განახლებულ რეიტინგ-ლისტში 21 წლის ქართველი ჩოგბურთელი 634 ქულით 109-ე ჩოგანია და ასეულამდე სულ რაღაც 30 ქულა აშორებს
დიდი ხანია, ქართველი ასე ახლოს არ ყოფილა მსოფლიოს საუკეთესო ასეულთან - გუშინ განახლებულ რეიტინგ-ლისტში 21 წლის ანა ტატიშვილი 634 ქულით 109-ე ჩოგანია. ვინც ჩვენი პროგნოზი წაიკითხა, მიხვდება, რომ მხოლოდ ერთი ადგილით შევცდით ვარაუდში. ჩვენს თანამემამულეს სხვა მონაცემებიც სერიოზული აქვს, წყვილთა თანრიგში ის 132-ეა, ხოლო წლის რბოლაში 67-ე. ანამ კარიერაში 246 ათასი დოლარი იშოვნა, აქედან 2011 წელზე 36,3 ათასი მოდის.

მოკლედ, ჩვენ სწორება (ჯერ) 100-ეულზე გვაქვს. მე-100 ჩოგანი ახლა ჰოლანდიელი არანჩა რუსია, ანას თანატოლს 663 ქულა აქვს. უხეშად, რომ ვთქვათ, ტატიშვილს ასეულამდე სულ რაღაც 30 ქულა აშორებს, ეს კი ერთ პრესტიჟულ ტურნირში მე-2 წრეში გასვლის ტოლფასია. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტატიშვილმა შარშან ამ დროს მიღებული ქულები უნდა დაიცვას. მომავალ ორშაბათს მას შარშანდელი ჩარლსტონის ტურნირის 12 ქულა დააკლდება, მაისის მეორე ნახევრამდე ამით ამოიწურება სერიოზული დანაკლისი. ასე რომ, თუკი იმ დრომდე ტატიშვილი ერთხელაც გაიბრწყინებს რომელიმე ტურნირზე, საფრანგეთის ღია პირველობას ის ტოპ-100-ში შეხვდება.

სხვა ქართველები რეიტინგში, ქალები: 189 (-1) ოქსანა კალაშნიკოვა - 310 ქულა; 235 (-1) მაკა ჩახნაშვილი - 231; 287 (-3) სოფიო შაფათავა - 182; 301 (-2) თათია მიქაძე - 168; 416 (-7) სოფიო ქვაცაბაია - 92; 497 (+54) ეკა გორგოძე - 66; 624 (-2) მანანა შაფაქიძე - 40. ვაჟები: 679 (+25) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 25; 834 (+4) ლადო ჩიხლაძე - 13. როგორც ხედავთ, გორგოძეს ანთალიის ტურნირის მოგება დაუფასდა და 54 საფეხურით წაიწია რეიტინგში.

ამერიკაში, ოსპრეის საერთაშორისო ტურნირში (25 ათასი დოლარი) გამოჩნდა 25 წლის სალომე დევიძე. პირველ საკვალიფიკაციო წრეში საქართველოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა 18 წლის ამერიკელ შელბი ტელკოტს მოუგო - 6:3, 7:6 (11). მეორე წრეში ის ბრაზილიელ კრისტინა გონსალესს (536) ხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე