ათთვიანი პაუზის შემდეგ, მას მერე, რაც კარდიფში "რეალმა" "იუვენტუსი" 4:1 დაამარცხა, ეს გუნდები ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ტურინულ მატჩს ყველა ელის, თუმცა ასევე ძალზე საინტერესოა, ნუთუ, მართლა ასე ძლიერია "ბაიერნი" თუ "რეკორდმაისტერის" თვალს ბუნდესლიგის სისუსტე ატყუებს, ეს ყველაფერი კი "სანჩეს პისხუანზე" უნდა გამოჩნდეს, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედს" "ფეხი არ გაანძრევინეს"...

სამშაბათი, 3 აპრილი

იუვენტუსი-რეალი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დე შილიო, ბარძალი, კიელინი, ასამოა - ხედირა, ბენტანკური, მატუიდი - დიბალა, იგუაინი, დუგლას კოშტა

რეალი (4-4-2): ნავასი - კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო - რონალდო, ბენზემა

არ ითამაშებს: ბენატია (დისკვ.), პიანიჩი (დისკვ.), ბერნარდესკი - ნაჩო

საეჭვოა: მანჯუკიჩი, ალექს სანდრო -

მადრიდელებმა შარშან "იუვე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ დაამარცხეს. პირველად ეს იუპ ჰაინკესის გუნდმა 1998 წელს შეძლო, სადაც "იუვე" ამსტერდამულ ფინალში პრედრაგ მიატოვიჩის გოლით დამარცხდა.

ურთიერთშეხვედრები

გასულ სეზონში, "რეალის" "იუვესთან" ფინალში გამარჯვება მადრიდელებისთვის მეცხრე გამოდგა. "ბიანკონერის" რვა გამარჯვება აქვს, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა (სულ 20 თამაში).

მაგრამ "რეალს" "იუვენტუსი" ორი მატჩის ჯამში ბოლოს 1986/87 წლების სეზონში ჰყავს დამარცხებული. მაშინ ორივე გუნდმა საშინაო მატჩი 1:0 მოიგო, მაგრამ "რეალმა" გასვლით შეხვედრაში, პენალტებში 3:1 გაიმარჯვა.

"იუვენტუსი" "რეალის" წინააღმდეგ ბოლო 7 საშინაო მატჩში დაუმარცხებელია (6 მოგება, 1 ფრე). მადრიდულმა გრანდმა ტურინში ერთადერთი მატჩი მოიგო და ისიც 1961/62 წლების სეზონში.

საინტერესოა, რომ "რეალის" ამჟამინდელი თავკაცი ზინედინ ზიდანი 1996-2001 წლებში "იუვენტუსში" თამაშობდა, მოიგო 2 სკუდეტო და ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - 1997 და 1998 წლებში, სადაც "იუვე" ორივე ფინალში დამარცხდა, მათ შორის, მადრიდის "რეალთანაც" (1998).

იუვენტუსელი სამი ხედირა "რეალში" 2010-15 წლებში თამაშობდა, სადაც 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

პრესკონფერენცია

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ვეთამაშებით გუნდს, რომელიც მუდამ ჩემპიონთა ლიგაზეა და 2011 წლიდან მოყოლებული, გადის ნახევარფინალში. ჩვენი მიზანია, 90 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე ვითამაშოთ და დავამარცხოთ მეტოქე.

ძალიან უნდა ვიფრთხილოთ, მადრიდელებს 2-3 პასით ნამდვილი შეტევის წამოწყება შეუძლიათ. ჩვენი შეტევა ჩვენი დაცვა უნდა იყოს. კარდიფში, მეორე ტაიმის დასაწყისში ფსიქოლოგიურად გაგვიჭირდა და რაღაც მომენტში, უბრალოდ, დავნებდით. ახლა ყველა ეპიზოდში ბოლომდე ვიბრძოლებთ".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ტურინში თამაშის დროიდან, ამ ქალაქზე მხოლოდ დადებითი ემოციები გამომყვა, მაგრამ ახლა "რეალის" მწვრთნელი ვარ და მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობ. ვფიქრობ მხოლოდ "რეალზე". "იუვენტუსთან" დაპირისპირება ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია".

ფაქტები

"იუვენტუსის" რეკორდი ესპანური კლუბების წინააღმდეგ, 2-რაუნდიან დაპირისპირებაში - 9 გამარჯვება, 6 მარცხი. ბოლოს "იუვემ" "ბარსელონა" დაამარცხა, კატალონიელებს შინ 3:0 მოუგო, ხოლო სტუმრად 0:0 ითამაშა.

იტალიური გრანდის შედეგები შინ, ლა ლიგის წარმომადგენლებთან - 15 მოგება, 9 ფრე, 2 მარცხი. ბოლო 9 დაპირისპირებაში "იუვე" დაუმარცხებელია.

უკანასკნელ 25 შეხვედრაში "იუვე" ერთხელ დამარცხდა, როდესაც "დეპორტივოსთან" 2003/04 წლების მერვედფინალში 0:1 წააგო.

ჯამში, "იუვენტუსს" ესპანური გუნდების წინააღმდეგ ევროთასებზე 56 მატჩი აქვს ჩატარებული - 19 მოგება, 15 ფრე, 22 მარცხი. ბურთების შეფარდება: 62:62.

მადრიდელებს იტალიური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 5 მატჩი მოგებული აქვთ. გასულ სეზონში "რეალმა" "ნაპოლი" ლიგის მერვედფინალში ორივე შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით, 3:1 დაამარცხა.

ორი მატჩის ჯამში "რეალს" იტალიური გუნდები 12-ჯერ ჰყავს დამარცხებული, ხოლო 9 შემთხვევაში "სამეფო კლუბი" ტურნირს გამოეთიშა.

"რეალს" იტალიური კლუბების წინააღმდეგ ბოლო 12 შეხვედრაში მხოლოდ ერთი წაგება აქვს, დანარჩენ შემთხვევებში - 7 მოგება, 4 ფრე.

ჯამში, "რეალის" ციფრები სტუმრად იტალიური კლუბების წინააღმდეგ - 6 მოგება, 8 ფრე, 18 მარცხი.

"რეალს" ევროთასებზე ბოლო 27 შეხვედრაში მხოლოდ 2 წაგება აქვს, მათ შორის, ბოლო "ტოტენჰემთან".

სამშაბათი, 3 აპრილი

სევილია-ბაიერნი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-2-3-1): რიკო - ხესუს ნავასი, კიაერი, ლონგლე, ესკუდერო - პისარო, ნ"ზონზი - სარაბია, ვასკესი, კორეა - ბენ იედერი

ბაიერნი (4-3-3): ულრაიხი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ხამესი, ხავი მარტინესი, მიულერი - რობენი, ლევანდოვსკი, რიბერი

არ ითამაშებს: ბანეგა - ნოიერი, კომანი

საეჭვოა: მერკადო, ხესუს ნავასი, კორშია

"ბაიერნი" ბუნდესლიგაში ქვას ქვაზე არ ტოვებს. გასულ შაბათს უმთავრესი კონკურენტი "ბორუსია" 6:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგაშიც მეოთხედფინალამდე უპრობლემოდ მივიდა.

მიუხედავად ამისა, "ბაიერნი" "სევილიას" პატივს სცემს - მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები და ხელმძღვანელები მნიშვნელოვანი მატჩის წინ მეტოქეს ოდნავადაც არ აკნინებენ.

"სევილიას" ერთ მშვენიერ დღეს ნებისმიერის დამარცხება რომ შეუძლია, ეს ანდალუსიელებმა მერვედფინალშიც დაამტკიცეს, როცა ასპარეზობას "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოთიშეს. შაბათს, ვინჩენცო მონტელას გუნდი "ბარსელონას" 2:0-ს უგებდა და კატალონიელები მარცხს მხოლოდ ლეო მესის წყალობით გადაურჩნენ.

მიუნხენელები აცხადებენ, რომ "სანჩეს პისხუანზე" რთული მატჩი ელით, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ამ რთული ბრძოლისთვის აბსოლუტურად მზად არიან. კითხვაზე, არის თუ არა "ბაიერნი" "სევილიასთან" ფავორიტი, რეკორდმაისტერის პრეზიდენტი ული ჰიონესი ასე პასუხობს:

"არანაირად. მეოთხედფინალში გასულ რვავე გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. მეოთხედფინალში სუსტები ვერ გადიან - გაგახსენებთ, რომ "სევილიამ" ტურნირიდან "მანჩესტერ იუნაიტედი" გააგდო!"

პრესკონფერენცია

ვინჩენცო მონტელა (სევილია): "ამ ტურნირზე უკვე რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ ეს ცოტაა ისტორიაში ჩასაწერად. "ბაიერნს" ბოლომდე შევაკვდებით. ხელი უნდა შევუშალოთ მიუნხენელებს, რომ მათ ბურთის კონტროლი არ დააწესონ.

ახლა ნაკლებად მაღელვებს ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა ან მოტივაცია - ჩვენი ტვინი უკეთ არის მომზადებული, ვიდრე ფეხები, მაგრამ ფეხები სწორედ ტვინის ნება-სურვილით დარბიან. ძალიან ვაფასებ ჰაინკესს, ის პრაქტიკული მწვრთნელია".

იუპ ჰაინკესი (ბაიერნი): "2013 წელს ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი გვყავდა და წელსაც ძლიერი გუნდი გვყავს. "სევილიას" პატივს ვცემთ - ეს გუნდი უდიდეს აპლოდისმენტებს იმსახურებს. ვინჩენცო მონტელას გუნდი არა მარტო აგრესიული ფეხბურთით გამოირჩევა, არამედ კლასიც აქვს. მაგრამ ჩვენ ყველაფერი ნანახი გვაქვს და არაფრის გვეშინია!".

ფაქტები

"სევილია" ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად გავიდა. "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.

მიუნხენური გრანდისთვის ეს 29-ე მეოთხედფინალური დუელია. ამაზე მეტი მხოლოდ მადრიდის "რეალს" აქვს - 35.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტებს შორის "სევილია" ერთადერთი გუნდია, რომლის წინააღმდეგ "ბაიერნს" ევროთასებზე არასდროს უთამაშია.

"ბაიერნს" ბოლო 4 სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან სწორედ ესპანური კლუბები აგდებდნენ.

"რეკორდმაისტერს" ესპანეთში ზედიზედ 5 მატჩი აქვს წაგებული, "სევილიას" კი გერმანულ კლუბებთან, საკუთარ მოედანზე, 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 4 ფრე).

სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
Opta-ს პროგნოზს არ ეთანხმება - სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
"გუნდსა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი" - ედუარდო კამავინგა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ვინ გაწვრთნის "რეალს"? - ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან 90+4-ე წუთზე გაუშვა
ალისონთან ერთად "ლივერპული" შეიძლება კიდევ ერთმა მეკარემ დატოვოს
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"წარმოგიდგენიათ?" - ბენზემას პსჟ-ზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ "რეალის" ქომაგები გაანაწყენა
ვიტინიას აგენტი ტრანსფერს ითხოვს - სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი?