სერია A: ტურის სიმბოლური ნაკრები, ტურის გმირი, იმედგაცრუება, სასწაული და ფრაზები

ტურის სიმბოლური ნაკრები

მუსლერა (ლაციო) - მაიკონი (ინტერი), დიასი (ლაციო), იეპესი (მილანი), რიისე (რომა) - კამბიასო (ინტერი), ზეედორფი (მილანი), პეპე (იუვენტუსი) - ლავესი (ნაპოლი), ტოტი (რომა), პატო (მილანი).

ტურის სიმბოლური ნაკრები ტრადიციულად შემტევი გამოვიდა. თავდასხმაში ფრანჩესკო ტოტის, ალეშანდრე პატოს და ესეკილ ლავეცის ვხედავთ. პირველმა დუბლი მიითვალა აქტივში, მეორემ ერთხელ შეარხია მეტოქის კარის ბადე, მესამეს საერთოდ არ გაუტანია, მაგრამ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და აშკარად საუკეთესო გახლდათ გუნდში. დიახ, ესეკილ ლავეციმ ლომის წილი დაიდო "ნაპოლის" მორიგ გამარჯვებაში და სრულიად დამსახურებულად მოხვდა რჩეულ ფეხბურთელებს შორის.

დაცვის ხაზში ფლანგებზე დუგლას მაიკონს და არნე რიისეს ვხედავთ - ნორვეგიელმა საგოლე გადაცემა გაუკეთა ფრანჩესკო ტოტის, რამაც "რომას" სამი ქულა მოუტანა, ბრაზილიელმა კი სულაც თავად შეარხია მეტოქის კარის ბადე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში. ცენტრში "მილანის" უკანახაზელ მარიო იეპესს ვხედავთ, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, რომ ალესანდრო ნესტამ მიიღო ტრავმა და ფლორენციაში ვერ გაემგზავრა. მარიოს "ლაციოს" მცველი დიასი უმშვენებს გვერდს, რომელიც საუკეთესო კუთხით წარმოჩინდა "პარმასთან" შეხვედრაში და სიმბოლურშიც ამოჰყო თავი.

რაც შეეხება ნახევარმცველებს, სამივე მათგანმა გატანილი გოლით დაგვამახსოვრა თავი. სიმონე პეპემ "ჯენოას" გაუტანა და მთლიანობაში, ძალიან პროდუქტიული იყო; კლარენს ზეედორფმა ჩვეულად არიგა ზუსტი გადაცემები და უდირიჟორა "მილანს", რასაც გატანილი გოლიც დაურთო თან; ესტებან კამბიასომ "კიევოსთან" შეხვედრაში გახსნა ანგარიში და "ინტერის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. სიმბოლური ნაკრები ვარსკვლავური გამოდგა, რაც ხშირად ნამდვილად არ ხდება.

ტურის გმირი

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტურის გმირის სტატუსი ფრანჩესკო ტოტის უნდა მივანიჭოთ. და ეს მაშინ, როდესაც "პუპონეს" კრიტიკოსები არ აკლია. ბევრი თვლის, რომ ჩესკო ვეღარ თამაშობს უწინდებურად და დროა, გზა ახალგაზრდებს დაუთმობს. შესაძლოა, მართლაც უკან მოიტოვა საუკეთესო წლები, მაგრამ გუნდისთვის რომ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, "უდინეზე"-"რომას" პაექრობამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა. დედაქალაქელთა კაპიტანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში, რასაც ანტონიო დი ნატალეს საპასუხო გოლი მოჰყვა. და მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, ტოტიმ კიდევ ერთხელ გამოიდო თავი და ფრიულელებს მეორე გოლი გაუტანა.

ნამატჩევს, ტოტი ძალიან კმაყოფილი ჩანდა და პრესასთან ნიშნისმოგებით ისაუბრა. კრიტიკოსებს გაჩუმებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ისე გრძნობს თავს, როგორც 20 წლის ასაკში. "უდინეზესთან" მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, "რომას" ახალმა მფლობელმა რობერტო დი ბენედეტომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მომავლის გუნდი ტოტის გარშემო უნდა აეწყოს.

