თუკი ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილებიდან რომელიმეში კიდევ არის საჭოჭმანო ნახევარფინალისტის ვინაობა, ეს ინგლისური დერბია. დიახ, "ენფილდზე" "ლივერპული" ბრწყინვალე იყო, მაგრამ "სიტი" იმედს არ კარგავს...

მანჩ. სიტი-ლივერპული 22:45 (0:3)

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დ. სილვა - სტერლინგი, აგუერო, სანე

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, ლოვრენი, რობერტსონი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ვეინალდუმი, მილნერი - მანე, ფირმინო, სალაჰი

არ ითამაშებს: მენდი, სტოუნსი - ჰენდერსონი (დისკვ.), ჯანი, გომესი, ლალანა, მატიპი

საეჭვოა: დანილო - სალაჰი, მორენო, რობერტსონი

"სიტიმ" ჯერ "ენფილდზე" წააგო, შემდეგ კი პრემიერლიგის მოგება ნაადრევად შეეძლო და დერბი საძულველ "იუნაიტედთან" მას მერე დათმო, რაც 2:0-ს იგებდა. მოკლედ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი მცირე შოკშია, "ლივერპულს" კი პირველი თამაშის შემდეგ უზარმაზარი უპირატესობა აქვს.

წინა მატჩი კი პირველი იყო ამ გუნდებისთვის ევროთასებზე ერთმანეთის წინააღმდეგ. მოჰამედ სალაჰმა მე-12 წუთზე გახსნა ანგარიში, 9 წუთში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა შესანიშნავი გოლი გაიტანა "სიტის" კარში, ხოლო 31-ე წუთზე სალაჰის პასით, სადიო მანემ ანგარიში 3:0 გახადა, რომელიც მერე აღარც შეცვლილა.

ხოსეპ გვარდიოლა ("სიტის" მწვრთნელი): "შემდეგ ეტაპზე გავალთ, თუ თითქმის უნაკლო ფეხბურთს ვითამაშებთ, შევქმნით შანსებს და ყველას გამოვიყენებთ, მეტოქეს კი ამის უფლებას არ მივცემთ. ყველაფერი ეს უნაკლოდ უნდა შესრულდეს. მაგრამ ეს ფეხბურთია და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ უნდა მოვეშვათ იმ შემთხვევაშიც, თუ გოლს გავუშვებთ".

იურგენ კლოპი ("ლივერპულის" მწვრთნელი): "არ არსებობს უნაკლო ფეხბურთი. მაშინაც ამ აზრზე ვიყავი, როცა აქ სეზონის დასაწყისში 0:5 წავაგეთ. მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს ფეხბურთში".

რომა-ბარსელონა 22:45 (1:4)

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): ალისონი - ბრუნო პერესი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი, დე როსი, ნაინგოლანი - ფლორენცი, ჯეკო, ელ შაარავი

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - პაულინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - ლ. სუარესი, მესი

არ ითამაშებს: კარსდორფი, პეროტი - დინი, კოუტინიო (ლიგაზე თამაშის უფლება არა აქვს)

საეჭვოა: იუნდერი -

"ოლიმპიკოზე" "რომას" 3:0 მოგება სჭირდება, რაც "ბარსელონას" წინააღმდეგ ძნელი წარმოსადგენია. მით უფრო, მაშინ, როცა ლიონელ მესი გამოჯანმრთელებულია და შესანიშნავ ფორმაშიცაა - ახლახან მან "ბარსაში" მე-40 ჰეთ-თრიკი შეასრულა.

"კამპ ნოუზე" "რომას" სამმა ფეხბურთელმა გაიტანა, მაგრამ აქედან ორმა, დე როსიმ და მანოლასმა საკუთარი კარი დალაშქრეს.

"სწორი" მიმართულებით კი მხოლოდ ედინ ჯეკომ გაიტანა მე-80 წუთზე. იმ დროისთვის "ბარსა" უკვე 3:1-ს იგებდა, ორ ავტოგოლს ჟერარდ პიკერს გოლი მოჰყვა. ბოლოს კი ლუის სუარესმა ესპანური კლუბის გამარჯვება შთამბეჭდავი გახადა.

ეუსებიო დი ფრანჩესკო ("რომას" მწვრთნელი): "ბარსელონა" ერთ ღამეში არ აშენებულა. ის წლების განმავლობაში შენდებოდა, დღეებსა და თვეებში დიდი გუნდები არ იქმნებიან. ეს არის "ბარსას" მთავარი უპირატესობა. მე აქ არავინ ვარ, ვცდილობ, კლუბისთვის ბოლომდე დავიხარჯო და ამ გზაზე შეცდომებიც ხდება ხოლმე".

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "პირველ მატჩში ბრწყინვალე შედეგი მივიღეთ, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. "რომას" ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ჩვენ ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას