ლეო მესის გარეშე არც არგენტინის ნაკრები ვარგა და არც "ბარსელონა". ეს ბოლო დღეების მატჩებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა...
ლას პალმასი-რეალი
არ იყო კრიშტიანო რონალდო და კანარის კუნძულებზე გარეთ ბეილმა გაიბრწყინა. სხვათა შორის, აუტსაიდერ "ლას პალმასთან" "სამეფო კლუბს" მხოლოდ კრიშტიანო არ აკლდა - ზინედინ ზიდანმა არ წაიყვანა ტონი კროოსი და მარსელოც. ისინი "იუვენტუსთან" მატჩისთვის დაასვენა.
შვილი შეეძინა სერხიო რამოსს და კანარის კუნძულებზე არც კაპიტანი გაჰყოლია გუნდს. არ იყო დისკვალიფიცირებული დანი კარვახალიც. სამი გოლიდან ორი პენალტით გავიდა. ბეილმა დუბლი მიითვალა, ხოლო ქარიმ ბენზემამ ერთი გოლი პენალტით შეაგდო.
31.03.18 ლას პალმასი - რეალი 0:3
ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "იმ მოთამაშეებმა, რომელთაც ნაკლები სათამაშო დრო აქვთ, თავი კარგად წარმოაჩინეს. შესანიშნავად ითამაშა გარეთ ბეილმაც. იქნება თუ არა უელსელი "იუვენტუსთან" მატჩში? დაველოდოთ და ვნახავთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ".
ფაქტები
ბოლო ათწლეულში ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი პენალტი "რეალმა" გაიტანა - 77.
ქარიმ ბენზემამ (რეალი) კლუბის მაისურით მე-400 მატჩი ჩაატარა (189 გოლი).
პაკო ხემესმა (ლას პალმასი) სამწვრთნელო კარიერაში 9-დან 9 ბრძოლა წააგო მადრიდის "რეალთან".
გარეთ ბეილმა (რეალი) 8-ჯერ დაარტყა კარისკენ. ეს მისი რეკორდია ლა ლიგის საგარეო მატჩებში.
გარეთ ბეილმა 2018 წელს 9 გოლი გაიტანა, რაც მის მადრიდულ კარიერაში წლის დასაწყისისთვის (3 თვე) საუკეთესო მაჩვენებელია.
სევილია-ბარსელონა
სტუმართა ხანგრძლივი წაუგებელი სერია თითქოს უნდა დასრულებულიყო - ვინჩენცო მონტელას გუნდი 2:0-ს იგებდა და თამაშითაც სჯობდა მეტოქეს. გოლების მერე რამდენიმე აშკარა საგოლე შანსიც ვერ გამოიყენა, მაგრამ 88-ე წუთზე ლუის სუარესმა ერთი გაქვითა, ხოლო ერთ წუთში შეცვლაზე შესულმა ლეო მესიმ "ბარსა" მარცხისგან იხსნა და სერიაც გადაარჩინა - 2:2.
"სევილია" კი ფრანკო ვასკესისა და ლუის მურიელის გოლებით დაწინაურდა.
"ბარსელონა" ახლა უკვე 37 მატჩია, რაც წაუგებლად თამაშობს ესპანეთის ჩემპიონატში. შემდეგ ტურში მას "რეალ სოსიედადის" რეკორდის (1980 წ.) გამეორება შეუძლია.
"ბარსელონას" 76 ქულა აქვს და "ატლეტიკოს" 9 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე კატალონიურმა გრანდმა ოფიციალურად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების საგზური. "სევილია" 46 ქულით მე-6 ადგილზე დარჩა, თუმცა თანაქალაქელ "ბეტისს" მისი დაწევის შანსი გაუჩნდა.
31.03.18 სევილია - ბარსელონა 2:2
ვინჩენცო მონტელა ("სევილიას" მწვრთნელი): "ვამაყობ ჩემი გუნდის თამაშითა და ბრძოლისუნარიანობით, მაგრამ საგოლე მომენტების გამოყენება უნდა დავხვეწოთ. როცა შანსი გაქვს, უნდა გაიტანო კიდევაც. ეს კარგია სამშაბათის ლიგის მატჩისთვის, რადგან დღეს ჩვენ კარგი გაკვეთილი მივიღეთ. დღეს ალბათ დაძინებას მაინც შევძლებ. სამშაბათს ასევე უნდა ვითამაშოთ, რადგან "ბაიერნი" დიდი კლუბია".
ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "პირველი ტაიმი საკმაოდ თანაბარი იყო, შანსები ჩვენც გვქონდა. მეორეში მათი ნახევარმცველების კარგი თამაშის წყალობით, სევილია 2:0 დაწინაურდა. იყო 0:3-ის რისკიც. სუარესის გოლმა თამაშში დაგვაბრუნა და შემდეგ ლეომაც გაისროლა. მესის გამოყვანას ისედაც ვაპირებდი, რადგან კარგად ვიცოდით, რომ ამ თამაშში ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მესიზე დამოკიდებულები ვართ? აბა, რა იქნება, ყველა ასეა - არგენტინის ნაკრებმა მესის გარეშე სულაც 1:6 წააგო სულ ახლახან".
ფაქტები
ლეო მესის და პაულო დიბალას ევროპის ტოპ-5 ლიგაში ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი აქვთ საჯარიმოს გარედან გატანილი - 7-7.
"ბარსას" წაუგებელი სერია 37-მდე გაიზარდა. ლა ლიგის რეკორდამდე 1 წაუგებელი მატჩი რჩება.
"ბარსამ" ლა ლიგაში 17 ქულა დააგროვა იმ სიტუაციებიდან, როცა თავიდან აგებდა. ეს ყველაზე მეტია ჩემპიონატში.
სხვა მატჩები
"ატლეტიკომ" ჩვეულ სტილში (და ანგარიშით), 1:0 მოუგო ერთ-ერთ აუტსაიდერ "დეპორტივოს" - პენალტი პირველ ტაიმში კევინ გამეიროს ანგარიშზეა - და ლიდერ "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა.
რა თქმა უნდა, დარჩენილ 8 ტურში 9 ქულა მაინც ძალიან ბევრია და მადრიდში არ აქვთ ილუზია, რომ წლეულს ჩემპიონის ტიტულს შესწვდებიან. მასპინძლებს ანტუან გრიზმანი აკლდათ, ტრავმა და მითქმა-მოთქმა (ფრანგი ცალი ფეხით "ბარსელონაშია") არაფერ შუაშია - გრიზმანი დისკვალიფიცირებული იყო, ისევე, როგორც ვიტოლო. დიეგო სიმეონე ამ ფორვარდების გარეშეც გავიდა ფონს, თუმცა კი გაუჭირდა.
01.04.18 ატლეტიკო - დეპორტივო 1:0
ფაქტები
დიეგო სიმეონეს გუნდმა ყველაზე მეტჯერ მოიგო წლევანდელ ლა ლიგაში მატჩი 1:0 - 11-ჯერ.
15 ტურია, რაც "დეპორტივო" ვერ იმარჯვებს - 5 ფრე და 10 წაგება.
კევინ გამეირომ (ატლეტიკო) ლა ლიგაში 11 პენალტიდან 10 გაიტანა (90,9%). აქედან "ატლეტიკოს" ფორმით 2-დან 2 გაიტანა.
"მალაგამ" "ვილიარეალთან" მოგებით 14-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
იან ობლაკმა "ატლეტიკოს" მაისურით 150-ე მატჩი ითამაშა. მან 86-ჯერ კარი "მშრალად" შეინახა!
როდრიგო მორენომ "ლეგანესთან" "ვალენსიას" ერთადერთი ზუსტი დარტყმით გაიტანა.
"ესპანიოლმა" ბოლო 9 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო (6 ფრე).
ლა ლიგა. XXX ტური
ჟირონა-ლევანტე 1:1
გოლები: 1:0 გრანელი (54), 1:1 მორალესი (68)
ბილბაო-სელტა 1:1
გოლები: 1:0 ნუნიესი (55), 1:1 ბ. მენდესი (91)
ლას პალმასი-რეალი 0:3
გოლები: 0:1 ბეილი (26), 0:2 ბენზემა (39-პენ), 0:3 ბეილი (51-პენ)
რეალი (4-4-2): კ. ნავასი - ნაჩო (29. ჰაკიმი), ვარანი, ვალიეხო, ტ. ერნანდესი - ლ. ვასკესი, მოდრიჩი (61. კოვაჩიჩი), კაზემირო (62. მ. ლორენტე), ბეილი - ასენსიო, ბენზემა
სევილია-ბარსელონა 2:2
გოლები: 1:0 ფ. ვასკესი (36), 2:0 მურიელი (50), 2:1 ლ. სუარესი (88), 2:2 მესი (89)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მერკადო (46. ლაიუნი), კიაერი, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, ბანეგა - ხესუს ნავასი (81. ნოლიტო), ფ. ვასკესი, ხ. კორეა (72. პისარო) - მურიელი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - პაულინიო (77. დ. სუარესი), რაკიტიჩი, ინიესტა (81. პ. ალკასერი) - დემბელე (58. მესი), ლ. სუარესი, კოუტინიო
ესპანიოლი-ალავესი 0:0
ლეგანესი-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 როდრიგო (62)
ვალენსია (4-4-2): დომენეკი - ვეზუ, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია - სოლერი (65. ფ. ტორესი), პარეხო, კონდოგბია, გედეში (80. ა. პერეირა) - როდრიგო, ძაძა (70. ვიეტო)
ეიბარი-სოსიედადი 0:0
მალაგა-ვილიარეალი 1:0
გოლი: 1:0 კ. კასტო (37-პენ)
ვილიარეალი (4-1-3-2): ასენხო - მ. გასპარი, ბონერა, ალვარო, კოსტა - რ. ერნანდესი - კასტილიეხო (61. რაბა), ფორნალსი, სორიანო - სანსონე (72. რ. მარტინესი), ბაკა (53. უნალი)
ატლეტიკო-დეპორტივო 1:0
გოლი: 1:0 გამეირო (34-პენ)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ისააკი (64. დ. კოშტა), სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი - საულ ნიგესი, თომასი (88. მოია), გაბი, კოკე - ა. კორეა, გამეირო (72. ფ. ტორესი)
ორშაბათი, 2 აპრილი
ხეტაფე-ბეტისი 23:00
ბომბარდირები: 26 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - ლუის სუარესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), კრისტიან სტუანი (ჟირონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა).
მომდევნო ტური
6 აპრილი: დეპორტივო-მალაგა;
7 აპრილი: ალავესი-ხეტაფე, სელტა-სევილია, ბეტისი-ეიბარი, ბარსელონა-ლეგანესი;
8 აპრილი: ლევანტე-ლას პალმასი, რეალი-ატლეტიკო, რეალ სოსიედადი-ჟირონა, ვალენსია-ესპანიოლი;
9 აპრილი: ვილიარეალი-ბილბაო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს