ფაბიო კაპელო თურმე შეგუებულია იმ აზრს, რომ თუ ინგლისის ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავა, ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს. ეს ინფორმაცია "დეილი მეილს" იტალიელ მწვრთნელთან დაახლოებულმა წყარომ გაანდო...

ფაბიო კაპელო თურმე შეგუებულია იმ აზრს, რომ თუ ინგლისის ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავა, ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს. ეს ინფორმაცია "დეილი მეილს" იტალიელ მწვრთნელთან დაახლოებულმა წყარომ გაანდო.

ალჟირთან ვერმოგებული (0:0) მატჩის შემდეგ კაპელოსა და მთელ გუნდს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ თავს. ბუნებრივია, ასეთ დროს განტევების ვაცი მთავარი მწვრთნელია. კაპელო პასუხისმგებლობას არ გაურბის. ის, რომ "მაესტრო" მოხსნას ელოდება, თითქოს მის პასუხებშიც ჩანს. გუშინ მან პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტის კითხვაზე - ელოდებით თუ არა გადაყენებასო, სულაც არ გაღიზიანებულა, როგორც ეს სხვა შემთხვევაში მოხდებოდა. აი, კაპელოს თავაზიანი პასუხიც:

"მომხსნიან? იცით, უნდა მოვიცადოთ. ჯგუფში ჩასატარებელი დაგვრჩა ერთი მატჩი და ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რათა ყველა კითხვას პასუხი გავცეთ".

თუ ინგლისის ნაკრებს სლოვენიასთანაც დაუცდება ფეხი და ჯგუფიდან ვერ გავა, ფეხბურთის სამშობლოს უპირველესი გუნდისთვის ეს იქნება ყველაზე ცუდი შედეგი მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის შემდეგ, თანაც იმ მწვრთნელის ხელში, რომელსაც, თუ არ ვცდებით, ყველაზე დიდ იმედებს უკავშირებდნენ.

მაგრამ კაპელოს გადაყენება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისთვის ფინანსურად წამგებიანი იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, რათა მწვრთნელის მიმართ ნდობა დაემტკიცებინა და ყველა კითხვის ნიშანი მოეხსნა, საფეხბურთო ასოციაციამ კაპელოს (ყოველწლიური) 6-მილიონგირვანქიანი კონტრაქტიდან ამოიღო მუხლი, რომლის ძალითაც მწვრთნელს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე შეეძლო წასვლა. ეს მოხდა ზუსტად იმ დღეებში, როცა კაპელოს სამსახური "ინტერმა" შესთავაზა.

ახლა კი რა ხდება? კაპელომ იცის, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში გაუშვებენ და თანაც - საფეხბურთო ასოციაცია მზად იქნება, გადაუხადოს მას კომპენსაცია იმ დრომდე, ვიდრე ახალ სამსახურს არ იშოვნის. აი, აქ კი შეიძლება გაუმართლოთ ინგლისური ფეხბურთის მამებს, რადგან კაპელო უმუშევრად დიდხანს არ დარჩება...

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა