ქართული საკალათბურთო კლუბი "ჰიუნდაი" ბალტიის ლიგის გამარჯვებულია. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირის პლეი-ოფის ყველა მატჩი მოიგო, ფინალურ მატჩში ლიტვურ "მაჟეიკიაის" სძლია და ჩემპიონი გახდა.

"ჰიუნდაისთან" ერთად ბალტიის ლიგაში ქართული კლუბი "აკადემია" გამოდიოდა, თუმცა, სამწუხაროდ, აკადემიელები პლეი-ოფში ვერ გავიდნენ და საბოლოოდ მე-11 ადგილს დასჯერდნენ. ტურნირის გათამაშების ფორმატი შემდეგნაირი გახლდათ: პირველ ეტაპზე, მონაწილე 25 გუნდი ორად იყო გაყოფილი. "ჰიუნდაიმაც" და "აკადემიამაც" პირველ ჯგუფურ ეტაპზე 10-დან 6 მატჩი მოიგეს და 13-გუნდიან ჯგუფში მე-5-მე-6 ადგილები გაიყვეს. შესაბამისად, ორივე მათგანმა მოიპოვა ტოპ-12-ში მონაწილეობის უფლება და თებერვლის თვეში ბალტიის ლიგის მეორე ეტაპზე იასპარეზა.

ტოპ-12-ში გამართული 15 მატჩიდან "ჰიუნდაიმ" 10 მოიგო, ხოლო "აკადემიამ" - მხოლოდ 6 და საუკეთესო 8 გუნდი პლეი-ოფში გავიდა. "აკადემიამ" პლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა და თამაში მე-9-მე-16 ადგილებისთვის განაგრძო და საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ტურნირის მომავალ ჩემპიონს, "ჰიუნდაიმ" 7 აპრილს პლეი-ოფის 2 მატჩი გამართა: მეოთხედფინალში ჯერ ლატვიურ "ვალმეირას" სძლია 39:30 (სტატისტიკის სანახავად დააკლიკეთ ანგარიშზე), ხოლო ნახევარფინალში მოსკოვის "დინამო" 53:36 გაანადგურა. ცნობისთვის, ტოპ-12-ის ეტაპზე მოსკოვურმა გუნდმა 15-დან ყველა შეხვედრა მოიგო და "ჰიუნდაისთან" მოგებასაც გეგმავდა, მაგრამ…

ფინალური მატჩი მართლმადიდებლურ აღდგომას დაემთხვა და "ჰიუნდაიმ" საჩემპიონო ბრძოლა ლიტვურ "მაჟეიკიაის" 49:45 მოუგო. ჰიუნდაელთაგან ნიკოლოზ თოთლაძე 20 ქულით გამოირჩა, ხოლო გეგა წულაიამ 13 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. თოთლაძე საბოლოოდ ფინალური ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, წულაიას კი ტურნირის MVP-ის ტიტული ერგო.

"ჰიუნდაის" შემადგენლობა ფინალურ ეტაპზე:

ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, გეგა წულაია, დავით ბეგალაშვილი, სოსო გუგუციძე, გიორგი ჩანტლაძე, დემეტრე მამალაძე, საბა გამცემლიძე, თენგო გოგიშვილი, გაბრიელ ისიანი, ნიკოლოზ თოთლაძე, გერმანე გოგლიჩიძე, დემეტრე ბურჭულაძე

ის, თუ რა დონის ტურნირია ბალტიის ლიგა, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ლიტვურ, ლატვიურ და ესტონურ კლუბებთან ერთად აღნიშნულ ლიგაში ფინური, შვედური, იტალიური, რუსული და ბელორუსული წამყვანი კლუბებიც ასპარეზობენ. ჰიუნდაელებმა სადებიუტო სეზონშივე მოახერხეს ჩემპიონობის მოპოვება, რაც უდიდესი წარმატებაა როგორც ამ კლუბის, ისე მთლიანად ქართული კალათბურთის.

"ჰიუნდაი" და "აკადემია" ლატვიიდან 10 აპრილს დაბრუნდებიან და საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობას გააგრძელებენ.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

არტაგი
დაარქვით გუნდებს ქართული სახელები!!!....
ფერნანდო
გილოცავთ სერიოზულ წარმატებას! სპონსორს--დიდი მადლობა, მაგრამ ცოტა ისეთი სახელი რომ ერქვათ--მთლად კორეელებად რომ არ ჩათვალონ ბავშვები--ვერა?
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
[VIDEO] პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა - "ლივერპული" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
"ჰიუნდაი" და "აკადემია" ევროპის ლიგის პლე-ოფში გავიდნენ
2002-ᓬᕚᓘᓐᓜᓗᓐ ᕗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓤᓔᓡᓢᓘᓕᓐᕚᓘ "ᓰᓘᓣᓜᓓᓐᓘᓛ" ᓛᓝᓘᓒᓝ
ქართული კლუბების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი "აკადემია" გახდა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
საქართველოს U14 ნაკრებმა და “ჰიუნდაიმ” ევროპის ლიგის მეორე წრეში დაასრულეს
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია