მეტის მიღწევაც შეეძლო, მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო
გურგენა
რევაზ დავითიძემ ისტორიული ოქრო აიღო. ეს იყო დიდებში ოლიმპიურ სპორტის სახეობებში დამოუკიდებელი საქართველოს მე-100 ოქრო, ევროპაზე, მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე ერთად. ოლიმპიური სპორტის სახეობები. დიდებში. ევროპის ჩემპიონატზე - 71 ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე - 21 ოქრო ოლიმპიადაზე - 8 ოქრო
აქამდე დაწერილ ყველა კომენტარს ერთი "დაშვებული ცერი" ახლავს...
ერთი ამ ადამიანის დადგენა შეიძლებოდეს, რომ გაგვეგო ვის "უყვარს" ასე საქართველო და "უხარია" ქართველის გამარჯვება. P.S.არა და კიდევ რამდენჯერ მოუწევს გულისხეთქვა და ასეთი ბოღმითაც აშკარად უხარისხო და ხანმოკლე ცხოვრება ელის. საქართველოს გაუ- მარ- ჯოს!
tazo
ვულოცავ მთელი გულით,რაც მეტი ჩემპიონი გვეყოლება,მით უკეთესი.ერთი რამ ვერ გავიგე,ამ დისლაიკებს ვინ სვამს კომენტარებზე,და რატომ?
არჩილ
უდიდესი სიამოვნება იყო რევაზის გამოსვლისთვის თვალის დევნება ბუქარესტის ფიცარგანზე. ენით აღუწერელი გძნობა და სიამაყე გეუფლება კაცს. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას და დიდი მადლობა ბატონ კახიაშვილს, ბატონ ასანიძეს და რა თქმა უნდა ყველა იმ პირს ვინც ასეთი კარგი ბიჭები აღზარდეს!
სოსო
ვულოცავ რეზოს ამ გამარჯვებას,მართლაც დიდებულად გამოვიდა.მეორე მოძრაობაში უფრო მეტიც შეეძლო,პირველი მოძრაობის შენდეგ,10 კილოთი უგებდა უახლოეს მდევარს და ამიტომ მეორე მოძრაობაში აღარ გარისკა.თუ რეპორტაჟები ვინმეს აინტერესებს,ევროსპორტ 1-ზეა.
მერაბი გ.
შენმა გამზრდელმა იხაროს რევაზ! როგორც ვატყობ ძალოსნობა შედეგებით სპორტის პირველი სახეობა ხდება ჩვენში. მეტი მხარდაჭერა კახიაშვილს მა მის გუნდს, ასანიძისა და მწვრთნელთა საბჭოს თამადობით. წინ ტოკიოში შტანგით 3 ოქროს მედლისაკენ!
gujaa
ყოჩაღ ასანიძე აი შედეგიიიი ასეთ სახეობებში სადაც წარმატებაა უნდა ჩაიდოს ფული და არა ისეთში ხელფასების და "გულავის" მეტი რომ არაფერი ახსოვთთთთთ
კახა
Gaixaros shenma ojaxma da shenma samshoblom! Madloba kargi mamulishvilobistvis.
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძის ოქრო, ორი ვერცხლი და რეკორდი
რევაზ დავითაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა [VIDEO]
U23. რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა!
რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა