როგორც ვარიუპოლის "ილიჩევეცის" საიტი იუწყება, 19 წლის ქართველ ნახევარმცველს ვარჯიშზე კოჭი გადაუტრიალდა
უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლვოვის "კარპატიმ" შინ მარიუპოლის "ილიჩევეცი" 3:1 დაამარცხა.

მეტოქეთა რიგებში ქართველებს არ უთამაშიათ: სანდრო გურულმა ნაკრების ვარჯიშზე მიღებული კოჭის ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ ლვოველთა მთავარი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი ფრთხილობს და სრულ გამოჯანმრთელებამდე არ ათამაშებს.

"კარპატისთან" თავისიანებს ვერც თორნიკე ოქრიაშვილი დაეხმარა, რომელიც სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა. როგორც კლუბის ვებგვერდი იუწყება, ქართველი ნახევარმცველი ვარჯიშზე დაშავდა - მას კოჭი გადაუტრიალდა.

უკრაინის პრემიერლიგაში ოქრიაშვილს იმდენად ეფექტური დებიუტი ჰქონდა, რომ რამდენიმე უკრაინულმა მედია-საშუალებამ, "კარპატისთან" მარიუპოლელთა დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად 19 წლის ქართველი ნახევარმცველის არყოფნა დაასახელა.

სავარაუდოდ, ოქრიაშვილი ვარჯიშს მალე განაახლებს, მაგრამ როდის, ეს ჯერ უცნობია.

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...