ტურის იმედგაცრუება

ტურის დაბრუნება ტურის იმედგაცრუებად იქცა - თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მილანის" ამუნიცია მოირგო, "ფიორენტინასთან" პაექრობაში კიდევ ერთხელ მიიღო წითელი ბარათი და შემდეგ უკვე, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია. დიახ, მსაჯის შეურაცხყოფისთვის, შვედი ფორვარდი გააძევეს მოედნიდან, რასაც სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და მეტად მძიმე სასჯელი მოჰყვა. არადა, სწორედ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს ზლატანი და გამოდის, რომ ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე "მილანს" წამყვანი ფორვარდის გარეშე უწევს ასპარეზობა. საეჭვოა, რომ მილანელებმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, რადგან იბრამ ძალიან შეილახა რეპუტაცია და მისი რეაბილიტირება ნაკლებად სავარაუდოა.

ნამატჩევს, იბრაჰიმოვიჩმა თავის მართლება სცადა - განაცხადა, რომ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და მსაჯისთვის არ შეუგინებია, თუმცა მისმა სიტყვებმა შედეგი არ გამოიღო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატანზე "მილანის" მესვეურებიც გაბრაზებულნი არიან და მასთან სერიოზულად დალაპარაკებას აპირებენ. გააგდეს თუ არა იბრა მოედნიდან, ადრიანო გალიანი მაშინვე ჩავიდა გასახდელში და ამბობენ, რომ იქვე უსაყვედურა თავდახრილ ვარსკვლავს. სწორედ ამის შემდეგ სცადა შვედმა თავის გამართლება, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი მცდელობა ამაო გამოდგა.

ტურის სასწაული

მიმდინარე სეზონში "პალერმოს" ასპარეზობაზე ერთი კარგი კომედიური ფილმის გადაღებაა შესაძლებელი. ყველას კარგად გვახსოვს სიცილიელთა კოშმარული სერია, როდესაც ყველაფერს აგებდნენ, რისი წაგებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. "უდინეზესთან" საკუთარ მოედანზე გაშვებული შვიდი უპასახო ბურთი ცალკე სალაპარაკო თემაა და ამ ამბავზე იტალიაში დღემდე საუბრობენ. არადა, სიცილიელებმა "მილანის" დამარცხება მოახერხეს, გუნდის, რომელიც სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს და თამაშს თამაშზე იგებს. მოკლედ, "პალერმოს" ამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია და გასულ ტურში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

"ჩეზენასთან" პაექრობაში კუნძულელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ და თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო, როდესაც სტუმრებმა მოახერხეს და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მასპინძლებს ორი გოლი გაუტანეს. თუმცა, თუ მოხერხებაზე ჩამოვარდა სიტყვა, ეს ალბათ უფრო სიცილიელებზე ითქმის, რადგან როდესაც კაცნაკლული მეტოქე ორბურთიან ფორას აღმოგიფხვრის, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დააბრალო და შემდეგ, მეტოქის მონდომებას. დიახ, "ჩეზენა" ათი ფეხბურთელით თამაშობდა, როდესაც დიდი ძალებით გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ნამდვილი სასწაული მოახდინა. აქვე აღვნიშნოთ, რომ დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ, "პალერმოს" ისევ დელიო როსიმ უთავკაცა - ესეც კიდევ ერთი ისტორია კომედიური ფილმისთვის.

ტურის ფრაზები:

აურელიო დე ლაურენტისი (ნაპოლის პრეზიდენტი): "ნეაპოლი ყველაზე საოცარი ქალაქია მსოფლიოში, მისი მაცხოვრებლები კი იმსახურებენ იმას, რასაც ოცნება, სახელად სკუდეტო ჰქვია”.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი): "მსაჯისთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა, უბრალოდ გავბრაზდი და საკუთარ თავს ვაგინებდი".

ფრანჩესკო ტოტი (რომა): "იმედია, ამ თამაშის შემდეგ მაინც გაჩუმდებიან სკეპტიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩემი დრო წავიდა და გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც 20 წლის ასაკში".

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია