ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. განმეორებითი მატჩი: თუ "ჩელსი" გავარდება, აბრამოვიჩი იტალიელსაც გაუშვებს და ესპანელსაც
ეს არის მეოთხედფინალური ეტაპის ერთადერთი დუელი, სადაც ინტრიგა შემორჩა. იმ დროს, როცა დანარჩენ სამ წყვილში ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეულია და ერთი კვირის წინ განადგურებულ გუნდებს, „ინტერს“, „შახტარს“ და „ტოტენჰემს“ ნახევარფინალში მხოლოდ სასწაული თუ გაიყვანთ, „ჩელსის“ ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, რომ „მანჩესტერის“ ბარიერი გადალახოს.

თუმცა ლონდონელები ურთულესი ამოცანის წინაშე დგანან, რადგან საკუთარ „სტემფორდ ბრიჯზე“ 0:1 დამარცხდნენ და დღეს „ოლდ ტრეფორდზე“ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.

ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი სულაც არ არის ის, რომ „ჩელსიმ“ „მანჩესტერში“ მოიგოს, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ „იუნაიტედს“ ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი (თუ უძლიერესი არა) დაცვის ხაზი ჰყავს და თანაც, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს ამ სეზონში საკუთარ მოედანზე არც ერთი თამაში არ წაუგია, ლონდონელთა პერსპექტივა ძალიან ბუნდოვნად მოგვეჩვენება.

მას მერე, რაც „ჩელსი“ „მანჩესტერთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შანსი მაგრად შეუმცირდა, ინგლისურ პრესაში გამუდმებით იწერება, რომ თუ „არისტოკრატები“ მანჩესტერში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ შეძლებენ, რომან აბრამოვიჩი კარლო ანჩელოტის გაათავისუფლებს. სხვათა შორის, ჩვენი ინგლისელი კოლეგები „ჩელსიდან“ აბარგებას, იანვარში 50 მილიონ ევროდ ნაყიდ ფერნანდო ტორესსაც უწინასწარმეტყველებენ.

უკვე სამი თვეა, რაც „ელ ნინიო“ „ჩელსის“ ღირსებას იცავს და მასში დახარჯული 50-დან, ჯერ ერთი მილიონის საქმეც კი არ გაუკეთებია. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში, ანჩელოტისთან ერთად, ტორესიც უმძიმესი წნეხის ქვეშაა მოქცეული. ლონდონში გადასვლამდე, ესპანელ გოლეადორს უმაღლესი კლასის თავდამსხმელის სახელი ჰქონდა, რომელსაც ნელ-ნელა კარგავს. დიდი შანსია, რომ ანჩელოტიმ ტორესი დღეს სათადარიგოთა სკამზე დატოვოს, რადგან ნიკოლა ანელკა მასზე გაცილებით უკეთეს ფორმაშია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ინგლისელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ კარლიტო თავდასხმაში დიდიე დროგბას სწორედ ანელკას შეუწყვილებს და შესაძლოა, ტორესი მოედანზე არც მეორე ტაიმში შეუშვას.

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გრემ ტეილორი მიიჩნევს, რომ ტორესის უნიათობა მხოლოდ მისი ბრალი არ არის: „ფერნანდო „ლივერპულში“ მთავარი თავდამსხმელი იყო, თანაგუნდელები მხოლოდ მასზე მუშაობდნენ. „ჩელსის“ ტაქტიკა კი სხვანაირია, ლონდონური კლუბი ორი ცენტრფორვარდით თამაშობს და თავდამსხმელებს მომენტების შექმნა ხშირად თავისი შრომით უწევთ. ტორესი კი თამაშის ასეთ სტილს მიჩვეული არ არის.“

„უიგანთან“ 1:0-ზე მოგებულ შეხვედრაში კარლიტომ ჯონ ტერი და მიკაელ ესიენი დაასვენა. ხსენებულ მატჩში გამარჯვების გოლი ფლორენ მალუდამ გაიტანა, რომელსაც ანჩელოტი დღეს ალბათ სასტარტო შემადგენლობაში გაამწესებს. „მანჩესტერთან“ პირველ მატჩში, იტალიელმა სპეციალისტმა, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ფრანგს ჟირკოვი ამჯობინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა იმედები გაუცრუა.

რაც შეეხება „იუნაიტედის“ მდგომარეობას: ფერგიუსონს ფლეტჩერის (ვირუსი) გარდა ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგაში ძალიან კარგად ასპარეზობენ, ჩვენი ინგლისელი კოლეგების აზრით, ფერგი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ დიმიტარ ბერბატოვს (21 გოლი) და საუკეთესო მეპასე ნანის (18 საგოლე გადაცემა) ისევ სათადარიგოთა სკამზე დატოვებს.

მანჩესტერი. ოლდ ტრეფორდი. 22:45

მანჩესტერი-ჩელსი

პირველი მატჩი: 1:0

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი – რაფაელ და სილვა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა – ვალენსია, ქერიკი, პარკი, გიგზი – რუნი, ერნანდესი.

ჩელსი (4-4-2): ჩეხი – ბოსინგვა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული – რამირესი, ესიენი, ლემპარდი, მალუდა – ანელკა, დროგბა.

არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა