ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი: "რეალმა" "იუვენტუსს" ტურინშივე მოუთავა საქმე [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პირველ ¼-ფინალურ მატჩში "რეალმა" ტურინში "იუვენტუსი" 3:0 დაამარცხა და ფაქტიურად გაინაღდა ნახევარფინალის საგზური.
ბლანკოსის მწვრთნელმა ზიდანმა ზუსტად ის სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა, რომელმაც შარშან კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე რონალდომ ისკოს მიერ მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით ბუფონის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, თავისი გუნდი დააწინაურა და სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოუპოვა. კრიშტიანო პირველი ფეხბურთელია, ვინაც ამ ტურნირის ზედიზედ 10 შეხვედრაში მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა.
ამის შემდეგ "იუვენტუსმა" შეუტია, თუმცა ბლანკოსი თავს უნარიანად იცავდა და მის კარს სერიოზული საფრთხე მხოლოდ 22-ე წუთზე შეექმნა, როდესაც იგუაინის დატრყმული ბურთი ნავასმა მოიგერია. 38-ე წუთზე კიელინიმ გაუშვა კარგი შანსი ხელიდან. საპასუხო იერიშისას კი შორიდან დარტყმული ბურთი კროოსმა ხარიხას გაარტყა.
მეორე ტაიმში "სამეფო გუნდმა" უკან დაიხია, მაგრამ "იუვემ" ხეირი ვერა ნახა რა და კონტრშეტევაზე რონალდომ მაკრატელათი მეორედ დაამწუხრა ბუფონი. ვერაფერს იტყვი, ეს მართლაც ბრწყინვალე იყო. ტიფოზებმა მას ოვაციები მოუწყვეს. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 39-ე გოლი გაიტანა, რაც ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატის გუნდებში საუკეთესო შედეგია. მან ბუფონს საერთო ჯამში 9 გოლი გაუტანა და ამდენი გოლი მას ამ ტურნირზე არავისგან არ გაუშვია.
66-ე წუთზე დიბალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, თავისი გუნდი დააღალატა და რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა, ხოლო 72-ეზე მარსელომ კარგი ფორვარდივით გაინავარდა "ბებერი ქალბატონის" დაცვაში და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსმა" 1999 წლის შემდეგ პირველად გაუშვა საკუთარ მოედანზე 3 გოლი, ზიდანის ხელმძღვანელობით კი "რეალმა" მე-100 გამარჯვება იზეიმა (137 მატჩში).
03.04.18. იუვენტუსი - რეალი 0:3
იუვენტუსი - რეალი 0:3
ტურინი. "ალიანს სტადიუმი“ 40 849 მაყურებელი
გოლები: 0:1 რონალდო (3), 0:2 რონალდო (64), 0:3 მარსელო (72)
გაძევება: დიბალა (66)
იუვენტუსი: ბუფონი, დე შილიო, კიელინი, ბარცალი, სანდრო, ასამოა (მანძუკიჩი 69), ბეტანკური, ხედირა (კუადრადო 75), დუგლას კოსტა (მატუიდი 69), დიბალა, იგუაინი
რეალი: ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 82), კროოსი, ისკო (ასენსიო 75), ბენზემა (ვასკესი 59), რონალდო
gg
საუკეთესო მაინც მარადონაა:)))
reali
კლავიატურას ქაფსლუკი გამორთე ან რამე ქენი თორე ვერანაირი ლინგვისტი ვერ ამოხსნის რა გიწერია კომენტრაში
ბაიერნს არსად გადაეყაროს თორემ როგორ მოიგებს ლიგას მაგასაც ვნახავთ.
ქუთაისელი
რონალდო მარტო იმის გამო არის დასაფასებელი, რომ მესის კარიერის დროს ასეთ სინაგლეებს აკეთებს, და ამდენ ტიტულებს იგებს. ვინც არის საუკეთესო, ჩლ და მუნდიალი რომ დამთავრდება, მერე ილაპარაკეთ.
messi
ბატუსნაირები დზაან ცოტაა დ. ვინც არ იბრმავებს ტავს დზსლიტ,კი იცის ვინცაა მსოფლიოს საუკეტესო,სეიდზლება ყველა დროისაც.
დათო
ლიგა კი ბატონო, მართლა შეიძლება ზედიზედ მესამედ მოიგოს, მაგრამ, აი მსოფლიო კი ძალიან მეეჭვება.
batu
კრიშტიანუ მსოფლიოს #1 ფეხბურთელი,რომაა კიდევ ერთხელ დაამტკიცა,წელს მესამედ მოიგებს ლიგას( ზედიზედ) და მსოფლიო ჩემპიონიც გახდება!
ანდროიდი
საწყალი იუვე
gg
იუვემედან ბოლო წლებში წავიდა პირლო, ტევესი, ვიდალი, პოგბა, ბონუჩი, დანი ალვეში... ამათი ღირსეული შემცვლელი მოვიდა? ერთი დიბალა ფაფხურობს, არ მითხრათ ეხლა მანჯუკიჩი და იგუანიო, ალეგრიც კიდე ბოლომდე ვერ ქაჩავს, რაღაც მარილი აკლია, ხოდა შედეგიც ესაა, მარტო იტალიის დაბალი დონის ჩემპიონატში მოგება არაფერია, უკვე მერამდენედ ევროპულ გრანდებთან უშანსოდ მარცხდება...
გოჩა
იუვენტუსს ტოტენჰემიც ვერ უნდა გაევლო,არ იმსახურებდა.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა