ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩი: "რეალმა" "იუვენტუსს" ტურინშივე მოუთავა საქმე [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პირველ ¼-ფინალურ მატჩში "რეალმა" ტურინში "იუვენტუსი" 3:0 დაამარცხა და ფაქტიურად გაინაღდა ნახევარფინალის საგზური.
ბლანკოსის მწვრთნელმა ზიდანმა ზუსტად ის სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა, რომელმაც შარშან კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე რონალდომ ისკოს მიერ მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით ბუფონის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, თავისი გუნდი დააწინაურა და სერიოზული ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოუპოვა. კრიშტიანო პირველი ფეხბურთელია, ვინაც ამ ტურნირის ზედიზედ 10 შეხვედრაში მოახერხა მეტოქეთა კარის დალაშქვრა.
ამის შემდეგ "იუვენტუსმა" შეუტია, თუმცა ბლანკოსი თავს უნარიანად იცავდა და მის კარს სერიოზული საფრთხე მხოლოდ 22-ე წუთზე შეექმნა, როდესაც იგუაინის დატრყმული ბურთი ნავასმა მოიგერია. 38-ე წუთზე კიელინიმ გაუშვა კარგი შანსი ხელიდან. საპასუხო იერიშისას კი შორიდან დარტყმული ბურთი კროოსმა ხარიხას გაარტყა.
მეორე ტაიმში "სამეფო გუნდმა" უკან დაიხია, მაგრამ "იუვემ" ხეირი ვერა ნახა რა და კონტრშეტევაზე რონალდომ მაკრატელათი მეორედ დაამწუხრა ბუფონი. ვერაფერს იტყვი, ეს მართლაც ბრწყინვალე იყო. ტიფოზებმა მას ოვაციები მოუწყვეს. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 39-ე გოლი გაიტანა, რაც ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატის გუნდებში საუკეთესო შედეგია. მან ბუფონს საერთო ჯამში 9 გოლი გაუტანა და ამდენი გოლი მას ამ ტურნირზე არავისგან არ გაუშვია.
66-ე წუთზე დიბალამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, თავისი გუნდი დააღალატა და რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა, ხოლო 72-ეზე მარსელომ კარგი ფორვარდივით გაინავარდა "ბებერი ქალბატონის" დაცვაში და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსმა" 1999 წლის შემდეგ პირველად გაუშვა საკუთარ მოედანზე 3 გოლი, ზიდანის ხელმძღვანელობით კი "რეალმა" მე-100 გამარჯვება იზეიმა (137 მატჩში).
03.04.18. იუვენტუსი - რეალი 0:3
იუვენტუსი - რეალი 0:3
ტურინი. "ალიანს სტადიუმი“ 40 849 მაყურებელი
გოლები: 0:1 რონალდო (3), 0:2 რონალდო (64), 0:3 მარსელო (72)
გაძევება: დიბალა (66)
იუვენტუსი: ბუფონი, დე შილიო, კიელინი, ბარცალი, სანდრო, ასამოა (მანძუკიჩი 69), ბეტანკური, ხედირა (კუადრადო 75), დუგლას კოსტა (მატუიდი 69), დიბალა, იგუაინი
რეალი: ნავასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 82), კროოსი, ისკო (ასენსიო 75), ბენზემა (ვასკესი 59), რონალდო
gg
საუკეთესო მაინც მარადონაა:)))
reali
კლავიატურას ქაფსლუკი გამორთე ან რამე ქენი თორე ვერანაირი ლინგვისტი ვერ ამოხსნის რა გიწერია კომენტრაში
ბაიერნს არსად გადაეყაროს თორემ როგორ მოიგებს ლიგას მაგასაც ვნახავთ.
ქუთაისელი
რონალდო მარტო იმის გამო არის დასაფასებელი, რომ მესის კარიერის დროს ასეთ სინაგლეებს აკეთებს, და ამდენ ტიტულებს იგებს. ვინც არის საუკეთესო, ჩლ და მუნდიალი რომ დამთავრდება, მერე ილაპარაკეთ.
messi
ბატუსნაირები დზაან ცოტაა დ. ვინც არ იბრმავებს ტავს დზსლიტ,კი იცის ვინცაა მსოფლიოს საუკეტესო,სეიდზლება ყველა დროისაც.
დათო
ლიგა კი ბატონო, მართლა შეიძლება ზედიზედ მესამედ მოიგოს, მაგრამ, აი მსოფლიო კი ძალიან მეეჭვება.
batu
კრიშტიანუ მსოფლიოს #1 ფეხბურთელი,რომაა კიდევ ერთხელ დაამტკიცა,წელს მესამედ მოიგებს ლიგას( ზედიზედ) და მსოფლიო ჩემპიონიც გახდება!
ანდროიდი
საწყალი იუვე
gg
იუვემედან ბოლო წლებში წავიდა პირლო, ტევესი, ვიდალი, პოგბა, ბონუჩი, დანი ალვეში... ამათი ღირსეული შემცვლელი მოვიდა? ერთი დიბალა ფაფხურობს, არ მითხრათ ეხლა მანჯუკიჩი და იგუანიო, ალეგრიც კიდე ბოლომდე ვერ ქაჩავს, რაღაც მარილი აკლია, ხოდა შედეგიც ესაა, მარტო იტალიის დაბალი დონის ჩემპიონატში მოგება არაფერია, უკვე მერამდენედ ევროპულ გრანდებთან უშანსოდ მარცხდება...
გოჩა
იუვენტუსს ტოტენჰემიც ვერ უნდა გაევლო,არ იმსახურებდა.
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?